„ნაციუს, ფაციუს... პრასიუს!“
- კოტე ნიშნიანიძე
- Sep 18, 2019
- 1 min read
სალომე ზურაბიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიას დაესწრება. სავარაუდოდ, ის იქ სიტყვითც გამოვა და ეს, ცოტა არ იყოს, მაშინებს. საგანგაშოდ საინტერესოა ის ორმხრივი შეხვედრებიც, რომლებიც 24 რიცხვიდან დაიწყება.

ვის ხვდება ზურაბიშვილი? კონკრეტულად ამ მომენტში, მის ვებგვერდზე ამის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება და საერთოდაც, ის ფაქტი, რომ ზურაბიშვილი ასამბლეაზეა, მედიიდან გახდა ცნობილი. არადა ჯერ კიდევ ივლისში, ამის შესახებ სწორედ პრესამსახური იუწყებოდა. ცხადია, არ გამიკვირდება, თუ კი აღმოჩნდება, რომ ზურაბიშვილი სულაც არ მიემგზავრება ასამბლეაზე. ყოველ შემთხვევაში 16-ში, ის კოპენჰაგენში გახლდათ და შეხვედრებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით მიმდინარე ღონისძიებაზე მართავდა.
საგულისხმოა ის სკანდალური ფონი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს საქართველოში ხვდება. საერთოდ, უკვე ვერ ვხვდები რა ეწოდება იმ შეგრძნებას, რაც ამ ქალბატონის გამო მეუფლება. თქვენ წარმოგიდგენიათ? ლამისაა და, კორუფციაში ამხილონ.
„ლამის“, ვამბობ მხოლოდ იმიტომ, რომ სახელმწიფო სტრუქტურები არ მყავს მხედველობაში, თორემ კერძო, პიროვნულ ან ორგანიზაციულ დონეზე, ყველა გამოთქვამს ეჭვს, რომ ზურაბიშვილმა, იმავე სკანდალში და განმეორებით, იმდენად უცერემონიოდ გაჰყო თავი, რომ თუ სრულ ჭკუაზეა, ის რაც მას შეიძლება ამოძრავებდეს, მხოლოდ ქრთამია. რომ იტყვიან, ამასაც მოვესწარით. მიდი ახლა და, გულის ფანცქალით ნუ დაელოდები, რა ცნობა მოვა უცხოეთიდან ამ შარლატანის მიერ გამოწერილი „რეცეპტის“ შესახებ.
Comments