top of page

ინგუშთა საჩუქარი

მედია ინგუშეთის პირველი პრეზიდენტის, ცნობილი საბჭოთა გენერლის, რუსლან აუშევის facebook სტატუს აქვეყნებს. სადაც პენსიაში მყოფი პოლიტიკოსი ქართული ტაძრის მშენებლობის ისოტრიაზე მოგვითხრობს და სიამაყით აღნიშნავს, რომ მიუხედავად წინააღმდეგობებისა, საქმეს თავი დაედგა.

აუშევი, წერილს ასე ასრულებს: „მოხდა სასწაული - ინგუშების ყველა ოჯახმა ქართველთა დიასპორას საკუთარი მიწის ნაკვეთები უანგაროდ გადასცეს - აჩუქეს! შედეგად: როსტოვის ცენტრში ქართული ეკლესია შენდება და სულ მალე მართლმადიდებლურ ტაძარში ქართველი მოძღვრები წირვა-ლოცვას აღავლენენ!

ასეც ხდება, როცა ადამიანებისთვის ყველა სხვა ღირებულებაზე მაღლა, ჭეშმარიტი მეგობრობა დგას.

ეს კეთილშობილური საქციელი ნუ გაგაოცებთ - ეს არის ურთიერთპატივისცემა, რომელიც ქართველ და ინგუშ ხალხს შორის საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა. ქართველებმა ხომ საკუთარი ერთგულება და სიყვარული არაერთხელ დაუმტკიცეს ინგუშებს მათთვის უმძიმეს წლებში.

მე არ დავასახელებ იმ უნგუში ოჯახების გვარებს, ვინც უანგარო სიკეთე გაიღო - არ დავასახელებ, რადგან მათ ასე ისურვეს.“

დამეთანხმეთ, მართლაც სასიამოვნოა. აქ სრულიად ზემდეტად მეჩვენება იმის გახსენება, თუ რაზე დგას ეს ძმობა და ურთიერთპატივისცემა - ამაზე ბევრი ითქვა და დაიწერა - ცნობილია. მხოლოდ იმის თქმა მსურს, რომ იმ სასიხარულო დღეს, როდესაც კაცობრიობისა და წინსვლის მტერი, ხალხთა საპყრობილე რუსეთი ძველი, გამომპალი ხუხულასავით დაინგრევა და ჩვენს წინაშე ე. წ. „ხალხთა თვითგამორკვევის“ მთელი სერიები დაიწყება, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ინგუშებსა და ჩერქეზებში საკმაოდ ძლიერია ჯგუფები, რომლებიც თავიანთი ერის მომავალს დემოკრატიულ, განვითარებულ საქართველოში ხედავენ. ასეთი რამ, თამარისა და გიორგი ბრწყინვალეს შემდეგ, არასოდეს მომხდარა.

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page