BASS
- კოტე ნიშნიანიძე
- Mar 23, 2019
- 1 min read
როგორც ჩანს, „ბასილევსი“ კარგ ფორმაშია. ეს ჩემს ოპტიმიზმს კარგ სამსხურს უწევს. მას შემდეგ რაც ინდივიდუალურ ბადეში ვოლკოვი ჩამოიშორა, წყილთა აზსპარეზობაში ჩაერთო და რადუ ალბოტთან ერთად 1/16 ფინალურ ეტაპზე გამარჯვება მოიპოვა და მომდევნო რაუნდში გავიდა. ეს ქართულ მოლდოვური წყვილი იყო, ხოლო მათმა გარჯამ სკუპსკი–მაკლახლანის დუეტი გაისტუმრა.

ვფიქრობ, ნიკოზოლი მზადაცაა და ღირსიც, რომ სულ ცოტა, ათეულში შეაბიჯოს. ამას გუშინდელი დღის პირველ ნახევარში გამართული ორთაბძოლაც ცხადჰყოფს - როგორც ითქვა, ნიკოლოზმა ვოლკოვი დაამარცა და ამას, სულ რაღაც ორი სეტი მოანდომა:6-3; 6-2. ასე მოხდა წყვილებშიც: 6-2; 6-4. ძირითად ტურნირში, ბასილაშვილის მეტოქე გაირკვა - ჰოლანდიელი რობინ ჰაას, რომელმაც 1/32 ფინალში სამხრეთაფრიკელი ჰარისი დაამარცხა. ის ATP რეიტინგში 65-ე ჩოგანია და წესით, ნიკოლოზისთვის იოლი ნადავლი უნდა იყოს.
Comments