50 წლის ეპოპეა გრძელდება
- კოტე ნიშნიანიძე
- Dec 21, 2018
- 1 min read
Science News 1968 წლის 21 დეკემბერს წერდა, რომ „აპოლონის“ წარმატებული მისიის შემდეგ, სულ რაღაც ორ თვეში, მთვარის ათვისების პროგრამაში კიდევ 3 ასტრონავტი ჩაერთვებოდა. მისია „აპოლონ 8“ მთვარესთან 70 მილით მიახლოვებას და მისი ორბიტის ირგვლივ, 10 წრის დარტყმას ითვალისწინებდა, რაც განხორციელდა კიდეც: ფრენკ ბორმანმა, ვილიამ ანდერსმა და ჯეიმს ლეველ-უმცროსმა კოსმოსში ექვსი დღე დაჰყვეს, მთვარეს დაგეგმილი ათი წრე დაარტყეს და 27 დეკემბერს დედამიწაზე დაბრუნდნენ.
გავიდა კიდევ შვიდი თვე და „აპოლონ 11“-ის ფარგლებში, ამერიკელმა ასტრონავტებმა - ნილ არმსტრონგმა და ბაზ ოლდრიჯმა დედამიწის თანამგზავრზე პირველი ნაბიჯები გადადგეს.

და აი, 1972 წლის შემდეგ, მთვარეზე მისია აღარ გახოციელებულა. შარშან დეკემბერში კი პრეზიდენტმა ტრამპმა განკარგულება გასცა - აშშ მთვარეზე უნდა დაბრუნდეს.
დედამიწის თანამგზავრის ორბიტაზე კოსმოსური სადგურის მშენებლობა იგეგმება. მას რამდენიმე ცალკეული სეგმენტისგან კოსმოსშივე ააწყობენ. ცხადია, ხარჯთან ერთდ, ეს დროს უკავშირდება. სადგურის გაშვების სავარაუდო წლად, 2022 სახელდება. ეს იქნება ერთგვარი ბანაკი, საიდანაც ჯერ რობოტები, საბოლოოდ კი, ადამიანები მთვარეზე გადაინაცვლებენ და ამით, დედამიწაზე დაბრუნების აუცილებლობას აირიდებენ თავიდან.
Comments