top of page

1 დეკემბერს?

ახლა გავრცელებული ინფორმაციით. სულაც არაა გამორიცხული, რომ 1 დეკემბერს G20-ის სამიტის ფარგლებში ერთმანეთს ტრამპი და პუტინი შეხვდნენ. თეთრი სახლი და კრემლი დეტალებზე არ საუბრობენ (აქ). ვიმეორებ, ცნობა ეხება შესაძლო შეხვედრას - თუნდაც ხანმოკლე, თუმცა ორმხრივ ფორმატში.

ამ შეხვედრას მთელი მსოფლიო ელის, რადგან ე. წ. „აზოვის კრიზისის“ შემდეგ, დაპირისპირება ახალ ფაზაშია და დიდია შანსი, ვითარება კიდევ უფრო დაიძაბოს. ითქვა ისიც, რომ კრიზისი სამიტის წინ იმიტომაც შეიქმნა, რომ პუტინი „კოლეგებთან“ „ხელცარიელი“ არ წარმდგარიყო და თუნდაც რაღაც პირობების კარნახი შეძლებოდა. თუმცა, თავად რუსეთის პრეზიდენტი ხელს პოროშენკოსკენ იშვერს და ყველაფერს წინასაარჩევნო ტრიუკად უსაღებს (აქ). ფაქტია, ლათინური ამერიკა (არგენტინა) სამიტს მასპინძლობს. ფაქტია, მასზე ტრამპიც იქნება და პუტინიც. ფაქტია, ტრამპისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ყოველ შემთხვევაში ამერიკის სამხედრო ფლოტის უნივერსალური სადესანტო ხომალდი „ივოძიმი“, სადესანტო-საშვეულმფერენო ხომალდი „ნიუ-ოირკი“ და სადესანტო დოკ-ხომალდი „გასტონ ჰოლი“ ატლანტიკიდან ხმელთაშუა ზღვაში შემოცურდენ. ხომალდზე საზღვაო-სადესანტო ძალების 2000 წარმოადგენელია. თავიდან ისინი ალჟირის სანაპიროს გასწვრივ დრეიფოდნენ. ჩვენს რეგიონში ნორვეგიაში მიდინარე სამხედრო წრთვნებიდან გამოემგზავრნენ. ცივი ომის შემდეგ, ეს ყველაზე მასშტაბური სამხედრო-საზღვაო წრთვნები გახლდათ. ორი ინციდენტით აღინიშნა - შეჯახების შედეგად, ნორვეგიული მცურავი საშუალება ფსკერისკენ გაეშურა.

და მეორე - წრთვნებs, გამომწვევად დაბალ სიმაღლეზე, რუსულმა გამანადგურებლებმა გადაუფრინეს.

ამერიკელების ამ თავშეკავებულ რეაქციასაც, ცხადია, მოსკოვმა მწვავე რეაქციით უპასუხა. სულ ახლახანს, ლავროვმა მოლაპარაკებებში ვაშინგტონის წარმომადგენელი გააკრიტიკა კიევის პროვოკაციათა დეტონაციაში დასდო ბრალი. ყველაფერი კი, თუ თავად აზოვის ზღვაზე მომხდარ ინციდენტს არ ჩავთვლით, დაიწყო იმით, რომ კიევმა NATO შავ ზღვაში ოფიციალურად მოიწვია.

ველოდი თუ არა, რომ ამავე მოწოდებას შავი ზღვის მეორე არანატოელი, თუმცა მისი დეკლარირებული მოკავშირე სახელმწიფო, საქართველოც შეუერთდებოდა? არ ველოდი - ჟიულ ვერნის სფეროა, ყოველ შემთვევაში დღეს. თუმცა კი, მინდოდა და ყველა ლოგიკაც აქეთ მიუთითებს - მყისიერად უნდა ავყოლოდით. გაეროში რა პოზიცია დავიკავეთ, ამ წამს არ ვიცი, მაგრამ ტერიტორიული ხელშუხებლობის პრინციპს უღალატოდ დავტოვებდით, იმედია. ასეა თუ ისე, უკრაინამ ალიანსი მოიწვია და ბრიუსელზე სწრაფად, მას, მგონი მოსკოვმა უპასუხა. მინისტრმა ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი სიახლოვესაც კი არავის მიუშვებს, რადგან ამის სრული უფლება აქვს. მოიშველია საერთაშორისო შეთანხმება, რომლის თანახმადაც, აზოვის ზღვა რუსულ-უკრაინული შიდა სივრცეა და მოსკოვის თანხმობის გარეშე, კიევი იქ ვერავის მოიწვევს. უკრაინას ამ შეთანხმებიდან დაუყოვნებლივ გასვლა შეუძლია, მაგრამ, სინამდვილეში, საქმე სულ სხვაგვარადაა. უფრო სწორად სხვაგან მიმდინარეობს.

