NETFLIX მარკესს შეეჭიდა
- კოტე ნიშნიანიძე
- Sep 4, 2019
- 1 min read
პირველი ცნობები, რომ გაბრიელ გარსია მარკესის შედევრს სტრიმ-სერვისი Netflix შეეჭიდა, ჯერ კიდევ გაზაფხულზე გამოჩნდა, თუმცა, ეს მაშინ გადაჭარბებად ჩაითვალა და ამბავსაც, კარგა ხნით ეწოდა მონაჭორი. ახლა კი, ეს ყველაფერი ოფიციალურად გამოცხადდა.
ამ მომენტისთვის, უცნობია, თუ რომელი არტისტები მოხვდებიან სერიალში და იქნება თუ არა, მათ შორის ცნობილი მსახიობი. ფაქტს არაერთგვაროვანი რეაქცია, დიდი გამოხმაურება მოჰყვა და, მათ შორის, უარყოფითიც. ძალიან ბევრი გადაღებათა წინააღმდეგია. ყველაზე მეტს, ის მკითხველი აქტიურობს, რომელიც აცხადებს, რომ თავად მარკესს არ სურდა, რომ მისი შემოქმედება ფილმების ან სერიალების თემად ცეულიყო.
ეს 1967 წელს შექმნილი შედევრის ეკრანიზაციის პირველი მცდელობა იქნება. სცენარის ავტორი ასევე უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ თავად მწერლის ვაჟები, როდრიგო გარისა და გონსალო გარსია ბარჩი სერიალის პროდიუსერები იქნებიან. როგორც გამოცხადდა, გადაღებები კოლუმბიაში წარიმართება და მასში ლათინური ამერიკის უძლიერესესი შემოქმედებითი ძალები ჩაერთვებიან.

„ბოლო 3-4 წლის მანძილზე, სერიალების დონე და პოლულარობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. Netfilx ერთ-ერთი პირველია მათ შორის, ვინც დაამტკიცა, რომ ადამიანები მზად არიან უცქირონ სერიალს უცხო ენაზე და ტიტრებითც კი. ძველი პრობლემები აღარ გაქვს“ - განაცხადა როდრიგო გარისიამ.
შეგახსენებთ „მარტოობის ასი წელი“, ესაა ბუენდიას ოჯახის ისტორია, რომლის პატრიარქი, ხოსე არკადიომ მოგონილი ქალქი, მოკონდო დააარსა და მოველნათა უმეტესობაც, სწორედ მასში ვითარდება. ნაწარმოები 46 ენაზეა ნათარგმნი და მისი საერთო ტირაჟი, 50 მლნ. ეგზემპლარს აღემატება.
Comentários