top of page

Basta - ყველაფერი იქნება Ok!

NATO 70 წლისაა. სულ ახლახანს (16 მარტს), მისი გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, 60 წლის გახდა. ცხადია, ეს მხოლოდ დამთხვევაა და აქ რაიმე სიმბოლოების ძებნა, უსაქმურობის სიმპტომია, მაგრამ რა უჭირს? - უბრალოდ გავიღიმოთ: როდესაც სამყაროს პატარა იენსი მოევლინა, ორგანიზაცია, რომელსაც ის მომდევნო საუკუნეში ჩაუდგება სათავეში, უკვე 10 წლის გახლდათ. დღეს, გენერალურ მდივანს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მოუსმინეს. ვერ გეტყვით, არის თუ არა ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, მაგრამ უმნიშვნელოვანესი დანამდვილებით გახლავთ და მეტადრე ჩვენთვის.

ამაზე მაღალი ტრიბუნა, თავისუფალ სამყაროს არ გააჩნია, რადგან გაეროს ტრიბუნის სიდიდეს და სიდიადეს, რიგ სახელმწიფოთა არსი და ინტერესების რაობა ართმევს ამ „თიკუნს“.

აშშ კი თავისუფალი სამყროს ლიდერია და მოსწონს ეს ვინმეს, თუ არა - ეს ასეა.

და ამ ტრიბუნიდან სტონტელბერგის გამოსვლას, საქართველოს ადგილს მის გამოსვლაში და ზოგადად, თავად ფატს, რომ თავისუფალი სამყაროს უმაღლესი ტრიბუნიდან ჩვენზე, როგორც მოკავშირეზე საუბრობენ, აქვს უდიდესი მნიშვნელობა.

პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, ჩვენი ამბავი გადაწვეტილია.


და აი, სწორედ აქ არის საჭირო ასი ყური და ასი თვალი, ვინაიდან, ეს კრემლშიც კარგად აქვთ გაცნობიერებული და ახლა, პუტინი განსაკუთრებით საშიშია. იმის გათვალისწინებით, თუ რა მდგომარეობაში ქართული სახელმწიფო, რაში იხარჯება მოსახლეობის დრო და ყურადღება, სად იფლანგება სახარი და ა. შ. შეიძლება ითქვას, ფეხი ნაღმზე გვიდგას. ნებისმიერი პროვოკაცია, რაც ვინმეს მისცემს საბაბს, რომ საქართველ „გადაარჩინოს“ არის მახვილი ზურგში და წყალი მტრის წისქვილის დოლაბებზე. დაუშვებელია!

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page