3, 6 და 9 - ტესლას რიცხვები ამოიხსნა?
- კოტე ნიშნიანიძე
- May 13, 2019
- 3 min read
Updated: May 13, 2019
ის დაუღალავად ირწმუნებოდა, რომ ეს უმნიშვნელოვანესი რიცხვები იყო, თუმცა არავინ უსმენდა. მან პლანეტის ირგვლივ განლაგებული საკვანძო წერტილებიც კი გამოთვალა, რომლებიც ამ ციფრებს უკავშირდება.
მაგრამ რატომ 3, 6 და 9?

ტესლას უამრავი ექსპერიმენტი ეკუთვნის, თუმცა ერთი დიდი გამოცანა, თავადვე გახლდათ. ზოგადად, გენიალური გონის მატარებლებს, ახასიათებთ ცრურწმენები და ერთგვარი შეპყრობილობა. ამ მხრივ, არც ნიკოლა ტელსა იყო გამონაკლისი.
მაგალითად, ის ჯერ სამ წრეს დაარტყამდა შენობას და მხოლოდ ამის შემდეგ შევიდოდა მასში.
საკუთარ საინს 18 ხელსახოცით წმენდდა და სასტუმროებში, მხოლოდ იმ ოთახს ქირაობდა, რომლის ნომერიც იყოფოდა სამზე. დიახ, ის ცრურწმენებისადმი ლტოლვით გამოირჩეოდა; დიახ, მას, შესაძლოა, გარკვეული ფსიქიური აშლილობა აწუხებდა, მაგრამ „მაგიური ციფრების“ საკითხი ბევრად უფრო ღრმა აღმოჩნდა.
„თქვენ რომ ამ ციფრების მნიშვნელობა გესმოდეთ, სამყაროს გასაღები გექნებოდათ“ - ბრძანებდა იგი.

პირველ ყოვლისა, უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ არ შეგვიქმნია მათემატიკა - ჩვენ ის აღმოვაჩინეთ. ეს უნივერსალური ენაა და არ აქვს მნიშვნელობა უკიდეგანო სამყაროს, რომელ ნაწილში იმყოფებით - 1+2 ყოველთვის იქნება 3. და სამყაროში, ყველაფერი ამას ექვემდებარება.
ცხადია, არსებობს კანონზომიერები, რომლებიც ასევე აღმოვაჩინეთ - ცხოვრებაში, გალაქტიკაში, ვარსკვლავურ წარმონაქმნებსა თუ ევოლუციაში და ბუნების თითქმის ყველა სისტემაში.
მათ რიცხვს განეკუთვნება, მაგალითდ, „ოქროს კვეთა“ და „წმინდა გეომეტრია“. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ორმაგობის სისტემათა ძალებია, სადაც შაბლონი იწყება ერთით და გრძელდება ორ-ორზე გამრავლებით. სწორედ ამ სისტემით მრავლდებიან უჯრედები, ემბრიონები: 1, 2, 4, 8, 16, 32, 64, 128, 256…
ზოგიერთი ამას „ღვთიურ გეგმას“ უწოდებს და ასეთ განსაზღვრებაში მათემატიკა უფლის ანაბეჭდია (და რელიგიის როლი მცირდება).
ე. წ. ქარიშხლური მათემატიკის (Vortex | თორული ანატომია) მიხედვით, არსებობს კანონზომიერება, რომელიც მეორდება: 1, 2, 4, 8, 7 და 5 და ა. შ. - 1, 2, 4, 8, 7, 5; 1, 2, 4, 8, 7, 5.. როგორც ხედავთ, 3 და 6 ამ შაბლონიდან ამოღებულია.
თავის დროზე, მეცნიერმა მარკ როდენმა გამოთქვა აზრი, რომ ეს ციფრები ასახავენ ვექტორს, მესამე განზომილებიდან - მეოთხემდე.

