1919 | 12:12
- კოტე ნიშნიანიძე
- Mar 12, 2019
- 1 min read
პირველი საყოველთაო, დემოკრატიული არჩევნები 14-16 თებერვალს შედგა და აი, 1919 წლის 12 მარტს, 12 საათსა და 12 წუთზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა - მან ეროვნული საბჭო ჩაანაცვლა. სხდომა უხუცესმა წევრმა, სილიბისტრო ჯიბლაძემ გახსნა და მის მიერ წარმოთქმული სიტყვა, ძალიან შთამბეჭდავია:
სალამი დიდ ბრიტანეთს, ამ აკვანს დემოკრატიისას! ნება მიბოძეთ მივესალმო საფრანგეთს, სამშობლოს რევოლუციისას! ნება მიბოძეთ მივესალმო ამერიკის ბუმბერაზ შეერთებულ შტატებს, სამშობლოს თავისუფლებისას! მივესალმო პატარა შვეიცარიას - ყველა დევნილთა მფარველს! მე მწამს, მე მჯერა, რომ დიდი და მაღალი კულტურა ამ კულტურულ სახელმწიფოებისა მოჰფენს თავის ძლევამოსილს სხივს ჩვენ ნორჩსა და პატარა რესპუბლიკასაც.

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ იმ ორი წლის მანძილზე, რაც ამ ორგანომ იმუშავა, ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება 1921 წლის 21 თებერვალს, რესპუბლიკის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღეს - დამტკიცდა ესოდენ საამაყო, პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია.
Comments