NASA მარსზე ჩაწერილ ხმებს ავრცელებს
- კოტე ნიშნიანიძე
- Dec 8, 2018
- 1 min read
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სხვა პლანეტის ზედაპირზე, ზემგრძნობიარე ტექნიკური საშუალებებით ჩაიწერა ხმები, რომელიც ისმის, თუმცა ზოგჯერ, ჩვენი სიხშირისთვის აღსაქმელად, მიუღწეველია და, ისევე, როგორც დელფინებისა თუ ვეშაპების შემთხვევაში, მათი მოსმენა მხოლოდ საგანგებო აპარატურითაა შესაძლებელი.
აქ წარმოდგენილი ხმაური სხვა არაფერია, თუ არა მარსის ზედაპირზე გაბატონებული ქარებისა და ქარიშხლების მიერ გამოცემული ხმა. ისინი 15-70 მილ./სთ.-ში სიჩქარით ქრიან და რა გასაკვირია, რომ ხმაურობდნენ, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ პირველი ნიმუშებია იმისა, რაც ერთი პლანეტის ძალიან, ძალიან მცირე რადიუსში შეიძლება აღმოჩნდეს.

Comments