top of page

მოვილაპარაკოთ ჯაყოვ?

დღეს კაცობრიობა ისევ ეპოქალური ცვლილებების წინაშეა - ახალი სამყარო ნელა, თუმცა შეუქცევადად დგება. როგორც წესი, დღესაც, ბნელეთის ძალებს იგივე ლიდერი ჰყავთ, რომელიც თუნდაც 100 წლის წინ. მაშინ, განვითარების გზაზე მდგარი კაპიტალიზმისა და საბაზრო ეკონომიკის პირობებში, რუსეთმა საკუთარი თავიცა და ათობით ერი თუ ხალხი, ათწლეულებით, უძრავობაში გამოკეტა. ახლაც, ის ცდილობს იმავეს და მიზეზი, ამჯერადაც იგივეა - არასრულყოფილების კომპლექსი, რომელიც შესაძლოა სავსებით ობიექტურია, რადგან განა ვინ იცის რუსზე უკეთ, რომ არაფერზე დგას, გარდა შეთხზულისა, მაგრამ რუსეთს ჯიუტად არ სურს გაგება, რომ ამას ირგვლივ უველა ხვდება. ან, პირიქით - მშვენივრად მოეხსენება და უჯობს საფრთხობელა იყოს, დაამუხრუჭოს პროგრესი და პლანეტარული მასშტაბის მღვრიე წყალში აფათუროს ხელები - რათა კიდევ მოიხვეჭოს, დაიბრალოს, გაანადგუროს..

საბედნიეროდ, დღეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია და ყველას კარგად მოგვეხსენება, რა როლი ჰქონდათ სომხებს პირველის ქართული რესპუბლიკის კრახში. მათი მცდელობები, რომ ჯერ კიდევ 1920 წელს მოესპოთ ქართული რესპუბლიკა, ფიასკოთი დასრულდა და ამის მიზეზიც ვიცით და შემსრულებელიც - ლეგენდარული გიორგი მაზნიაშვილი. ერთი ცნობის მიხედვით, კონტრეშეტევაზე გადასულ ქართველობას, ზედ ერევნის მისადგომებიდან ტფილისში დეპეშა გამოუგზავნია, ქალაქთან ვართ და ავიღოთო? ჟორდანიას მთავრობამ მაზნიაშვილს ქალაქის აღება აკრძალა და ამბობენ, ეს ინგლისური ლობის დამსახურება არისო. საერთოდ, იმდროინდელი სომხურ-ბრიტანული „გაკეკლუცობანი“ ცნობილია და ისიც გვახსოვს, რომ ამ ამბებისას, თბილისში შემოსული 500 კახელი მხედრის შიშით თუ გამო, სომხობას ხელი აღარ გამოიღია, თორემ სახლები და სხვა და სხვა საწყობები, რომლებიც მათსავე მაღაზიებსა თუ სახელოსნოებს გააჩნდათ, ინგლისური შაშხანებით ჰქონდათ სავსეო, ამობდნენ. რას იზამ, ინგლისის პირველი მსოფლიო ომის გამარჯვებული გახლდათ, ხოლო ჩვენ დამარცხებული გერმანიის დოსტები. თუმცა, სომეხთა გეგმები არ შეცვლილა და მალე „შულავერის კომიტეტიც“ შეიკრიბა და აზერბაიჯანში მდგარი წითელი ურდოებისთვის, საქართველოში შემოჭრის ფორმალური საბაბიც შეიქმნა.

ეს ყველაფერი ცნობილია, მაგრამ ცოტას თუ მოეხსენება რა წვლილი შეიტანეს საქართველოს დაცემაში რუსთა ოდინდელმა მოკავშირეებმა, დასახელებული მეზობლის მსგავსად, სხვისი ისტორიის ბაცაცა, ხიზანმა ოსებმა.

1918-1920 წ.წ.-ში ცხინვალის შემოგარენში შემოხიზნული ოსები, მოსკოველი ბოლშევიკების წაქეზებითა და დახმარებით, სამჯერ აჯანყდნენ. მათ შეიარაღებულ გამოსვლას, სწორედ რომ ბოლშევიკებისთვის დამახასიათებელი ერთი ნიშანი გამოარჩევდა - არნახული სისასტიკე. სწორედ ამის გამო, მოგვიანებით, ისინი სრულიად ხელოვნურად შექმნილი ე. წ. „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქით“ დააჯილდოვეს - ფორმალურად, სახელწოდებისა და სტატუსის მინიჭებით, თორემ ეს პროცესი, უკვე ათწლეულებს ითვლიდა, ჯერ კიდევ ცარისტულ რუსულ იმპერიაში გახლდათ დაწყებული და მისი სრული ანატომია აქ შეგიძლიათ იხილოთ.