და ის ამ ვექტორს „დინების ველს“ უწოდებს - ეს ველი ბევრად მაღალი განწომილების ენერგია უნდა იყოს, რომელიც დანარჩენი ექვსი შეხების წერტილის ენერგეტიკულ ჯაჭვზე ახდენს ზეგავლენას. როდენის მოწაფე, რენდი პაუელი აცხადებს, რომ ეს თავისუფალი ენერგიიის გასაღებია და ნიკოლა ტესლა მას გაუმკლავდა. მისეული ახსნა ამგვარია:
დავიწყოთ 1-ის 2-ზე გამრავლებიდა ა. შ. ცხადია, თავდაპირველად, მივიღებთ 2-ს.
2 გავამრავლოთ - 4.
4 გავამრავლოთ - 8.
8 გავამრავლო - 16. რა არის 1-ის და 6-ის ჯამი? 7. განვაგრძოთ და 2-ზე გავამრავლოთ 16 - მივიღებთ 32-ს. 3-2=5.
და თუ განვაგრძობთ, მივალთ იმავე მოდელამდე: 1, 2, 4, 8, 7, 5 და მაშინაც კი, თუ კი 1-ს უკუსვლით მოვარგებთ ამ სისტემას, მივიღებ იმავე შაბლონს, მხოლოდ პირუკუ: მისი ნახევარი შეადგენს 0,5 | 0 + 5=5.
5 გავყოთ ორზე = 2,5 | 2 + 5=7, და ა. შ. მაშ, სად არის აქ 3 და 6? თითქოს გამოცლილია ამ სისტემიდან, არა? მაგრამ არის აქ რაღაც უცნაურიც და ამას ხედავთ მაშინვე, როგორც კი სამის ორზე გამრავლებას იწყებთ. 3x2=6 | 6x2=12 | 1+2=3. მაგრამ 9? იგი არც ერთ შაბლონში თავსდება და, როგორც ჩანს, დამოუკიდებელი სისტემა აქვს. და მართლაც, დავიწყოთ 9-დან და მივიღებთ 18, 36, 72, 144, 288, 576..
ეს ღვთიური სინათლის ციფრებია?
თუ გიზაში გავემგზავრებით, იქ მხოლოდ გვერდიგვერდ განლაგებულ სამ დიდ პირამიდას კი არ ვნახავთ, რომლებიც ისე განუთავსებიათ, რომ ორიონის თანავარსკვლავედის მნათობთა განლაგებას უსწორდება, არამედ მომცრო პირამიდათა ჯგუფსაც, რომლებიც ოდნავ მოშორებითაა და ასევე სამი ნაგებობისგან შედგება. უამრავი ნიმუშია იმისა, რომ ამ სამმაგ და ექვსმაგ სიმეტრიას ბუნებაც „მოიხმარს“ - ავიღოთ თუნდაც ჰექსოგენური ფორმები რომელთაც ფუტკრის ჩვეულებრივი ფიჭაზე ვხდებით.
ეს ფორმები, ბუნებაში მუდამ არსებობდა და ძველთაგანვე, ადამიანი მათ თავისი საკულტო არქიტექტურის შემქნისას იყენებდა.
შესაძლებელია, რომ რიცხვში 3, იყოს რაღაც იდუმალი? შესაძლებელია, რომ ტესლამ ამოხსნა ეს საიდუმლო და ცდილობდა მის მეცნიერებაში დანერგვას?
და აქ, იგივე შეკითხვა: მაშ, 9? დავუშვათ, გვაქვს ორი ურთიერთსაწინააღდეგო რამ, დავარქვათ ნათელი და ბნელი, თუ გნებავთ - ისინი არიან როგორც ანდამატის (მაგნიტის) პოლუსები. ერთი მხარეა - 1, 2 და 4. ხოლო მეორე - 8, 7 და 5.
ზუსტად ისევე, როგორც ელექტროობაში, სამყაროშიც ყველაფერი ამ ორ პოლარულ მხარეს შორის მყოფი დინებაა, როგორც ერთგვარი ქანქარა: 1, 2, 4, 8, 7, 5, 1, 2..

თუმცაღა, ამ ორ მხარეს 3 და 6 მართავს. 3 მართავს 1-ს, 2-ს და 4-ს, ხოლო 6 კი, 8-ს, 7-ს და 5-ს და თუ ამ გამოსახულებას ყურადღებით დააკვირდებით, ყველაფერი კიდევ უფრო „საშიში“ გახდება, ვინაიდან გამოდის, რომ 1 და 2 უდრის 3-ს; 2 და 4 უდრის 6-ს; 4 და 8 უდრის 3-ს; 8 და 7 უდრის 6-ს; 7 და 5 უდრის 3-ს; 5 და 1 უდრის 6; 1 და 2 უდრის 3-ს... და მთავარი: იგივე გამოსახულება, ოღონდ გაცილებით დიდ მასშტაბში იძლება შედეგს 3, 6, 3, 6, 3, 6.. მაგრამ ეს ორი მხარეც მართვადია და მათ სწორედ 9 მართავს. თუ კიდევ მეტი ყურადღებით დააკვირდებით, „აღმოაჩენთ“, რომ 3 და 6 უდრის 9-ს. 6 და 3 უდრის 9-ს და ყველა რიცხვი ერთად, ორივე შემთვევაში, სამისა და ექვსის ჩართვა-გამორთვით, უდრის 9-ს. ამრიგად, 9 ორივე მხარის ერთობლიობას ნიშნავს. 9, ეს თვით სამყაროა! 3, 6 და 9.
წარმოიდგინეთ რამდენად გაიზრდება ჩვენი შესაძლებლობები, თუ კი ამ ცოდნას ყოველდგღიურობაში გამოვიყენებთ.
„იმ დროში, როდესაც მეცნიერება არა მხოლოდ ფიზიკურ მოვლენებს შეისწავლის, ის ათწლეულში მიაღწევს იმაზე გაცილებით დიდ პროგრესს, ვიდრე თავისი არსებობის ასწლეულების მანძილზე.“ - ბრძანებდა ნიკოლა ტესლა.
Comments