1000 უკვდავი
- კოტე ნიშნიანიძე
- May 5, 2019
- 2 min read
პირველყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ხალხს, რომელიც ამ ღონისძიებას აწყობს ან მონაწილეობს მასში, აქვს ამის სრული უფლება. ეს მოცემულობაა და მას ვერ შეცვლის ორგანიზატორთა აშკარად პრორუსული „ჩამოსხმა“ საერთოდ, ამის ირგვლივ რამის თქმას არ ვაპირებდი, ვინდაიდან არ მიმაჩნდა, რომ რამე განსაკუთრებული იყოს მაში - მივიდნენ, დაალაგონ მიხაკები, ჩაარტყან 100 გრამი, იმღერონ „კაწიუშაა“ და დაიშალონ..მაგრამ ამ „უკვდავთა პოლკის“ თბილისურ მსველობას რუსულ ინტერნეტრესურსებზე იმხელა ყურადღება ეთმობა, რომ აშკარაა - მასში რაღაც იმაზე მეტი დევს, ვიდრე ჩანს.
და რა ჩანს? ჩანს სიმბოლიზმი, ჩანს ერთგვარი გულწრფელობაც და აქ, იმ საშინელი ომის მონაწილენი მყვავს მხედველობაში.. ადამიანები, რომლებიც სულ უფრო ცოტანი რჩებიან ყველგან, ოღონდ არა საქართველოში - აქ, მათი რიცხვი მზარდია. და „მახეც“ აქაა.

ცხადია, რომც შეგროვდეს 1000 ვეტერანი (არადა, სამასიც ვერ შეგროვდება), ას წელს მიტანებული მოხუცები, სულ რომ სასათბურე პირობებში ჰყავდეს სახელმწიფოს და კენჭებივით იყვნენ, ვერავითარ მსვლელობას მოაწყობენ. ამიტომ, მოაწყობენ „ნათესავები“ და დაიკავებენ ფოტოებს. მიდი ახლა და ამოწმე, ვინ ვისი ნათესავია და ვის ვისი ფოტო უკვაია, ვინ შარლატანია და ვინ კიდევ რამე სხვა. სამაგიეროდ, „ევრაზიის ინსტიტუტი“ თუ რაღაც „ოჩნაია სტავკა“, ახალ დაფინანსებას მიიღებს, თორემ გულბაათია თუ კალენიკე არ ვიცი და ასე მგონია, სულ ფეხებზე ჰკიდია ევროპაც, აზიაც და ყველაფერი, გარდა თავისი თავისა. ამ თავისი თავის სიყვარულითაა ქვეყნის მიმართულების საწინააღმდეგოდ რომ მოძრაობს, თორემ ვინ დაიჯერებს, რომ გულწრფელად სწამს რუსეთის სიდიადის? ბრმა ხომ არაა?
მოკლედ, ის ტყუის და ამაზე ის ინტერვიუებიც ცხადჰყოფს, რომელსაც სეფისკვერივით არიგებს - ყველა მიმართულებით.
ზოგან ამბობს, კუს ტბის ასასვლელთან შევიკრიბებით და იქიდან ჩავალთ უცნობი ჯარისკაცის საფლავზე, თაიგულის მისატანადო. ზოგან კი, აცხადებს მთელს ჭავჭავაძეს გავივლით, აქეთ გორასა, წიხლსა ვკრავთ იქით გორას - ძვრას ვუზამთო.
ცხადია ვაჭარბებ - აგრესიის შემცველი, არაფერი უთქვამს, მაგრამ ზოგან რამდენიემ ასეული მეტრის გავლას აანონსებს და ზოგან კილომეტრების. ანუ, სულ ცოტა, არ იცის, რა რაოდენობის „პოლკი“ ეყოლება განკარგულებაში. თუ ერთი „რაზმი“ შერჩა, ჩაიძურწება ვაკის პარკში და იქ მყოფთა ხარჯზე, იქნებ გამოჩნდეს. თუ სასურველზე ნაკლები, მაგრამ „რაზმზე“ მეტი, მაშინ ჭავჭავაძით წავა და კიბით დაეშვება პარკში. ხოლო თუ მართლაც პოლკი ეყოლა, გაივლის რიხით.
ნებისმიერ ვარიანტში, კუს ტბის ასასვლეთან შეკრება, ეს რუსეთის გაუქმებული საელჩოს ფანჯრებთან შეკრებაა და ეს ძალიან აშკარა და მეტყვერლია. - შენობაში, ფანჯარასთან, ტელეფონმომარჯვებული იჯდება ვინმე.
კიდევ რა შეიძლება ითქვას დღეს..
იმ გამოკითხვის შედეგებს გაგაცნობთ, რომელიც ერთმა რუსულმა საიტმა დაიწყო. ეს მონაცემები ორიოდ საათის წინ ვნახე. ახლა რა ვითარებაა, არ ვიცი. შეგიძლიათ მბულს მიჰყვეთ და ნახოთ, თუმცა არ მგონია, სურათი დიდად შეცვლილიყო. ეს სცენარში იდო ასე.

Comments