top of page

Google რუსულ აგიტაციას უტევს

Updated: Feb 18, 2019

კომპანია Alphabet-ის გენერალური დირექტორი, ერიკ შმიდტი აცხადებს, რომ „გუგლმა“ და სხვა მსხვილმა კომპანიებმა იმ რუსული სახელწმიფო თუ კერძო კომპანიების რეიტინგები უნდა დაწიოს, რომლებიც პროპაგანდასა და ცრუ ინფორმაციების გავრცელებაში არიან შემჩნეულნი. ასეთთა რიცხვს განეკუთვნებიან Russia Today და Sputnik, რომლებსაც აშშ-ის სპეცსამსახურები პროპაგანდის გავრცელებაში სდებენ ბრალს.

ree

კომპანია Alphabet Google-ის მშობელი კომპანიაა, ხოლო მისი ხელმძღვანელი, შმიდტი პრინციპულობითაა ცნობილი. „ჩვენ ვმუშაობთ, რათა ამოვიცნოთ შესაძლო სცენარები, რომლებიც ამგვარ ვითარებაში მოქმედებენ.. და დავწიოთ ამგვარი ინტერნეტრესურსების რეიტინგები, რათა მათზე წვდომა მაქსიმალურად დაბალი იყოს“. საქმეს ახალი მსვლელობა მას მერე მიეცა, რაც საძიებო სისტემა მკაცრად გააკრიტიკეს იმ გადაწყვეტილების გამო, რომლითაც, აღნიშნული რუსული კომპანიები google news-ის ცხრილებში მუდმივად ზედა რიგებში ფიქსირდებოდა. შმიდტმა ყველა ის მცდელობა, რომელიც მანამდე ჰქონდათ გულუბრყვილოდ გამოაცხადა. „ათი წლის წინ, მეგონა, რომ მალე იტერნეტი საყოველთაო სწორედ ისეთი გახდებოდა, როგორსაც წარმოადგენდა - სიმართლესა და სიცრუეს, რაც ყველამ იცოდა. მაგრამ ახლა, როდესაც საქმეში მსხვილი მოთამაშეები ჩაებენ, ჩვენც შესაბამისად უნდა ავქმომედდეთ.“ მისი მიდგომები იმთავითვე კრიტიკის საგნად იქცა. ახმაურდნენ მედიის შევიწროვების მოტოვით. შმიდტმა განაცხადა, რომ ის არ აპირებს ხელი შეუწყოს ორი საინფორმაციო საიტის დახურვას. „ჩვენ ასე არ ვმუშაობთ, - განაცხადა მან და დასძინა - მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ცენზურას. მე ძლიერად ვუჭერ მხარს რეიტინგს.“


 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page