Cтадион, так стадион! (+video)
- კოტე ნიშნიანიძე
- Apr 4, 2019
- 1 min read
ზელენსკის გათვლამ არ გაამართლა - პოროშენკო მზადაა „გლადიოლუსი“ მოიმარჯვოს და „არენაზე“ გავიდეს. სიმართლე გითხრთ, მისმა თანხმობამ გამაოცა - არ ველოდი. და პოროშენკოს კონკურენტის გათვლაც, მგონი სწორედ ეს გახლდათ: შოუმენმა, გამოწვევა გამომწვევ შოუდ აქცია და მისი რგოლის euronews-ზე ტრიალმა, სულაც არ შესძინა მას სოლიდურობა. პირობები, რომელიც მან დააყენა, ფორმა, რომლითაც ის დეკლალირებდა - ყველაფერი ეს ჰგავდა მცდელობას, რომ პოროშენკოს კუდი ყავარზე გაედო, „ტოლი ნახე, კოჭი გააგორე“ შეეძახა და..
ზელენსკი გაიმარჯვებდა! და რა დაუპრისპირა პოროშენკომ? ვიდეოპასუხი, რომელიც გავრცელდა, კარგად გაანგარიშებულია და დიამეტრალურად განსხვავებულ ლიდერს ასახავს - ნაომარს, დაღლილს, თუმცა არა სასოწარკვეთილს. ლიდერს, რომელიც შეფასებებში მკაფიო და მკაცრია, თუმცა თავაზიანი. დებატებს თავისი წესი და რიგი აქვს და ამას უკრაინის კანონმდებლობა არეგულირებსო, ბრძანა პოროშენკომ, მაგრამ იმ გამოწვევათა სიდიდის გამო, რომელიც ქვეყნის გარშემო დგას, და მიუხედავად იმისა, რომ განსხვავება ისედაც მკაფიოა - მე ევროპლი უკრაინა მინდა და შენ კი არაო, Cтадион, так стадион!
არ გამიკვირდება, თუ კი კანდიდატი ზელენსკი ან მანამდე, ან დებატების მიმდინარეობისას, სახელოში გადამალული ბანქოსავით, სიურპრიზს გამოაძრობს. ისე, რა ამის პასუხია და სლავურ სამყაროში დაგროვილი გამოცდილებით, коней на переправе не меняют.
Comments