top of page

Hände hoch!

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ჩატარებული ფიქცია, რასაც საპრეზიდენტო არჩევნები დაერქვა, სათანადოდ შეფასდა - საზოგადოების, ხელისუფლების, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. მოულოდნელი არ ყოფილა ის შეფასებები, რომლებიც რუსეთმა, როგორც ამ სპექტაკლის „კუკლავოდმა“, უხვად გამოფინა. ისიც ცნობილი იყო, რომ სადღაც ისეთი ინდივიდიც მოიძებნებოდა, რომელიც ამ ყველაფერს ევროპელი პოლიტიკოსის სტატუსით დააკვირდებოდა. რაც ამ მომენტისთვის ცნობილია, ამ ე. წ. „დამკვირვებლების“ როლი შეასრულეს: შტეფან კოიტერი - გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი | ულტრა-მემარჯვენე პარტიია „ალტერნატივა“

გუნერ ლინდმენი - ბერლინის რეგიონული პარლამენტის წევრი

პატრიკ პოპელი - ავსტრიის ანალიტიკური ინსტიტუტის წარმომადგენელი.

აღსანიშნავია, რომ სამივე მათგანი “ყირიმის მეგობართა ლიგის” წევრია, რაც იმდენად ნიშნადობლივია, რომ თქმაც აღარაფრის ღირს

თქვენი ყურადღება ბუნდესდეპუტატის, კოიტერის მიმართ მინდა მივაპყრო და არა მხოლოდ იმის გამო, რომ ჩამოთვლილებში, ყველაზე მაღალი სტატუსი აქვს. ცხადია, მას მერე, რაც ოფიციალურმა ბერლინმა და ევროპულმა ინსტიტუტებმაც სეპარატისტული აქტივობები დაგმეს, იმის შანსი, რომ კოიტერს რამე ოფიციალური სტატუსი ჰქონოდა, გამოირიცხა, მაგრამ, მეორესმხრივ, პლანეტის ნებისმიერ წერტილში, ის მაინც გერმანიის ბუნდესტაგის წევრია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინტროს წარმომადგენელი, ვლადიმერ კონსტანტინიდი, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აცხადებს:

„მოგეხსენებათ, საოკუპაციო ძალა და საოუკუპაციო რეჟიმები ცდილობენ კერძო პირების, გავლენის აგენტების, სატელიტების ჩაყვანას ოკუპირებულ რეგიონებში და მათი საერთაშორისო დამკვირვებლებად გასაღებით, ცდილობენ პროცესს გარკვეული ლეგიტიმაცია შესძინონ. გვაქვს ინფორმაცია ერთ პირზე, რომელიც წარმოადგენს ბერლინის საკანონმდებლო ორგანოს, თუმცა ის კერძო სტატუსით იმყოფება და მას რაიმე სახის რწმუნება ან ნებართვა არ აქვს იმ უწყებიდან, სადაც ის მუშაობს.“

ანალოგიურადაა საქმე კოიტერთან დაკავშირებითაც - მისი ვიზიტი კერძო იყო. თუმცა სასურველი ანტურაჟის შესაქმენლად, ესეც კმაროდა - მოსკოვშიც და სოხუმშიც, ხალხი დააჯერეს, რომ გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა. მაინც, ვინაა ეს კოიტერი?

ამ ჩანაწერის გაკეთებამდე, მისი სოციალური აქტივობები გადავათალიერე. ეს მისი facebook პროფილია.

შესაძლოა, ეს მას აქვს საგანგებო რეჟიმი დაყენებული, და თუ კი მისი Friend ან Follower არ ხარ, NewdFeed-ს სრულად ვერ ხედავ, მაგრამ რაც ვნახე, ბოლო სტატუსი 23 რიცხვისა გახლდათ. არაფერი „არჩევნებზე“, რომელსაც „აკვირდებოდა“ და საერთოდ, უახლოესი პერიოდის პოსტებში ეს თემა არ გვხვდება. აფხაზეთში უწინ გადაღებულ ფოტოებს იოლად ნახავთ. მათ შორის, ტაძართა და ფრესკებისა. იქვე, გარე კედელზე გაკეთებული ასომთავრული წარწერის გამოსახულებასაც აღმოაჩნეთ. ზოგადად, ულტრა-მემარჯვენეები „მოფაშისტო-მონაცისტო“ ტიპები არიან. ამდენად, მას რიგ საკვანძო საკითხებთან დაკავშირებული დებატებისას, უკიდურეს რადიკალიზმში ბრალს ხშირად სდებენ და ადარებენ ადოლფ ჰიტლერსაც, რომელიც ლამის კერპად უქცევია. ყოველივე ეს მკაფიოს ხდის, თუ როგორ გავიდნენ მასზე რუსები, რომლებიც უფულო რადიკალებს სანთლით დაეძებენ.. და რა დაუჯდებოდათ მისი ეს „დამკვირვებლობა“? ეს არაა საინტერესო. ბევრად მეტ ინტერესს იწვევს ის, თუ როდის გაახსენდება საქართველოს ხელისფულებას, რომ „ოკუპაციის კანონ“ არსებობს და ის დაირღვა? დიახ, ბუნდესტაგის დეპუტატი კი არა, სულ რომ გაეროს გენერალური მდივანი იყოს, ეს „კერძო ვიზიტები“, კანონს უხეშად არღვევენ! საიდან მოხვდა აფხაზეთში, საკითხავია? წარმოგიდგენიათ რა იქნება, თუ კი აღმოჩნდა, რომ ეს „დამკვირვებელი“ სულაც არაა კანონდამრღვევი? ეს მხოლოდ ერთადეთ ვარიანტშია შესაძლებელია და ტავადაც კარგად მიხვდებით. ვეჭვობ - სარისკოა და არ წავიდოდნენ, მაგრამ რავიცი.. რაზე არ წავიდნენ და რაღაზე არაა, რომ წავიდნენ სიმართლე გითხრათ, რა პროცედურებია არ ვიცი და იმის თქმაც მიჭირს, თუ რა პერსპექტივა აქვს ამ საქმეს, მაგრამ ბუნდესტაგში საპროტესტო ნოტა თუ არა,„დიაგნოზი“ მაინც უნდა გაიგზავნოს.

ცხადია, მასზე ძებნას არავინ გამოაცხადებს, მაგრამ ეს აქტივობა, უკვალოდ არ ჩაივლის. ისე კი, დასაჭერია!

Comentarios


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page