top of page

Notre Dame - ცოტა რამ, ტაძრის შესახებ

გუშინდელმა მოვლენამ ყველა საღად მოიაზროვნე ადამიანი შეძრა და ეს მკაფიო დასტური გახლდათ - პარიზში იწვოდა მთელი ცივილიზებული კაცობრიობის სიმბოლო და არა ერთი ქვეყნის თუ ერისა. ასეულობით მაშველის ჯაფითა და მილიონების ლოცვით, პარიზის ღვთისმშობლი სახელობის ტაძარი სრულ გაპარტახებას გადაურჩა - საბედნიეროდ, შენარჩუნდა არა მხოლოდ ნაგებობის კონსტრუქცია, არამედ ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი არქიტექტურული დეტალი და, რაც მთავარია, ყველა რელიქვია, რომელსაც ეს დიდებული ტაძარი ინახავდა.


ree

ძნელია, რაიმე ახალი და უცნობი თქვა ამ ტაძარზე. თუმცა, მაინც არის რამდენიმე ნაკლებცნობილი ფაქტი და მოდით გავიხსენოთ:

  1. პარიზის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, საფრანგეთს დედაქალაქის ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილი გახლავთ. ჩვეულებრივ, კვირის სამუშაო დღეებში, მას დღის მანძილზე 30.000-50.000 ვიზიტორი სტუმრობს

  2. აღნიშნული ტაძრის ადგილზე, ანტიკურ ხანაში რომაული წარმართული ტაძარი იდგა. მოგვაინებით, ის რამდენიმე ქრისტიანული საკულტო ნაგებობის ადგილი გახლდათ. ტაძრის ამ ნაგებობამდე, რომელიც 850 წლის წინ აღიმართა, იქ ქრისტიანული ბაზილიკა იდგა. საკმარისია Notre Dame-ის არქეოლოგიურ მუზეუმს ეწვიოთ და მკაფიოდ ნახავთ ყველა შრეს და ფაქტობრივად, მთელ მის „ეპოპეას“.

  3. საფრანგეთის დედაქალაქის ნაგებობათა შორის, ის ერთ-ერთ უძველესად მიიჩნევა. მისი მშენებლობა 1163 წელს დაიწყო და თითქმის 100 წელი გრძელდებოდა. 2013 წელს კაცობრიობამ ტაძრის 850 წელი იზეიმა.

  4. ცხადია, ფრანგულმა რევოლუციამ კვალი მასაც დაატყო. ის რამდენჯერმე და ვანდალურად გაიძარცვა - გაიტაცეს საგანძური, მთელი ავეჯი და ზოგიერთ ქანდაკებას, თავიც კი მოამტვრიეს.

  5. პოსტრევოლუციურ საფრანგეთში, ქრისტიანობის საპირწონედ, ახალი რელიგიური მოძღვრება „გონიერების კულტი“ დაფუძნდა და ამ ეპოქაში, ტაძარი ერთ-ერთ მთავარ საკულტო ალაგად იქცა. ეს რამდენიმე წელს გაგრძლედა - იმ დრომდე, ვიდრე, ეს კულტი აიკრძალებოდა.

  6. 1804 წელს, ნაპოლეონი სწორედ ამ ტაძარში აკურთხეს იმპერატორად

  7. დანგრევის საფრთხე, რომელიც ტაძარს დამუქრებია, ერთ-ერთი ძირითდი მიზეზი, ერთგვარი ინსპირატორი გამხდარა ვიქტორ ჰიუგოსთვის, რომ მას მისი ცნობილი ნაწარმოები შეექმნა

  8. ტაძრის ორღანი, რომლის მოსმენაც ყოველ კვირა დღეს, ღვთისმსახურებისას შეიძლება, საფრანგეთში უდიდესი არ გახლავთ, მაგრამ ძალიან შთამბეჭდავია. ის 7500 მილისგან შედგება და მექანიზმში უძველესი, შუა საუკუნეების დროინდელი დეტალებიც კი არის შემორჩენილი

უკვე შექმნილია და ამოქმედებული საერთაშორისო ფონდი, რომლის მიზანია, რომ ტაძრის სარესტავრაციო სამუშაობის დაფინანსებაში, მთელმა პლანეტამ მიიღოს მონაწილეობა. ეს ძალიან ნიშანდობლლივია. #NotreDame

 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page