დიადი პაბლოს აღსარება
- კოტე ნიშნიანიძე
- Aug 24, 2019
- 1 min read
აღიარებაც და ერთგვარი აღსარებაც შეიძლება იყოს შედევრი.
1971 წელს, თავისი 90 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, პაბლო პიკასომ განაცხადა:
ბევრნი, მხატვრობას მისდევენ იმგვარ მიზეზთა გამო, რომელთაც ცოტა საერთო აქვთ ხელოვნებასთან. მდიდრები ითხოვენ ახალს, ორიგინალურს, სკანდალურს, და მე, დავიწყე რა კუბიზმით, ვართობდი მათ აბდაუბდებით და რაც უფრო ნაკლებად ესმოდათ მათ ისინი, მით მეტი დიდება და ფული მხვდებოდა. ახლა მე ცნობილი და მდიდარი ვარ, მაგრამ როდესაც საკუთარ თავთან მარტო ვრჩები, არ მყოფნის სითამამე, რომ ჩემში დავინახო მხატვარი, ამ სიტყვის აღმატებული მნიშვნელობით. მე მხოლოდ პუბლიკის გამრთობი ვარ, რომელმაც დროს გაუგო. ეს მწარე და მტკივნეულია, მარამ ჭეშმარიტება გახლავთ.

მხოლოდ დიდ შემოქმედს შეიძლებოდა ეთქვა.
Comments