top of page

1028-ე დღე

ოთხმოცდათვრამეტი წლის წინ, 1921 წლის 21 თებერვალს, საქართველოს დემოკრატიულ რესპულიკაში ამოქმედდა კონსტიტუცია, რომელიც, თავისი დროისთვის, ყოველმხრივ სანიმუშო გახლდათ და პროგრესულობით, რიგ ევროპულ სხელმწიფოთა კონსტიტუციებს ჯობდა. ამის დასტურად, ქალთა უფლებების საკითხიც კმარა.

თუმცა, ამის პარალელურად, საქართველოში თებერვლის ყველაზე სუსხიანი დღეები უნდა ჩამომდგარიყო.

ჩამოდგა კიდეც - 4 დღეში, რუსეთის წითელმა ურდოებმა პირველი ქართული რესპუბლიკა მოსპეს. მარცხის მიზეზები ცნობილია და მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი ის გახლდათ, რომ ერი არ იბრძოდა.

რა იყო ამის მიზეზი?

ბევრი ვერსია და ვარაუდი შეიძლება გამოითქვას, მაგრამ მე მაინც ვემხრობი იმ მოსაზრებას, რომ 120 წლით იმპერიის პერიფერიაში ცხოვრებამ, გეგმაზომიერმა ანტიქართულმა პოლიტიკამ, სიყალბემ, დევნამ, ხოცვა-ჟლეტამ და ტვინის ამორეცხვამ, ქართველ ადამიანში სრულებით გააქრო სახელწიფოებრივობის განცდა და ის მშვიდი ცხოვრების, როგორც მინიმუმ, და განცხრომით ყოფის, როგორც სასურველი შედეგის, მაძიებელ არსებად აქცია. არ დაგავიწყდეთ, რომ ახალ, დემოკრატიულ, თანამედროვე სახელმწიფოს აშენებდა ერი, რომელსაც რამდენიმე ხნით ხნით ადრე, წერა-კითვის გამავრცელებელი საზოგადოების დაფუძნება დაჭირდა.

რამე ხომ არ გეცნობათ?


Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page