არადა, ყველასთვის ცნობილია, რომ ამ დროისათვის, იმავე ცხინვალში, რამდენიმე ოსური ოჯახი ცხოვრობდა და ამას 1920 წლის აღწერის შედეგებიც ცხადჰყოფს.

ჯერ კიდევ 1918 წლის მარტში, როდესაც ტფილისი ამიერკავკასიის კონფედერაციის დედაქალაქი გახლდათ და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამდე ორ თვეზე მეტი იყო დარჩენილი, ერთმანეთს ორი მნიშვნელოვანი ფაქტი დაემთხვა: „დაშნაკებმა“, ცხადია ბოლშევიკების მხარდაჭერით, ბაქოში აზრბაიჯანული მოსახლეობის სასტიკი ხოცვა-ჟლეტვა მოაწყეს, ხოლო ხიზანი ოსები საქართველოში აჯანდნენ - დიახ, აკი მოგახსნეთ, რუსეთს, აქ ეს ორი მოკავშირე მუდმივად ჰყავდა.

საქართველოს გვარდიამ, აჯანყება მალევე ჩააქრო. ერთი წლის შემდეგ, უკვე დამოუკიდებელ საქართველოში, ჟორდანიას მთავრობაში კომუნისტური რუსეთის ხელისუფლების თხოვნა მოვიდა, სადაც ისინი საქართველოს კავკასიონის კალთებთან მიმწყვდეული დენიკინისა და თეთრგვარდიელების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლისკენ მოუწოდებდნენ..

ჟორდანიამ უარით უპასუხა. მიზეზის შესახებ ბევრი შეგვიძლია ვიმსჯელოთ, მაგრამ ფაქტია, რომ დენიკინისთვის საქართველო არა დამოუკიდებელი სახელმწიფო, არამედ ცარისტული რუსეთის პროვინცია გახლდათ და, შესაძლოა, ამას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე მხოლოდ იმიტომ არ მოუხდენია გავლენა, რომ დენიკინს მხარს დასავლეთი უჭერდა, ხოლო საქართველო ოდინდელი დასავლური კავშირების აღდგენას ლამობდა. ასეა თუ ისე, ეს რუსეთმა უარი მიიღო და კავშირი არ შედგა. პასუხად, ისევ ოსები აგვიჯანყეს, თუმცა სწორედ დენიკინის სამხედრო ნაწილებთან გამართული ბრძოლების გამო, ოსებისთვის დროული დახმარების გაწეევა ვერ მოხერხდა და აჯანყება, ამჯერადაც დამარცხდა.

მესამე შეიარაღებული გამოსვლა, მასშტაბითაც და ხასიათითაც, სრულიად გამორჩეული გალხდათ. ის 1920 წლის დადგომისთანავე დაიწყო - მაშინ, როდესაც კომუნისტებს ჩრდილოეთ კავკასიაზე უკვე სრული კონტორლი ჰქონდათ დამყარებული და აზერბაიჯანში შესაჭრელად ემზადებოდნენ.

1920 წლის 30 იანვარს ე. წ. „Юго-Осетинский Окружком РКП (б)“ შეიქმნა. ხოლო უკვე მარტში (23) კომპარტიის კავკასიის სამხარეო კომიტეტმა, ე. წ. ცხინვალის რეგიონში საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა და „სამხ.ოსეთის რევოლუციური კომიტეტი“-ს შექმნა ბრძანა.

