Hotstory-History
- კოტე ნიშნიანიძე
- May 4, 2019
- 2 min read
Updated: May 4, 2019
დღეს, საინფორმაციო ომზე ბევრი საუბრობს. ყველამ იცის, რომ ჰიბრიდული ომი უკვე რეალობაა და არა მითი. რომ იგი ჩვენი დროების ეფექტური ინსტრუმენტია და სულ უფრო აქტიურად გამოიყენება. ბევრი ჩვენგანი უკვე იმასაც ხედავს, თუ სად მიმდინარეობს იგი და რა მეთოდებით.
უფრო ცოტანი, საკუთარ თავზე გრძნობენ - თუ მის ზემოქმედებას არა, მოქმედებას მაინც.
პროფესია, და ამჟამინდელი საქმიანობაც, ხელს მიწყობს, რომ ბევრი იმგვარი რამ დავინახო, რაც სხვა სფეროს წარმოადგენლისთვის, სრულიად დაფარულია. ყველა სფეროშია რაღაც ამგვარი, რასაც მხოლოდ მასში მყოფნი ხედავენ და ჩვენთვის, შეუმჩნეველი რჩება.
საგანგებოდ უნდა აღვნიშნო, საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი, თუმცა ძალები არ შეესაბამება შეტევის პროპორციებს. იგი ხორციელდება კომპლექსურად და ერთი-ერთი ხაზი ამ ფრონტზე, ისტორიის გაყალბების გზით, ადამიანთა ისტორიული მეხსიერების ამორეცხვაა. ისტორიული მეხსიერებაზე ზემოქმედება კი, ან ასუსტებს ანდაც საერთოდ წყვეტს ადამიანთა ბმას კონკრეტულ გეოგრაფიასთან, კულტურისა და სხვა საზოგადოებრივი სფეროს ნიშნებთან და ნიშნულებთან, სიმბოლოებთან და ა. შ.

და ნუ იფიქრებთ, თითქოს ეს კვლავაც ძველი მეთოდებით ხდება, როდესაც პოლიგრაფიული პროდუქციაც კი ისნტრუმენტი იყო. ასე, მაგალითად, ჩრდილო-კავკასიიდან ჩამოსახლებული აფსუებისათვის, ათწლეულები გახდა საჭირო, მაგრამ ახლა, აფხაზად მჩნეულ 30-40 წლის ადამიანს, უკვე ვერ დაარწმუნებ, რომ „იმ“ აფხაზთან ისტორიულად(!) არაფერი აკავშირებს. ბიოლოგიური კავშირები კი, ჩამოსახლებამდეც უთუოდ იყო.
საუკუნესა და ტექნოლოგიებს სულ სხვა შესაძლებლობები აქვთ და ეფექტსაც, გაცილებით სწრაფად იძლევიან. აქ განიხლება, როგორც ცრუ ცნობების გავრცელება, დაუსაბუთებელი რუკების ბეჭდვა, დოკუმენტების მალვა და ამგვარები, ასევე სადაო საკითხების შემოგდება, სამეზობლო პრეტენზიების გააქტიურება - ძირითადად ტერიტორიულ-ისტორიულ-კულტურული თემების ირგვლივ;
და ათასი სხვა და სხვა მიკრომიმართულება - კერძის თუ ფოლკლორის დაჩემება-მითვისება, ამბის თუ ბიოგრაფიის რეაქტირებული ვერსიების ტირაჟირება, ყალბი თეზისების გავრცელება, რაც, ერთობლიობაში, საერთო ძარღვის უხვად შევსებას ემსახურება. შედეგად, ნერვებმოშლილი, სასოწარკვეთილი ადამიანები, წარსულიდან იმახსოვრებენ და იჯერებენ იმას, რაც უფრო სურთ და სიმართლეც აქ ქრება, ან ხდება ფრაგმენტული. მტერი კი ზეიმობს, ვინაიდან ურთიერთობები ყველასთან გაფუჭებული გაქვს, რაც მოკავშირის ყოლის შესაძლებლობებს გიმცირებს და ზოგადადაც, ხარ ხალხი, ნაცია, რომელმაც დაზუსტებით, თავისი წარსულიც კი არ იცის. ანუ, ძალიან მოკლედ, რომ ვთქვათ, რუსები ახლა ცდილობენ გვაქციონ თავის თავებად - იმად, რასაც თავად წარმოადგენენ. რაც დამართებს ოსებს, სომხებს და რასაც ახლა მართებენ ჩეჩნებს, რომლებიც, კავკასიაში მუდამ სადღაც კულისების სირღმეში იდგნენ და დღეს, ლამის ერთადერთ კავკასიელებად ცხადდებიან. თავად რუსებიც, სხვისი ისტორიის, ტერიტორიების მიმთვისებლები, აგრძელებენ სამხრეთულ ექსპანსიას, ოღონდ, XXI საუკუნეში ჩექმას და ხიშტს უკვე ეს „სამუშაო“ მოუძღვის - ასე უკეთ შეგვითქვეფენ და ეს, თავის ხსნად და შველად მიაჩნიათ. თუმცა, რომ ვკითხოთ, მხოლოდ ჩვენს ხსნას ცდილობენ და ეს მათი ზოგადსაკაცობრიობო ისტორიული (!) მისიაა.
მე გადავწყვიტე ამ ბრძოლაში თუ თავდაცვით საქმეში ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო, რაც ისტორიულ ფაქტებსა და არტეფაქტებზე დამყარებული ცნობების, ჰიპოთეზების, თეორიების ტირაჟირებაში გამოიხატება. და ხაზგასმით მსურს აღვნიშნო: როდესაც ვამბობ ჰიპოთეზის, ან თეორიას, ვგულისხმობ ჰიპოთეზას და თეორიას - ეს აღნიშნულიც იქნება და საერთოდ, მცდელობას არ დავაკლებ, რომ წარმოდგენილი მასალები იყოს კვალიფიციური. თუმცა, ცხადია, ეს ყველაფერი არ იქნება მონოგრაფიის ან სხვა სამეცნიერო ტექსტის ლექსიკით გადმოცემული, რადგან ასე კონტრპროდუქტიული იქნება. ვისაუბროთ პოპიულარულ ენაზე. ცხადია, ბლოგის ეს სივრცეც, ისევე, როგორც სხვა დანარჩენი, დისკუსიისათვის ღია იქნება. ასევე, მსურს დავამატო საგანგებო ფორუმი, რომლის ამოქმედებასაც დამატებით გაცნობებთ.
მაშ ასე, რუბრიკა Hotstory - History. სხვათა შორის, History of Time, tbilisihot.com-ზე პირველი გამოშვების სლოგანი გახლდათ
Comments