17 მაისის 19 მაისი
- კოტე ნიშნიანიძე
- May 3, 2019
- 3 min read
Updated: May 10, 2019
Updating 21:15
მიუხედავად მოლოდინისა და ზოგიერთი მედიასაშუალების დაჟინებული მცდელობისა, დაპირსიპირება არ შედგა - გომელაურის ფრაზა შეცდომაზე, ღია ომს არ ნიშნავს და თუნდაც იმიტომ, რომ ამ სიტყვებს გახარიასგანაც არა ერთხელ გაიგებდით. საბოლოო ჯამში, როგორიც უნდა იყოს რეალური ვითარება, დღეს რაუნდი გადაიდო.
გახარიამ დაიჩივლა, დეპუტატი კი უნდა არჩევდეს რა არის სპეცრაზმი და რა კიდევ სპეცოპერაციაო. არ ტყუის - ზრდასრული ადამიანისათვის, არამც თუ დეპუტატისთვის, ეს ელემენტარული საკითხია, მაგრამ როდესაც ფორმითა და აღჭურვილობით გყავს ამოსაცნობი, შეიძლება შეცდე. თანაც, განა ამის პირველივე საათებში თქმა არ შეიძლებოდა? მინისტრმა კი ბოლოდე მალა, საიდუმლოსავით, ამ სხდომისთვის შემოიხნახა - კოზირივით. რაღაც ხომ უნდა ეთქვა? არადა პანსკისთან დაკავშირებით, მას პასუხი არ აქვს: რამდენჯერაც გნებავთ და რა ფორმულირებითაც გსურთ, ჰკითხეთ, მაგრამ მწყობრ განმარტებას, ნუ დაელოდებით. ფაქტი კი არსად წასულა - ფაქტადვე დარჩა: პოლიციამ თავს ლაფი დაისხა და ახლა ისმენს ულტიმატუმის ტონით ნათქვამს, სინანულით ნათქვამს.. სახელმწიფოებრივად მოაზროვნე კაცის ნათქვამს, ჭორს, მართალს, გაფემკრთალებულს, დამუქებულს და ისღა დარჩენია, პერიოდულად ჩაყურყუმალავდეს ხოლმე იმავე ლაფში. ხოდა მინისტრმაც, რომელიც არა თუ აკავებს, გამოკითვაზეც ვერავის იბარებს, ეს ზემოხსენებული „დიფერნციაცია“ შემოინახა და იმ თავის ტაქტიკასაც მოარგო - ტფუ, რა უინტერესოები ხართ ან, საერთოდ, რაზე გელაპარაკოთ სპეცოპერაცია და სპეცრაზმი ვერ გაგირჩევიათ საპოლიციო ოპერაციასა და ჟანდარმერიისგანო.
და წერტილი.
„გაოცებული ვარ თქვენი ტონით პარლამენტში...“ - განაცხადა კანონმდებელმა სამადაშვილმა და ის არ იყო არც პირველი, არც უკანასკნელი.
გუშინაც ბლომად ითქვა ამაზე და დღესაც, მთელი ეპოპეა გველის, ეჭვგარეშეა. ასე რომ, ვეცდები განსხვავებულ პრიზმაში დავინახო ყოველივე და თქვენც, იგივე შემოგთავაზოთ.

არ ვიცი, აცნობიერებდა თუ არა ბატონი გახარია იმ სისულელის მასშტაბებს, რომლის დემონსტრაციასაც მისი გაკეთებული ეს აღმოჩენა ატარებს: „როგორც ჩანს ეს ქვეყანა ჩვენი მისახედი და ჩვენი მოსავლელია“-ო.
გაფიცებთ, ღადაობდა, ხო? თუ შს მინისტრი და ვიცეპრემიერი აქამდე მე ვიყავი? ახლა კი ეგაა და რას ხედავს მისი თვალები? - მისი მოსავლელი არ ყოფილა?
ხუმრობა იქით იყოს და, ეს მართლაც იმხელა მასშტაბის იდიოტიზმია, რომ ვერ დამაჯერებთ, ვერ ხვდებოდეს. გამოდის, რომ ამ ფრაზას ადრესატი სხვა ჰყავდა და ეკრანიდან, გახარია მას ესაუბრებოდა. მაშ, ვის უთხრა ეს უკვე უსაფრთოების საბჭოს მდივნად აღზევებულმა გახარიამ.. შიდა ოპონენტებს ხომ არა, ნეტა? მაგალითდ ღარიბაშვილს.. ამას ჰგავს. ანუ მთელი ეს ორომტრიალი, რომელიც არც გუშინ დაწყებულა და დღესაც არ დასრულდება, ერთი დიდი სათამაშო პარტიის ეპიზოდია მხოლოდ.
წინ დიდი ფინალია და ამჟამინდელი კალენდრით, ის ორიოდ კვირაში დაიწყება. გასტანს ორ დღეს.
ჰოდა, როდესაც მინისტრი ამბობს, რომ ის მედიატორი კი არა, მხოლოდ წესრიგსა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანოს შეფია, ნიშნავს, რომ წესით, 17 მაისს განსაკუთრებული არაფერი უნდა მოხდეს. ეს ველი არაა, ეს ქალაქია და ქუჩების გადაკეტვა - ტრანსპორტით თუ ცოცხალი ძალით, ბევრად მარტივი და ეფექტურია.