მას მერე, რაც მე-11 არმიის ველურმა ურდოებმა ბაქოში კომუნისტური რეჟიმი დაამყარეს, „სამხ.ოსეთის“ რევკომმა „..подчиняясь приказу Кавказского краевого комитета, признаём необходимым объявить Советскую власть, пока в Рокском районе, закрыть ущелье… присоединиться к РСФСР… о чем известить Москву и Грузию.“

რუსეთის ტვერის ოლქიდან, როკის უღელტეხილის გავლით, საქართველოში საბჭოთა ჯარების შენაერთი შემოვიდა და ორი მძიმე საარტილერიო დანადგარიც თან შემოიტანა. სწორედ გაზაფხულზე, საქართველო და საბჭოთა რუსეთი 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებას აფრომებენ - რუსეთი სრულად აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და უარს აცხადებს ჩაერიოს მის შიდა საქმეებში. თუმცა, ოსი მოჯანყენი კვლავაც იმედოვნებდნენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, დახმარებას მიიღებდნენ და საქართველოსთვის წაგლეჯილი მიწების დათრევასაც შეძლებდნენ. 28 მაისს, რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტში გაიგზავნა „სამხრეთ ოსეთის მშრომელთა მემორანდუმი“, სადაც საბჭოთა რუსეთთან მიერთების სურვილი გამოითქვა. 1920 წლის 8 ივნისს, მოსკოვთან ხელშეკრულების დადებიდან ერთი თვისა და ერთი დღის შემდეგ, ოსები უკვე ცხინვალს აკონტროლებდნენ - „სამხრეთ ოსეთის რევკომმა“ „ავტონომიის“ ტერიტორიაზე (დააკვირდით: ონიდან დუშეთამდე - ამ დაზუსტებით) საბჭოთა ხელისუფლება და საბჭოთა რუსეთთან მიერთება გამოაცხადა.

საქართველოს რეგულარულმა ჯარმა (და გვარდიამ) აჯანყება ჩაახშო, ცხინვალი გაათავისუფლეს და არა ერთი ტყვეც იგდეს ხელთ, მაგრამ მოთავეებმა, მოასწრეს და თავი საბჭოთა რუსეთს შეაფარეს.

თუმცა, ცხადია, ეს ყველაფერი დროებითი გახლდათ - 1921-ში, როგორც კი მე-11 არმიის ნაწილებმა თბილისი დაიკავეს და საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება დამყადა, ოსმა ექსტრემისტებმა ხელი კვლავ გამოიღეს - ცალკე გამოაცხადეს საბჭოთა ხელისუფლება და დაიწყეს მზადება დემოგრაფიული სურათის მკვეთრი ცვლილებისათვის. შედეგად, ქართველთა უმეტესობა „კონტრევულუციურ ელემენტად“ და „ექსპლუატატორად“ გამოცხადა. თითქმის სრულად ამოწყვიტეს ქართული არისტოკრატია და სამღვდელოება და ეს რეგიონის მაშინდელი მოსახლეობის 1/4 გახლდათ. თუმცა, ეს სისასტიკე მონაგონი აღმოჩნდა იმასთან, რაც ოსებმა 1924 წლის ქართული აჯანყების ჩახშობის შემდეგ გამოავლინეს. განსაკუთრებით ე. წ. „გაკულაკების“ ხანაში, როდესაც ასობით ქართული ოჯახი რეპრესიების მსხვერპლი გახდა და ამასთან, თავად ოსები „უპოვრებად“ და „ჩაგრულ მშრომელებად“ გამოცხადდნენ და აღნიშნული ღონისძიებები, მათ არც კი შეხებიათ - არავინ გაუკულაკებიათ, გაუსახლებიათ ან დაუხოცავთ და მეტიც, დეპორტირებული ქართველების სახლიცა და კარ-მიდამოც, უსასყიდლოდ გადაეცათ.

ამ ხალხი სისხლისმიერი თუ იდეური შთამომავლები, იმავე რუსეთის ხელით, საქართველოს სისხლს დღესაც სწოვენ. კრემლი კი მათთან დიალოგისკენ მოგვიწოდებს, რაც, ფაქტობრივად, კრიმინალების მოლაპარაკებათა სუბიექტად, მხარედ გამოცხადებას ნიშნავს. არადა, ყველამ ვიცით, რომ საქართველოს გარდა, მხარე აქ მხოლო რუსეთია და მოლაპარაკებაც, სწორედ მასთან შეიძლება გაიმართოს. და მოლაპარაკებათა ერთადერთი თემა, შეიძლება იყოს მხოლოდ დეოკუპაცია. თუმცა, იმ ხელისუფლების პირობებში, რომელიც ომის დაწყებას საქართველოს აბრალებს, ე. წ. ბორდერიზაციას ვერაფრით პასუხობს და ომის მშვიდობით მოგება აქვს იდეაფიქსად, ოპტიმიზმისთვის საფუძველი არ მოიპოვება.


მოძებნეთ თემა თეგით:

Comentários


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page