top of page

ზვარაკი იმიჯის სამსხვერპლოზე

ბევრს სასაცილოდ არ ეყო, მაგრამ რატომ გამორიცხავთ, რომ დეპუტატი ზარდიაშვილი მართალია და სალომეს გაუჩალიჩეს? ერთი ეგაა, რომ ჯერ არ ჩანს, რეალურად ვინ დგას ამ ე. წ. „გაჩალიჩების“ მიღმა, თუ კი მას ადგილი მართლაც აქვს, ცხადია.

საქმე იქითკენ მიდის და აქსელერაციაც იმგვარია, რომ არაა გამორიცხული, საქმე არა მხოლოდ იმპიჩმენტამდე, არამედ სასამართლომდეც მივიდეს.

ერთადერთი ვის ნებაზეც ყველაფერია დამოკიდებული, ბიძინა ივანიშვილია, რომელიც ზურაბიშვილისადმი თავის დამოკიდებულებაზე ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ქვეყანა საპრეზიდენტო არჩევნებით ცხოვრობდა, ასე საუბრობდა.

დიახ, ეს სწორედ ოცნების „დამსახურებაა“, რომ საქართველოს სრულიად სამარცხვინო პრეზიდენტი ჰყავს. ეს უკვე იმდენად ღრმა უფსკრულია, რომ ზურაბიშვილისგან თავს ირიყავს ყველა და, მათ შორის, თვით ბიძინა ივანიშვილიც.

ჩემი დაკვირვებით, სალომე ზურაბიშვილი სულ უფრო ემსგავსება ნივთს, რომელიც სადღაც დადეს, თუმცა ადგილს, საერთო დეკორს არ მოუხდა და აი, სადაცაა გადადგამენ.. ან, ეგებ, უჯრაშიც კი ჩადონ და სულაც მოაშორონ თვალთახედვას. და რატომაც არა, თუ კი რაიმე დიადი ამოცანა იმგვარ უმნიშვნელო მსხვერპლს მოითხოვს, როგორიც ისედაც უფხო პრეზიდენტია და, მით უფრო, ზურაბიშვილის მსგავსი? თუ კი სახელმწიფოსა და სახელმწიფოებრიობაზე ზრუნვის მანტიას, დემოკრატიულობისა და კანონის უზენაესობის ეპოქალურ ამოცანის სამსახურში დგომას დაწირდა, ზვარაკად შეეწირება ყველა. და თუ კი საქმე აქამდე მივიდა, ასეთ ზვარაკთა სიაში, ზურაბიშივილი აშკარად წინა რიგებშია.


Commenti


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page