Air France თბილ ქვეყნებში მოფრინავს
- კოტე ნიშნიანიძე
- Nov 13, 2018
- 1 min read
საფრანგეთის სახელმწიფო კომპანია ADP Group Tav-Aeroprti-ის აქციათა მფლობელია, ხოლო ეს ჯგუფი კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორს, Tav-Georgia-საც აერთიანებს. ADP Group შარლ დე გოლის აეროპორტის მმართველი კომპანიაა და ეს აქ მნიშვნელოვანი ფაქტორია, ვინაიდან სწორედ ასე დაიწყო მოლაპარაკებები, რომლებიც ახლა ბოლო ფაზაშია და რომელთა წარმატებით დასრულების (რაც სავარაუდოა) შემდეგაც, უმსხვილესი ფრანგული ავიაკომპანია Air France საქართველოს ცაში გამოჩნდება.

საუბარი თბილისის და ბათუმის საერთაშორისო ეროპორტებზეა. უმნიშვნელოვანესი დეტალები თვის დასაწყისში, თბილისში გამართულ მოლაპარაკებებზე შეთანხმდა.
ამჟამად, ფრანგული კომპანია პარიზის შარლ დე გოლის სახელობის აეროპორტშია ბაზირებული და 200-ზე მეტი სახეობის ხომალდისგან შემდგარ ავიაპარკს ფლობს. ის მსოფლიოში 170 მიმართულებით დაფრინავს და ამ რიგს, საქართველოც მალე დაემატება.
Comments