ვიდეოიმპლანტი - გარღვევა ნეიროქირურგიაში
- კოტე ნიშნიანიძე
- Sep 4, 2019
- 1 min read
ამერიკის ტეხასის შტატის ბეილორის სამედიცინო ინსტიტუტში ექსპერიმენტები დასრულდა - თვალის იმპლანტი, მილიონობით უსინათლოს დაუბრუნებს მხედველობას. ოფიციალურ ცნობაში, რომელსაც უმაღლესი სასწავლებლის ვებგვერდი ავრცელებს, აღნიშნულია, რომ საგანგებო იმპლანტის მოთავსებით, პაციენტის ტვინი პირდაპირ იღებს ვიდეო სიგნალს, რომელსაც მოწყობილობა გადასცემს. ამ ყველაფერში სათვალეც მონაწილეობს და სწორედ იგია აღჭირვილი კამერით, რომელიც გადაღებული მასალას, როგორც სიგნალს, აწვდის ელექტროდებს, რომლებიც ტვინის ქერქის მხედველობაზე პასუხისმგებელ არეალშია იმპლანტირებული.

პირველი ექსპერიმენტი 6 უსინათლოზე ჩატარდა და მათ, მხედველობა ნაწილობრივ აღუდგათ. ნეიროქირურგები ძალიან კმაყოფილები ჩანან: - მრავალი წლის მანძილზე, ჩვენ ვცდილობდით დაგვედგინა, თუ როგორ აღიქვამს ვიზუალურ სიგნალს ტვინი. როდესაც მხედველობაზე ვფიქრობთ, ყველა თვალებს გულისხმობს. სინამდვილეში, ძირითად და უმეტეს „სამუშაობს“ სწორედ ტვინი ასრულებს.
აღსანიშნავია, რომ ეს მეთოდი შედეგს მხოლოდ იმ შემთხვევაში იძლევა, თუ პაციენტს მხედველობა ჰქონდა და შემდგომ დაჰკარგა. საქმე ისაა, რომ როდესაც ადამიანი იმთავითვე მხედველობის გარეშე იბადება, მის ტვინში შესამაბისი ნაწილები სუსტად, ან საერთოიდ არაა განვითარებული.
Comments