top of page

ნაცისტური ურანი

ყველაფერი 2013 წელს დაიწყო - მაშინ, როდესაც ფიზიკოსმა ტიმოთი კეტმა ავდოსადგომზე გაურკვეველ გზავნილს მიაკითხა. ლურჯი ტომარა, რომელიც იქ დახვდა, ქაღალდის ხელსახოცებში გახლდათ გახვეული, ხოლო თავად ტომარაში ურანის მცირე კუბი (ზომით - 5x5 სმ.) იდო, რომელიც ქაღალდზე დაწერილ შეტყობინება გახვეული.

შეტყობინებაში ეწერა:

მოხსნილია რეაქტორიდან, რომლის აგებასაც ჰიტლერი ლამობდა

კეტი, რომელიც სამახსოვრო ბირთვული არტეფაქტების კოლექციონერია, აღფრთოვანდა.

„ცხადია, მივხვდი, რასაც წარმოადგენდა“. - განაცხადა მან.



როგორც ცნობილია, მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანელი მეცნიერები ბირთვული რეაქტორის აგებას ცდილობდნენ, თუმცა, საბოლოოდ, მათი ანალოგიური კუბები, 600 ცალი, მოკავშირეთა ძალებმა ამოიღეს და ისინი შტატებში გაიგზავნა.

კეიტი ეჭვობდა, რომ ეს სწორედ ერთი იმ ექვსასთაგანი იყო, თუმცა ამაში დარწმუნება მაინც საჭირო გახლდათ. მან და მისმა თანაშემწემ, მერილენდის უნივერსიტეტის ასპირანტმა, მირმიამ ჰობერტმა გასაოცარი დასკვნა გააკეთეს: გერმანელებს ომში მარცხამდეც თავისუფლად შეეძლოთ დასახული ამოცანის შესრულება, თუმცა გუნდებს შორის კონკურენციამ, ყოველივე შეაფერხა და, საბოლოოდ, ვეღარც მოესწრო.

შესაბამისმა ტესტებმა, მეცნიერებს მისცა შესაძლებლობა, რათა გადაჭრით ეთქვათ, რომ ეს არ გახლდათ გამდიდრებული ურანი და მოქმედ რეაქტორშიც, არასოდეს ყოფილა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეცნიერებს ცეზიუმ 137-ის გამა-გამოსხივება უნდა დაეფიქსირებინათ.

თანამედროვე, ციფრული მოდელირებით, გერმანელთა საცავში 664 ცალი კუბი უნდა დატეულიყო, თუმცა ისინი ვერ ჰქმნიდნენ საჭირო კრიტიკულ მასას, რათა შენარჩუნებულიყო ჯაჭვური რეაქცია, რომელოიც რეაქტორში უნდა წარმართულიყო - რეაქტორის წარმატებით ფუნქცუიონირებისათვის, ვერნერ გეიზენბერგის გუნდს კიდევ რამდენიმე ასეული კუბი ესაჭიროებოდა. მოგვიანებით, კოლეჯ-პარკის ეროვნული არქივის დოკუმენტებში აღმოჩნდა ცნობა იმის თაობაზე, რომ მეორე გუნდს, რომელიც იგივე საკითხზე მუშაობდა, ანალოგიური 400-მდე კუბი ჰქონდა. თუმცა, როგორც ითქვა, გუნდებს შორის ერთგვარი შეჯიბრი მიმდინარეობდა და ვერც ძალისხმევის და ვერც რესურსების გაერთიანება მოხერხდა.

ატომური ფიზიკას აქვს შესაძლებლობა დაგვაწინაუროს, უარი გვათქმევინოს წიაღისეულ საწვავზე, მაგრამ, ამავე დროს, მას ძალუძს სრულებით გაგვანადგუროს

აცხადებს კეტი. ის და მისი ასისტენტი გეგმავენ გეიზენბერგის კოლექციის სხვა ნიმუშების მიკვლიონ. 10 მათგანის ადგილსამყოფელი მათთვის ცნოიბილია, თუმცა გაცილებით მეტი, კერძო კოლექციებშია. როგორც ასპირანტი ჰიბერტი მიიჩნევს, „ისინი მიმოფანტული იქნება მთელს შტატებში. შესაძლოა დამიანებს სარდაფებშიც კი უგდიათ და ასე ამბობენ: "აი, ის უცნაური ნივთი, რომელიც მამაჩემს მაგიდაზე ედო.“

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page