დავიწყოთ იმით, რომ უკრაინას არავისთვის მოუთხოვია აზოვის ზღვაში შესვლა - მან შავი ზღვა ახსენა, რომელიც თითქმის სრულიად ნატოს კონტროლის ქვეშაა და უკვე დიდი ხანია, რაც ბრიტანული და ამერიკული ფლოტის ხომალდები, მონაცვლეობით პატრულირებენ. გარდა ამისა, აზოვის ზღვაში შეცურვა სულაც არაა საჭირო, რომ ალიანსის ხომალდებმა ეფექტი იქონიონ - როგორც ფსიქოლოგიური, ასევე სამხედრო, თუ კი საქმე აქამდე მივიდა. და ხრიკიც სწორედ აქ არის - რუსეთს არავითარი შანსი არ გააჩნია. შავ ზღვაზე მისი ფლაგმანი გასული საუკუნის 80-იან წლებში ხომალდია და მიუხედავად მისი მოდერნიზაციისთვის დახარჯული მილიონებისა, ერთი „საკაიფოდ“ შეღებეს და ცოტა ხანს გაარონიეს მშვიდ ზღვაში - ეგაა და ეგ. თუმცა, სამართლიანობა ითხოვს აღინიშნოს, რომ დაუფასებლობაც დამღუპველია. პორტი, სახმელეთო მისადგომები და ანექსირებული ყირიმი გამოტენილია „„დენთის კასრებით“, ბუნებრივია. იქ უკვე ყველაფეერი ყველაფრისთვის მზადაა. ასევეა ირგვლივ ყველგან, სადაც ხელი მიუწვდება. გავიხსენოთ შოიგუს განცხადება, რომელიც მან ივლისის ბოლოს გააკეთა - ის აზოვის ზღვაში რუსული სამხედრო ყოფნის საგრძნობ გაძლიერებაზე ალაპარაკდა. ამის პასუხად, შავ ზღვაში პატრულირებაზე მყოფ ამერიკულ ROSS-ს „მოძმე“ ხომალდი KERNY შეუერთდა და რუსეთიც, უმალ ახმაურდა, ეს რეგიონში დაძაბულობის დეესკალაციას ხელს არ უწყობსო. მაშინ, ამერიკის პასუხი ცალსახა გახლდათ: ეს ხელს უწყობს ჩვენი მოკავშირეებისა და ჩვენი სტარატეგიული ინტერესების განხორციელებას. და რა სურათი გვაქვს დღეს? ბოლო წლების მანძილზე, რამდენიმე ასეული დიდი თუ მცირე, საბრძოლო თუ მომარაგებისა და სხვა დანიშნულების მცურავ ობიექტი დაიჭრა, დაიშალა და გაჯართდა. წარმოიდგინეთ და ე. წ. „ტრალშიკი“, რომელიც დღეს არსებულთა შორის, ყველაზე მაგართა სიაში ყჰავთ, კერძო შემოწირულობებით ინარჩუნებს „სიცოცხლეს“. სამაგიეროდ. აქვს დროის წელვის ინსტრუმენტები და სრულად მომზადებული სახმელეთო ოპერაცია უკრაინაში. ნურავინ იფიქრებს, რომ მისი ამოცანა ამ ეტაპზე კიევია. პუტინმა იცის, რომ ეს უკვე წითელი ხაზი კი არა, საერთოდ ხაზიც აღარაა. ის აზოვის ზღვას და შესაბამისად, დაპყრობილი ყირიმის ჩრდილოეთით ფეხის ჩადგმას დასჯერდება და დაიწყებს მშვიდობის აუცილებლობაზე ვაჭრობას. ეს გეგმა უნდა ჩაიშალოს. უკრაინის მიერ დამტკიცებული საომარი მდგომარეობა და შეიარაღებული ძალების სრულ საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმში გადაყვნა ცხადყოფს, პოროშენკო მზადაა ჩაერთოს სრულმასშტაბიან ომში რუსეთთან. ყოველ შემთვევაში იმ დრომდე, სანამ NATO ჩამოყალიბდება. ხოლო NATO შეიძლება ჩამოყალიბდეს მხოლოდ ერთზე - ელაპარაკოს რუსეთს იმ ერთადერთ ენაზე, რომელიც მას ესმის. რეალურად, ეს პუტინის ვა-ბანკია. All In - დაიძხა „ბოროტმა გნომმა“ და ახლა, ჯერი ცივილიზებულ სამყაროზეა. თუმცა, იმავე NATO-ს შემთვევაში, გადამწყვეტი სიტყვა აშშ-ს გახლავთ და ამდენად, ყველაფერი არგენტინაში გაირკვევა.


 
 
 

Comentarios


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page