top of page

Ad Referendum და სხვა ავტოკეფალიათა კანონიერება

საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა, მიტროპოლიტ იეროთეოს ვლახოსის წერილი მიიღო, სადაც მეუფე უკრაინის ავტოკეფალიის საკითხს შეეხო და ჩამოაყალიბა თავისი ხედვა, თუ რა პოზიცია უნდა დაიკავოს საბერძნეთის ეკლესიამ.

ის მიიჩნევს, რომ მსოფლიო პატრიარქის გადაწყეტილების რევიზიის, ეჭვქვეშ დაყენების უფლება, არც ერთ ავტოკეფლურ ეკლესიას აქვს, ვინაიდან ეს საკითხი უკვე გარკვეულია და ის მკაცრად რეგულირდება - მსოფლიო პატრიარქის გადაწყვეტილებაზე მაღლა, მხოლოდ მსოფლიო დიდი საეკლესიო კრების დადგენილება დგას. ამდენად, მსოფლიო პატრიარქის გადაწყვეტილება, აღნიშნული კრების გამართვამდე, ეჭქვეშ ვერ დადგება და აღიარებული უნდა იქნას.

მეტი სიცხადისთვის: როგორც ცნობილია, ადგილობრივ სამოციქულო ეკლესიებს, მათი და, ზოგჯერ, პოლიტიკური ხელმძღვანელობის თხოვნითაც კი, მართმადიდებლურ სიწმინდეთა და ღირსებათა, წესისა და რიგის დაცვის საპატიო უფლება სწორედ მსოფლიო პატრიარქმა მიანიჭა და მსოფლიო სინდოზე, მათ აქვთ სტატუსი Ad Referendum, რაც თავისმხრივ, მათი მხრიდან მსოფლიო პატრიარქის იმ უფლების უპირობო აღიარებას ნიშნავს, რომელიც მან უკრაინის ეკლეიისათვის ტომოსის გადაცემით განახორციელა

ანუ, ძირითდი პრიციპი ის გახლავთ, რომ არც ერთ ეკლესიას აქვს უფლება ჩაერიოს ქმედებაში და გააბათილოს მისი გადაწყვეტიელბა იმ დრომდე, სანამ ზემოღნიშნული კრება არ შეიკრიბება - თავად სხდომაზე, პოზიციათა გახმაურება, დებატები დასაშვებია და ეს რომ ასეა, ამის გამოცდილება ჩვენც გვაქვს (გიორგი მთაწმინდელის დებატები ბერძნებთან). „უკრაინის ავტოკეფალიის ტომოსის უარყოფით, საეჭვო ხდება იმ დანარჩენი 8 ავტოკეფალური ეკლესიის სტატუსი, მათ შორის საბერძნეთის ეკლესიისაც, რომელთაც ე. წ. „ახალ მიწებად“ მოიხსენებენ, რადგან ის მსოფლიო საპატრიარქოს მიერაა მინიჭებული“. - განმარტა მიტროპოლიტმა. წყარო


Comentarios


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page