top of page

100.000 ორკი, ანუ აპოკალიფსი ხვალ?

Updated: Feb 17, 2019

რუსეთი რუსეთად დარჩა - ის ყველას და ყველაფერს საკუთარი სამრეკლოდან უცქერს, მაგრამ სამაგიეროდ, ცივილიზებული სამყარო ის აღარ არის, რაც თუნდაც 10 წლის წინ, როდესაც რუსეთი საქართველოში შემოიჭრაო, გვარწმუნებენ.

დასავლეთმა სანქციებით გარკვეულ ამოცანებს მიაღწია და მათ შორის უმთავრესი, ყველაზე ცუდი სცენარისათვის მოსამზადებელი დროის „შოვნა“ გახლდათ.

დღეს, შავ ზღვაში, ყირიმის ირგვლივ და ქერჩის სრუტეში მომხდარი ბოლო ინციდენტების გათვალისწინებით..

და იმის მხედველობაში მიღებით, რომ შავ ზღვაში NATO-ს ძალების რაოდენობა განუხრელად იზრდება..

და რომ რუსეთისთვის ახალი და კიდევ უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესებაზე კვლავაცაა საუბარი..

შეგვიძლია მაღალი ალბათობით ვივარაუდოთ, თუ რა მიზნით განლაგდა ასიათასიანი რუსული სამხედრო ძალა უკრაინის საზღვართან. მზადაა უკრაინაც. ფაქტია და ვერსად გავექცევით, რომ ერთადერთი, ვინც ამ დიდი შესაძლო დაპირისპირებითვის არაა მზად, საქართველოა.

შორს ვარ განზრახვისგან აქ რაღაც ბიბლიური ანალოგიების მოშველიებით, მისტიური სურნელება დავაყენო, მაგრამ საქართველო, უფრო კი მისი ხელისუფლება, არ გახლავთ მზად იმ როლის შესასრულებლად, რომელიც ცივილიზაციას გადაარჩენს და რუსეთის სისხლიან პროტეზის დასაღეჭად არ აქცევს, ათასწლეულთა მონაპოვარს. არადა, ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან, სწორედ საქართველო ითვლებოდა ბიბლიური „გოგისა და მაგოგის“ კარის დარაჯად.

მიდი და ახლა ელაპარაკე ამათ სულერ მისიებზე - ენთუზიაზმიც აღარ ჰქვია ამას.

ეს კრეტინიზმია! ერთი სიტყვით, დღეს ეს სისხლისმსმელ ველურთა ურდოები დასავლური ცივილიზაციის კართან ატუზულან და სურთ ნიადაგი გამოაცალონ ყველაფერ იმას, რაზეც დგას ეს ცივილიზაცია და რაც ესოდენ უცხოა რუსული ბუნებითსთვის.

შეიძლება ითქვას, ოპტიმიზმისკენ მიდრეკილება ერთადერთი გახლდათ, რაც უშვებდა შესაძლებლობას, რომ რუსეთი უკიდურეს გამწვავებაზე არ წავიდოდა. ცხადია, იყვნენ ისეთებიც, ვინც სრულიად ობიექტურად თვლიდა, რომ ეს თუნდაც იმიტომ გახლდთ გამორიცხული, რომ ყოველმხრივ სცილდებოდა მსოფლაღქმის, მსოფლიო წესრიგის და მასში რუსეთის როლის კრემლისეულ ამბიციებს.

შესაძლოა, ცხოვრების ყველაზე დიდი გამოცდა, ჯერ კიდევ წინ გველის.

Para Bellum!


 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page