Wise Seying

ვარ სოციალურად აქტიური, პოლიტიკით დაინტერესებული და საკმაოდ ინფორმირებული მოქალაქე, თუმცა პოლიტიკა ჩემი ინტერესის ერთადერთი სფერო არაა და ეს, ბლოგზეც აისახება.
1989-2003 წლებში აქტიური ჟურნალისტიკით ვიყავი დაკავებული - ჯერ ბეჭდურ მედიაში, ხოლო 1997 წლის ბოლოდან, ტელევიზიაში. მომზადებული მაქვს 250 სთ.-ზე მეტი საავტორო ეთერი (გადაცემები: „ქვაკუთხედი“, „თავისუფალი მიკოროფონი“, „პრესსინგი“ და სხვ.); ვსაქმიანობდი სხვა და სხვა კომპანიის საინფორმაციო სამსახურებშიც, ვაშუქებდი სასამართლო ქრონიკას, უსაფრთხოებისა და სამხედრო თემებს.
შემდეგ, ინტერესთა სფერო შემეცვალა: პოლიგრაფიითა და ელექტრონული რესურსების დიზაინით, ასევე, ამგვარი რესუსრების მართვით დავინტერესდი. უკვე საკმაო ხანია, რაც ამ სფეროში ვსაქმიანობ, თუმცა კვლავაც აქტიური ვრჩები
და ეს ბლოგიც, რომელიც 2010 წლიდან, რიგით მეექვსეა, ამის დასტურია
2სიტყვით
ნიშნიანიძეზე