მკაფიოდ ისმოდა „ბრავო!“ (+video)
- კოტე ნიშნიანიძე
- Apr 16, 2019
- 1 min read
დიდი ჩარლზ სპენსერ ჩაპლინის პერსონა, აშშ-ში პოპულარობით ყოველთვის არ სარგებლობდა. ეკრანებზე „დიდი დიქტატორისა“ და „მუსიე მერდუს“ გამოსვლის შემდეგ, მას კომუნიზმისადმი ლოიალობაში სდებდნენ ბრალს. ამის შემდგომ, მისი ფილმების პრემიერებს, საპროტესტო მიტინგები სდევდა თან.

და აი, ორმოცწლიანი მუშაობის შემდეგ, აშშ-ის ხელისუფლებამ ჩაპლინს შტატებში შესვლა აუკრძალა. გავიდა 20 წელი და სრულიად მოულოდნელად, ჩაპლინს ამერიკიდან მოწვევა მიუვიდა. ცხადია, მას წარმოდგენაც არ შეეძლო იმისა, რაც ელოდა. ამიტომ, როგორც მანამდე, ახლაც თავდასხმების მოსაგერიებლად მოემზადა. ფეხზე წამომდგარი დარბაზის გამაყრუებელ აპლოდისმენტებში, რომლებიც თითქმის ათ წუთს გაგრძელდა, მკაფიოდ ისმოდა „ბრავო!“. საპატიო „ოსკარი“ ასეთი განსაზღვრებით გადასცეს: „იმ ფასდაუდებელი წვლილისათვის, რომლის წყალობითაც, ამ საუკუნეში კინემატოგრაფია ხელოვნებად იქცა.“ სხვათა შორის, ეს პირველი შემთვევა იყო, როდესაც ჩარლიმ თავისი საყოველთაოდ ცნობილი ქუდის ჩვეული ილეთით დაჭერა ვერ შეძლო.
მოხუცი ჩაპლინი ძლივს თოკავდა ემოციას. ეს ყველაფერი 1972 წელს მოხდა.
Comments