115 ევრომილიონი
- კოტე ნიშნიანიძე
- Jan 2, 2019
- 1 min read
ბრიტანეთის რეკორდი ვერ დაემხო - 2018 წელს ის 121 მილიონს შეადგენდა. თუმცა იმ მოქალაქეს, რომელსაც ახლახანს 115 მილიონამდე ფუნტი სტერლინგი ერგო, ეს სულაც არ ადარდებს.

ისე კი, ეს ბრიტანეთის ისტორიაში რაოდენობით მეოთე მაჩვენებელია და ეს, ერთ-ერთი დრამატულ გათამაშებაც გახლდათ.
თავიდან, მას მერე, რაც, მათ ბილეთებზე შესაბამისი კოდი ამოვიდა, ათ მოთამაშეს მილიონი ფუნტი ერგო და სტატუსი Millionaire Maker, როგორც შანსი სრული ჯეკპოტი, ანუ 114.969.775.70 ფუნტი სტერლინგი მოეგოთ. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელია, რაც ენდრიუ კლარკი ლონკოშირის ბოსტონიდან, ჯეკპოტის, 76 მლნ.-ის მფლობელი გახდა და თითქმის 2 თვის შემდეგ, როგორც იქნა, თავისი ბილეთს მინივენის საბარგულ უჯრაში მიაგნო. საერთოდ, როგორც აღინიშნა, თანხის ოდენობით, ეს ბოლო გათამაშება ბრიტანეთში მეოთხეა. გათამაშების ისტორიაში უდიდესი მოგება 161.000.000 ფუნტია - 2011 წელს ის წყვილის, კრის და კოლინ ვეირების ახალი ცხოვრების მიზეზი გახდა. მომდევნო წელს, თანხამ ახალი „რეკორდი დაამყარა“ - 148 მლნ. ჯილიან ბეიფორდს ხვდა წილად. აღნიშნულ გათამაშებაში ევროპის ცხრა სახელწიფო მონაწილეობს: დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, საფრანგეთი, ბელგია, ირლანდიის რესპუბლიკა, ლუქსემბურგი, პორტუგალია, ესპანეთი და შვეიცარია. აღსანიშნავია, რომ თითოეული ქვეყნის მოქალაქე ცდილობს, რომ ერთი და იმავე ჯეკპოტის წილი ერგოს.
Comments