20 სექტემბრამდე, „დაუჯდომელი“
- კოტე ნიშნიანიძე
- Sep 4, 2019
- 3 min read
Updated: Sep 5, 2019
გუშინდელი დღიდან, საინტერესო ტენდენციას ვამჩნევ. ცხადია, პირადი დაკვირვებით ვსმჯელობ და მხედველობაში მყავს ადამიანები, რომლებიც არ თავსდებიან მხოლოდ ე. წ. ჩემს წრეში - ზომაში აღემატება, თუმცა ფართო მასშტაბის ინდიკატორად, მაინც არ გამოდგება - მხოლოდ ნიშანია ტენდენციისა, რომელიც, შესაძლოა, სახეზეა. ერთი სიტყვით, ჩვენი საზოგადოების წევრები, ეს 48 საათია საკუთარი ინიციტივით პოლიტიკაზე საუბარს არ იწყებენ. არადა, სულ რაღაც ახლახანს, ეს შევხედრების, აზრთა გაცვლა-გამოცვლის ერთადერთი თუ არა, ძირითადი საკითხი ნამდვილად გახლდათ. თითქოს ჩვენი საზოგადოება დაუსრულებელი Restart-ის პირობებში მომუშავე პროცესორია და მისი მდგომარეობა იმგვარია (და ეს ყველას ათასჯერ გვინახავს), როდესაც სტარტი კი მიცემულია, თუმცა ბოლოდმე შესრულებული არაა - დარჩა კიდევ 10-12 წამი. ეჭვგარეშეა, ქართველ კაცს ფხიზელი თვალი არ მოუდუნებია, რადგან იცის - საქმე გადამწყვეტ არჩევანს ეხება. მაგრამ იმ თავისი ჯადოსნური ტახტიდან, ჯერ ფეხი არ გადმოუდგამს - ყური გააფაციცა მხოლოდ.

შესაძლოა ეს დიდი სიახლე არ არის, მაგრამ „პატრიოტთა ალიანსი“ საქართველოში მიმდინარე პროცესებს არა თუ რეგიონალურ, პლანეტარულ ჭრილში გვთავაზობს და ირწმუნება, რომ უკიდურესად დაძაბული მსოფლიო ვითარების პირობებში
დიდი სახელმწიფოები მიდიან მესამე მსოფლიო ომისკენ. სააკაშვილებს და ბოკერიებს ამაში ჩვენი ჩართვა სურთ. რასაც მოჰყვება საქართველოს სრული დაშლა. ჩვენ არ გვინდა ომი, ჩვენ გვინდა მშვიდობა. ჩვენ გვინდა სამხედრო მიუმხრობლობა, ჩვენ გვინდა პირდაპირი დიალოგი მოსკოვთან, სოხუმთან ცხინვალთან. ჩვენ ვითხოვთ დაისაჯონ სააკაშვილები და ბოკერიები
უმეცარი უნდა იყო კაცი, რომ ჩვენი სახელმწიფო და მისი დღევანდელობა, თუ მომავალი მსოფლიო პოლიტიკისგან განცალკევებით განიხილო. ანუ, საკითხისადმი ამგვარ მიდგომას, არაფერი დაეწუნება, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ „ალიანსის“ მიერ შემოთავაზებული ხედვა, დიამეტრულურად განსხვავდება რეალობისგან და პოლიტიკური, სამხედრო-ეკონომიკური, რეგიონალური და სხვა ამ ტიპის კატოგორიებისადმი რუსული დამოკიდებულების პირდაპირ თარგმანს წარმოადგენს.
იმას, რომ მსოფლიოში დიდი დაძაბულობაა, დენთის სუნი დგას და ეკონომუკური გაწევ-გამნოწევის კვალი უკვე ინდივიდების დონეზეც საგრძნობია, ვერსად გავექცევით. მაგრამ დახედეთ რუკას, მონიშნეთ დაძაბულობის კერები, გაითვალისწინეთ დაპირისპირების ფაქტორები და ჩამოთვალეთ მოქმედი სახელმწიფოები.. აი, სწორედ ის სურათია, რომ შეგვიძლია ამას ავცდეთ..
მაგრამ სააკაშვილი და ბოკერია ჩალიჩობენ, რომ ჩაგვითრიონ, არა? და ეს რომ არ დავუშვათ, ამიტომ, საჭიროა უარი ვთქვათ დასავლეთძე, NATO-ზე.. პირდაპირ ველაპარაკოთ მოსკოვს... სეპარატისტებს სოხუმში და კრიმინალებს ცხინვალში. იდიოტები ვგონივართ!
