top of page

Downing Street 10 მარცხნივაა?

ქუდიც კი, მასში მემარცხენეს ავლენს...

ბრიტანეთის ლეიბორისტთა ლიდერი, ჯერემი კორბინი რეალურად დგას შანსის წინაშე, მოვიდეს ხელისუფლებაში. და ამის მიზეზი ალბათ გახდება ის, რასთვისაც მას გამუდმებით აკრიტიკებდნენ - ენთუზიაზმის ნაკლებობა „ბერქსითის“ ირგვლივ.

მაშინ, როდესაც განმეორებით რეფერენდუმზე საუბრობდნენ, ლეიბორისტების ლიდერი, შეუვალი გახლდათ - არავითარი შედეგების რევიზია იმ დრომდე, ვიდრე პარლამენტი არ დაამტკიცებდა ცნობილ შეთანხმებას, რაც ცალსახა არასაოდეს იყო. მიუხედავად იმისა, რომ იდეას მის პარტიაშიც არა ერთი მომხრე ჰყავს, კორბინი პოზიციას არ ცვლიდა და ყოველივეს ახსნას „პარტიის თანმიმდევრული“ პოლიტიკით ცდილობდა. აი, ახლა სწორედ „ის“ მომენტია და აქ პოლიტიკური იდეოლოგია არაა გადამწყვეტი ფაქტორი. აქ თამაშის წესებს და მეთოდოლოგიას, კონკრეტული შანსის ალბათობა აყალიბებს - ახლა მას აქვს შანსი ლეიბორისტები ხელისუფლებაში დააბრუნოს, ხოლო თავად, Downing Street 10-ში“ განთავსდეს.

სხვა დანარჩენ შემთხვევში, რეფერენდუმი უკვე შედგა და ბრიტანელებმა არჩევანი გააკეთეს. ანუ, ასეც და ისეც, მარტის ბოლოს ამბავიც უნდა დაბოლოვდეს, მაგრამ პრობლემაც სწორედ ესაა - ბრიტანეთი კავშირს დატოვებს შეთანხმების პირობებით, თუ ყოველგვარი პირობების გარეშე - კარის გაჯახუნებით, მკვეთრად, ხისტად. ანდაც, უბრალოდ - უპირობოდ. ეს არავის აწყობს - არც ლონდონს და არც ბრიუსელს.


 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page