top of page

Google თავს ესხმის Apple-ს

სმარტფონების ბაზარზე შესვლის პირველი მცდელობები წარუმატებელიც კი არ გახლდათ - ეს სრული ფიასკო იყო. მიუხედავად რიგი სიახლეებისა, მსოფლიო ონლაინ გიგანტმა ვერაფერი გააწყო - Apple-ს ჰეგემონია დღემდე უცვლელია. მაგრამ, როგორც ახლახანს გაირკვა, მანამდე ყველაფერი ზონდირება გახლდათ, ხოლო მიზანი ვითარებისა და ტენდენციების ბაზარზევე შესწავლა და შესაბამისი დასკვნების გამოტანა იყო.

ახალი ჭკვიანი ტელეფონის პრეზენტაცია ახლახანს შედგა და ცხადია, ის ხმაურიანი იყო. google პირდაპირ ორი საბაზრო სეგმენტით შემოდის Pixel 2 და Pixel 2 XL.

ree

ეს ამ ხანგრძლივი პროქსი-ომის ახალი ეპიზოდია და Google იმედოვნებს, რომ შეძლებს iPhone-ს ჰეგემონიის დამხობას. ეს პროქსი ომი ისე მიმდინარეობდა, რომ google მუდმივად არასრულფასოვნად ჩართულის პოზიციიდან მოქმედებდა: მან შექმნა Android, თუმცა თავად აპარატული უზრუნველყოფა სიმბოლურად სცადა და ასპარზეი სხვებს დაუთმო - ვთვათ Samsung-ს, რომელიც ანდროიდის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე ტელეფონების ბაზარზე, ჯერ კიდევ ინარჩუნებს მაღალ პოზიციებს. გარდა ამისა, Google ყიდულობდა აპლიკაციებს, აპატენტებდა მათ, ყიდდა, ერთვებოდა სასამართლო გარჩევებში, თუმცა საკუთარი ტელეფონის მასიურ წარმოებაზე, ამ დრომდე არ წასულა. მისი Nexus მხოლოდ Google-ს პროდუქციად ვერ ჩაითვლება, რადგან ის ისეთ გიგანტებთან ერთად იწარმოება, როგორებიცაა LG, Huawei, Samsung და HTC. ახლა კი, კომპანიაში ჩათვალეს, რომ მზად არიან.

ეს არაა მორიგი ტელეფონი-ანდროიდი - ესაა Google Phone - ამგვარია თავად კომპანიის დევიზი და აქ კარგად ჩანს შემართება, რომელიც, ცხადია, მხოლოდ სურვილს ვერ დაეფუძნება. მაშ რას გვთავაზობს Google? მიუხედავად იმისა, რომ ანდროიდის ოპერაციული სისტემა ძალიან პოპულარულია, მას რიგი ხარვეზებიც აქვს. მაგალითისთვის, იგივე iPhone-სგან განსხვავებით, შესაძლოა ერთი წელი ისე გავიდეს, რომ ოპერაციული სისტემის განახლება არ მოხდეს. მაში, როდესაც Apple-ს ეს საკითი სანიმუშოდ აქვს მოწესრიგებული. ახალ მოდელში Google ამ საკითხს საბოლოოდ გადაჭრის - განახლებები იქნება რეგულარული. Nexus 2 და Nexus 2 XL Android Oreo-ს (მე-8 გამოშვება) ოპერაციული სისტემით იმართება და ეს იძლევა კარგ შანს, რომ აპარატულ და პროგრამულ სიმძლავრეთა დემონტრაციით ცხადი გახდეს, რომ ამ Google Phone-ს შეიძლია ბევრი ისეთი რამ, რაც სხვას არ ძალუძს და, მათ შორის, არც Apple-ს. და რაც მთავარია, მიუხედავად ზომაში სხვაობისა, შესაძლებლობები ორივე მოდელს თანაბარი აქვს. მარიო კეიროზი, ვინც Google-ის ვიცე-პრეზიდენტია მარკეტინგის განხრით, აცხადებს: „ახალ და საინტერესო ფუნქციებს, მხოლოდ დიდი ზომის მოდელისთვის არ ვიყენებთ. ორივე მათგანი ყველა სიკეთეს ერთდროულად შემოგთავაზებთ. ასე რომ, ისღა დაგრჩენიათ აირჩიოთ - დიდი გნებავთ თუ პატარა.“ ორივე მოდელი არჩურვილია Qualcomm Snapdragon 835-ის პროცესორით, 64 გბ. დისკის სივრცე, ფრონტალური წყალგაუმტარი დინამიკები, ახალი 12 მეგაპიქსელიანი კამერებით, თუმცა სხვა და სხვა ზომის OLED-ეკრანებით. Pixel 2 ტრადიციული, 5-დიუმიანი ეკრანი აქვს და 630 ფუნტი სტერლინგი ღირს, ხოლო Pixel 2 XL უფრო თანამდროვე დიზანი გამოარჩევს, წაგრძელებული 6-დიუმიანი ეკრანი.. მისი ფასი 799 ფუნტი სტერლინგია. ორივე მოდელს გამოარჩევს კორპუსის ერთი მხარე, რომელიც მგრძნობიარეა და დაწოლის შემთხვევაში Google Assistant-ს ააქტიურებს. სიახლეა კვების ბლოკშიც. კომპანიამ აქცენტი სრაფ დამუხტვაზე გააკეთა და გარდა იმისა რომ ავტნომიურ რეჟიმში Pixel უფრო ხანგრძლივად მუშაობს, ვიდრე კონკურენტები, ის, ასევე, ძალიან სწრაფადაც იტენება და 7-საათიანი სრულფასოვანი მუშაობისთვის ,15-20 წთ. დამუხტვაც ჰყოფნის. სწრაფვი დატენვის მოწყობილობა კომპლექტაციაშია და ტელეფონთან ერთდ, მასაც ყიდულობთ.


 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page