Concierge
- კოტე ნიშნიანიძე
- Jun 5, 2019
- 1 min read
მამუკა ბახტაძის საქმიანობა, რომელიც უკვე შიკრიკის მუშაკობამდეა დასული, სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, შეურაცხმყოფელიც კი ყოფილიყო ჩემთვის, როგორც ერთი, რიგითი მოქალაქისთვის - აკი, დამცირებულად თავი ადრეც გვიგრძვნია, მაგრამ ახლა სრულიად განსხვავებული შემთხვევაა - კი არ შემრცხვა, არამედ გამეღიმა, რადგან ეს ყველაფერი არამცთუ ძალიან ჰგავს, არამედ უკვე წარმოადგენს კონვულსიას, როდესაც ბიოლოგიურად სიკვიდილი ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ეს მხოლოდ უმიზნო და უსაგნო ფაცი-ფუცშია გამოხატრტული - ხელფეხის უსუსურ ქნევასა და პირისფჩენაში.

მოკლედ, დაკლული ვარიასავითაა რა.. უხაზე და უკეთე რამხელა წრეც გინდა - მაინც უთავოდ ირბენს. აქ საინტერესო სხვა რამ გახლავთ. კერძოდ, ამდენი ვაი-ვაგლახითა და ჩალიჩით, სადღაც დერეფანში, შვეიცარად თუ კონსიერჟად გადაცმულმა ბახტაძემ, რა უთხრა პრეზიდენტ ზელენსკის? უეჭველია, და ამაზე დავაც არ ღირს - საკითხი საქართველოს მესამე პრეზიდენტს და მის ახალ „უკრაინულ ეპოპეას“ უკავშირდება. ცხადია, ივანიშვილის ხელისუფლებამ, თუ ხატოვნად ვიტყვით, სააკაშვილის თავი მოითხოვა. ბუნებრივია ისიც, თუ ვივარაუდებთ, რომ იქნებოდა კონტრშეთავაზებაც და აი, ესაა ყველაზე საინტერესო - რაა შეუძლია დაჰპირდეს ბახტაძე ზელენსკის? უფრო ზუსტად კი ივანიშვილი ზელენსკის - ოლიგარქების „მეგობარს“? ქრთამი გამოვრციხოთ - ეს „ოცნების“ მხრდანაც კი დაუჯერებელი იდიოტობა იქნებოდა. არც მუქარა - სხვა ლიგაა. და არც უკრაინული ეკონომიკაა იმდენად დამოკიდებული ჩვენსაზე, რომ რაიმეთი დავაფრთხოთ და უარი ვათქმევინოთ კონსტიტუციური ნორმის უგულველყოფაზე, რომელიც უკრაინის მოქალაქის სხვა ქვეყნისთვის გადაცემას ან ექსტრადიციას კრძალავს.
ისე, ზელენსკის რაღაც ტურისტული ბიზნესი თუ სასტუმროს ნომრები ჰქონია საქართველოში, მაგრამ ეს „სემიჩკაა“ და, ცხადია, უნდა გამოირიცხოს. მაშ, რა?
Comments