top of page

Homo Sovieticus

როგორც „ტაბულამ“ გაგვახსენა, 2016 წელს, როდესაც კახაძემ არჩევნები ყველასთან და ყველაფერთან წააგო, მან ბრძანა:

ახლა უკვე იმ ასაკში ვარ, აღარ იქნება პოლიტიკაში მოსვლის დრო, ასე რომ ამით დავამთავრე ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობა

მაგრამ ის „სითბო“ ახლაღა დადგა და ამიტომაც, კახაძის გეგმები შეიცვალა.

ქრონოლოგიურად, ჯერ მისი წარდგენის ამბავი შევიტყე. გამიკვირდა, თუ რატომ გაიმეტა ამ კაცმა თავი? ორჯერ ერთ მდნარეში არ შევდივარ, ის პატარა რუ იყოო, უთქვამს მაშინ. მისმა ამ გადაწყვეტილებამ ცხადყო, რომ „იმ ტალახიდან“ მეტ-ნაკლებად სუფთად გამოსული ბატონი, აპირებს უკვე თავით გადაეშვას. რატომ? კარგი კაცობა, საკმარისი არ არისმეთქი, აღვნიშნე დილით და მხოლოდ ამის მერე მოვისმინე მისი ე. წ. „ახსნა-განმარტება“, თუ რატომ დადგა იქ, სადაც დადგა. თავისთავად ის, რომ მას საკუთარი არჩევნის განმარტებები დაჭირდა, უკვე სახასიათოა, მაგრამ იმან, თუ როგორ და რა ლექსიკით გააკეთა მან ეს, რა ეპითეტებით ოპერირებდა იგი, ცალსახა გახადა: ეს გახლავთ ტიპიური „ჰომო სოვიეტიკუს“ და მეტამორფოზის იმედი, სრლიად ამაო იყო. კარგი კაციც შეიძლება იყოს „ჰომო სოვიეტიკუს“?

ნუ, თუ კარგი კაცობა პირად ურთიეთობებს არ ცდება, როგორც ჩანს, კი.

უბედურება რა არის იცით? განა ვინმეს შეუძლია თქვას, რომ კახაძეს არ უყვარს სამშობლო? ცხადია, იდიოტები არ გადაშენებულან და ასეთსაც იპოვნი ჩვენში, მაგრამ მეორესმხრივ, იცით რა ამოძრავებს ამგვარ ხალხს? ის, რაც დგას პირადში და არა საზოგადოში. და ეს ასეა იმიტომ, რომ სამშობლოს აღქმა, მათში „სოვიეტიკურია“. და ეს არაა მათი ბრალი. ეს შედეგია, რომელიც რუსულ-საბჭოურმა პლიტიკამ დაყენა. ახალი არაფერია - ადრე, ამ პოლიტიკას ცარიზმი, რუსიფიკაცია და ათასი „ველიკოდერჟავული“ უბედურება ერქვა და საბოლოოდ, მაინც ტვინგამორეცხილ და სულამოცლილ მასამდე მიდის.. ხშირად ვამბობ ხოლმე - ამ ხალხს თავისი თავი უყვარს საქართველოში და არა საქართველო თავის თავში. ახლა, კახაძე ასე ფიქრობს: სამაგიეროდ, ეგებ ოჯახს და შინაურობას საძირკველი გავუმყარო... თორემ საქართველო ხომ უჩემოდაც უკვდავია. ეს ჩიხია და ნუ შევყვებით.

 
 
 

Comentários


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page