ვეუბნებით ამერიკას და ევროპას, ნუ მფარველობთ სააკაშვილებს და ბოკერიებს, მათ ქართველი ხალხი არ უჭერს მხარს. იყავით ქართველი ხალხის გვერდით, მხარი ქართველ ხალხს დაუჭირეთ
ეს მიმართვა ინაშვილი სოციალური ქსელით გავრცელდა. იქვე ითქვა ისიც, რომ ჯერ სპორტის სასახლეში, 8 სექტემბერს, ხოლო შემდეგ, უკვე 15-ში, „რეპუბლიკის მოედანზე“ შეიკრიბებიან და.. აღარც წავლენ. დააკვირდით, ჯერ სასახლეში, შემდეგ მოედანზე. რეპეტიციაა? საერთოდ, შემჩნეული მაქვს, რომ ეს ხალხი, თავისი შეკრებების შესახებ ვიდეოანგარიშებს მოსკოვში (ან, სადმე სხვაგან) აბარებს.
ისე, ოპონენტის ქუჩის აქტივობებიც საინტერესოა, როგორც ჩანს.
„პატრიოტთა ალიანსს“ სპორტის სასახლე გაუვსია - ყველას გვიხილავს. ეს 10.000 კაცია და ცოტა ნადვილად არაა, მაგრამ მხოლოდ ძალიან, ძალიან მცირე ნაწილია ქართული საზოგადოებისა და, იმედია, ქვეყნის მომავალსა და ბედს, რამდენიმე ათასს გონებადაბინდულსა და მათ მრუდე ლიდერებს არ გადავაწყვეტინებთ. რაც ყველაზე საინტერესოა.. ამ მიმართვაში არაფერია ნათქვამი იმ კონკრეტულ მოთხოვნებზე, რომელთა დაყენებასაც და მათ შეუსრულებლობამდე ფეხისარმოიცვლასაც გვიანონსებენ. ზოგადი ფრაზები, რომ NATO დაღუპვაა, რუსეთი ხსნა და ასეთები დადგება მოთხოვნად? რეფერენდუმის შედეგების გადასინვას გვთავაზობენ და ნუთუ დაეთანხმებიან. კინაღამ ვთქვი, ეს ნიღბის საბოლოოდ ჩამოხსნა იქნება-მეთქი და მერეღა გამახსენდა - სადღაა ნიღაბი? ამის ერთადერთი წამალი იმის დემოსტრირებაა, რომ ათობით კი არა, ასობით ათასი, მათგან სრულიად განსხვავებულად ფიქრობს. ახალგაზრდები, რომელთაც ეს ქვეყანაც ეკუთვნის და მისი მომავალიც, ადელაიდა მარშანიას ან ვინმე კვიციანი მორთულ-მოკაზმულში თავს არ გაყოფენ, პერსპექტივას ჩიხში არ შეაგდებენ. ასე ხომ ყველაფერი თავიდან იქნება დასაწყები, თუ კი მომავალში ამის შესაძლებლობა გაჩნდა, საერთოდ... ლამის მთელი ზაფხული facebook-ის ყდაზე ივნისი საპროტესტო აქციის ის ფოტო მეყენა, სადაც ახალგაზრას ტრანსფარანტზე სწორედ ჩემი თაობის მესიჯი ეწერა: I can't believe.. I still protesting this shit - ვერ ვიჯერებ, მე კვლავაც ამ სირობას ვაპროტესტებ.

წარმოიდგინეთ, მეგობრებო, თუ კი ჩემსავით იმავე პლეადას არ მიეკუთვნებით, მხოლოდ წარმოიდგინეთ ჩვენი მდგომარეობა ახლა, როდესაც ჩვენი შვილები ბევრად უფროსები არიან, ვიდრე მაშინ ჩვენ გახლდით.. და საქართველოს დედაქალაქის ქუჩებში, იგივეს გმობენ. მაშ სადაა ის გამარჯვება, რომელიც მოვიპოვეთ? სხვისი არ ვიცი და ახლა, ჩემთვის გენერალური ბრძოლაა. ახლა უნდა ვივარგოთ და გავაღწიოთ ამ ჭყლეტვიდან! ისევ ჩვენ, მაგრამ უკვე მეორე ეშელონად. დიახ, ჭყლეტვიდან და ამ ჭყლეტვას პროდასავლურ პოლიტიკურ ველზე შემოტენილი პრორუსები ჰქმნიან. ახლა საქართველოში დგას დრო, როდესაც ამ მრუდე ძალებმა, საკუთარი მრუდე იდეების რეალიზაციისთვის, დრო სწორედაც რომ ხელსაყრელად ჩათვალეს. ჯერ საზოგადოებაზეა.
„ალიანსი“ გვარწმუნებს, რომ ქართველობაც სწორედ ისე ფიქრობს, როგორც ვთქვათ ინაშვილი, რომელიც კაცმა არ იცის, თარხან-მოურავის იდეებს ახმოვანებს, თუ უკვე მხოლოდ კვიციანისას.
Comments