ის საგანგებოდ აღჭურვილი საპოლიციო ძალები, ე. წ. „რობოკოპები“, შესაძლოა არც კი ჩამოიყვანონ ავტობუსებიდან, ხოლო თუ კი მაინც საჭირო გახდა, პანკისური გაკვეთილი ნასწავლია.
თუ კი მუშტი-კრივზეა საუბარი, არ ვიცი და ისე, ცრემლსადენითა და სხვა საშუალებებით აღჭურვილს, დიდი გარჯა არ დაადგება. მოქალაქეებსაც, ქვას იქ არავინ მოუპნევს, სასროლად. ერთი სიტყვით, ჩამვლელი ჩაივლის და ეს 17 მაისიც ასე ჩაივლიდა, რომ არა ერთი მეტად მნიშვნელოვანი გარემოება: ეს არა თუ ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეა, რაც კონცერტით დაგვირგვინდება, არამედ მსვლელობისაც. ასე რომ, ჩვენ საქმე არა მხოლოდ ორ 17 მაისთან გვაქვს, არამედ, ამავე დროს, ორ სხვა და სხვა იდეით თუ იდეოლოგიით გაჯერებულ მსვლელობასთანაც. გამოდის, რომ უმნიშვნელოვანესი ხდება მარშრუტი და დრო. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს მათი არც დროში და არც სივრცეში გადაკვეთა და, თუ კი დროში არ ხერხდება, სივრცეში მაინც. და პირიქით, ცხადია.
ეს მსველობის მარშრუტი, წინასწარი შეთანხმების საგანია და იმასთან თანხმდება, ვისთანაც ზოგადად მსვლელობა, თუ როგორაა? როგორც უნდა იყოს, დიდია შანსი, რომ პოლიციას გამშველებლის როლი შერჩეს, მაგრამ გამშველებელი, ვერც აქ იქნება მედიატორი - ის უნდა იყოს კედელი - გადაულახავი. თუ გადალახეს, გახარიას საქმე წასულია. ანუ, თუ ციხე გატყდება, შიგნიდან, ხოლო თუ შიგნიდან, გამტეხავი უკვე იქაა. ვინ იქნება? თბილისის პოლიციის შეფი? ცალკეული დანაყოფის არაფრით გამორჩეული ოფიცერი, რომელიც, მხოლოდ 2 წუთით ღრიჭოს შექმნის? ეს თეორიებია. ის კი ფაქტია, რომ ეს რაღაც არაჯანსაღი მარცვალი, ამ ყველაფერში, თარიღისთვის ბეჭდის დასმა რომც არ გავიხსენოთ, გააჩინა პარალელური მსვლელობის იდეამ, ფაქტია. იცით, აი ეს ძალები გახლავან ისინი, ვისაც იობი ახმოვანებს - მანდაც დიდი და მცირე დაჯგუფებებია, როგორც ყველაგან და ყველაფერში, ამ გათითოკაცებულ საქართველოში. ეს რეაქციული ჯგუფია, ან რეაქციულ ფრთათაგანი, რომელიც ეროვნულ გრძნობებზე ან ძალიან მზაკვრულად თამაშობს, რაც მტრის სამსახურში ყოფნის ტოლფასია, ან უმეცრება ზეიმობს მასში და მისით, და მაღალი იერარქი, უბრალოდ, უვიცი და უწიგნურია. გარეჯის თემა და ერთ-ერთი კახეთის ეპარქიის პირველკაცის გამოსვლები ე. წ. `კახური დაჯგუფების“ სილუეტებსაც აჩენს, ვაღიაროთ. ანუ ისევ „უტილიზატორი ირაკლი“? მოკლედ, მგლისა და მგლისფერი ძაღლის ამბავია რა - რა მნიშვნელობა აქვს, რომელი დამგლეჯს? გაითვალისწინეთ - როგორც უნდა ჩაატაროს გახარიამ 17 მაისი, მთელი ის დღე, და მომდევნოც, ამის განხილვას დაეთმობა. ოთხი-ხუთი ტელეარხის 2-3 გადაცემა და იქვე, დღის ბოლო სამი საინფორმაციო გამოშვება - საღამოხანის, მთავარი და მომდევნო. „ოვერდოზი“ გარანტირებულია. 19-ში კი ზუგდიდში არჩევნებია, რაც არავის ჰგონია, რომ მშვიდად ჩაივლის. ანუ, შსს-ს და შეფსაც, ჯაფა იქაც დაადგებათ. ეგეც არ იყოს, სამეგრელოს არჩევნებში, ბატონი გახარია, ხომ ძალიან ეფეტურად ითვლება... არ ვიცი იმ დღეებში რამდენჯერ მოხვდება იმიერ-ამიერ, მაგრამ ლიხის ქედი უკვე მას აქვს გარანტირებული, როგორც „ოვერდოზი“. და ვინაიდან ზუგდიდურ არჩევნებს და, ზოგადად არჩევნებს, იმაზე მეტი მნიშვნელობა აქვთ, ვიდრე დედაქალაქის ქუჩებში ჩავლა-ჩამოვლაა, ლოგიკურია ვიკითხოთ: ვინ ქსაქსავს გახარიას?
Comments