top of page

„Now What?“!

უჩემოდ ვით იმღერეთაო, შემოსძახა ბანდის ლიდერმა..

ცხადია, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს დავალებაა და მისი ამოცანა, თუ ამ უმნიშვნელოვანესი კონფერენციის ჩაშლა არა, ობსტრუქცია ნამდვილდაა, მაგრამ ჩემი აზრით, ეს ინაშვილის კერძო ინიციატივა უნდა იყოს. ის, რომ მერე ამის გამო „იქ“ ისაუბრებს, მხოლოდ მომავალი დაფინანსებისა და მისი სიუხვის კონტექსტშია მისთვის საინტერესო - ცხადია, მას არ სურს, რომ მხოლოდ ოლიგარქიულ საკვებზე ზარდოს ღალატის წიწილები და ალბათ თვლის კიდეც, რომ ის „ოდინდელია“, ცალკეა. ის კონფერენციიდან მიაბრძანეს, თუმცა კინიწისკვრით ჯობდა - ახლა ის მშვიდად დააბოტებს გაზონებზე და არც კი იგერიებს პრესას, რომელიც ისე დასდევს, გეგონებათ ბენაზირ ფხუტო იყოს.

საერთოდ, რატომ იყო მისთვის მოულოდნელი აღმოჩენა, რომ არ მიიწვიეს, გასაოცარია - იქ ხომ საქართველოს მთავარ მტერზე საუბრობდნენ, ვისი მოკავშირეც „ალიანსია“ და რა ესაქმებოდა?სამარცხვინოდ გამოიყურებოდა თუმცა თავად, ალბათ, აღფრთოვანებულია და ამაში მისი ინტელექტით სავსე მხარდამჭერებიც დაარწმუნებდნენ და დააჯერებდა იმავე პრესის ყურადღებაც, რომლიც წარმომადგენლებიც, თავისდაუნებურად, როლში ჩართეს. ბრალი დამდეს და პასუხის შესაძლებლობა არ მომცესო - ეს საბაბი, მიზეზად მოიშველია. ლოგიკური იქნებოდა, რომ ასეთ შემთხვევაში რეგისტრაცია გაევლო და სიტყვაც მოეთხოვა, მაგრამ რა უნდა ეთქვა? არა, არ ვხუმროიბ და სრული სერიოზულობით ვკითხულობ: გაფიცებთ, მითხარით რა შეიძლებოდა ეთქვა იქ ინაშვილს? ცხადია, მისასალმებელი 2-3 წინადადების შემდეგ... Now What? თანაც, მისი მშვიდი, გაწონასწორებული ქცევა, რაც საქართველოს პარლამენტის წევრისთვის შესაფერია, „ავად“ გავრცელდებოდა „ხაზეინის“ ყურადღების არეალში და ეგ უნდოდა? ანდაც, რა დეპუტატისთვის შესაფეისი ქცევა?.. შიგ პარლამენტის დარბაზში მოაწყო ისნის ბაზრობის უკანა ეზო, არ გახსოვთ? ბრალდებებზე პასუხის დრო დადგება, ცხადია, მაგრამ მაშინ ბრალმდებელიც სხვა იქნება და ინაშვილის რიხი, საგრძნობად დაჯუჯავებული - ეს გარდაუვალია და ამაზე საუბრის გაგრძელებაც აღარ ღირს.


Commentaires


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page