top of page

80.000 თურქი

აშშ-ის პრეზიდენტის ცნობილ მუქარას, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუთოღლუს არანაკლებ ცნობილი განცხადება მოჰყვა, რომლის თანახმადაც, თურქეთი, მუხედავად იმისა, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, თავის გასაკეთებელს, მაინც გააკეთებს.

ree

უბრალოდ დროში დაემთხვა თუ ეს საპასუხო ნაბიჯია, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ თურქეთმა ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო სამხედრო ოპერაცია წამოიწყო.

მანამდე, სირიაში ჩატარებული ოპერაციებისას, თურქეთს, პირველ შემთვევაში, 4-8 ათასი სამხედრო ჰყავდა ამოქმედებული, ხოლო მეორე ოპერაციისას, 6.500.

ახლა კი, ე. წ. მესამე ოპერაციისას, საუბარია უზარმაზარ დაჯგუფებაზე, ფაქტობრივად არმიაზე, შემადგენლობით 80. 000 სამხედრო, რომლებიც, გავრცელებული ცნობის თანახმად, სირია-თურქეთის საზღვრის პერიმეტრზე (500 კმ.) განლადებიან და მეტიც, მინიმუმ 10 კილომეტრით, სირიის სიღრმეში შეიწევენ, რათა შეუძლებელი გახადონ მოწიააღმდეგეთა კოორდინაცია და ერთობლივი მოქმედებები.


 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page