Para Bellum, ანუ ხელი ხმალს იკარ!
- კოტე ნიშნიანიძე
- Dec 7, 2018
- 2 min read
ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა და მხოლოდ ექსპერტთა მიერ, სანდო წყაროზე დაყრდნობით გაკეთებულ განცხადებებს და მინიშნებებს თუ მოვიშველიებთ, თუმცა ლოგიკასაც.
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი უკვე შეთანხმდა, რომ ე. წ. „აზოვის კრიზისში“ თავისი მონაწილეობა მნიშვნელოვნად გაზარდოს და, რაც საყურადღებოა, ამას საკუთარ მოქმედებებში სამხედრო კომპონენტის სიჭარბით აპირებს.

რიგი ექსპერტები, ეყრდნობიან რა მაღალი რანგის, თუმცა ინკოგნიტო წყაროს NATO-ში, აცხადებენ, რომ სამხედრო ფლოტის აზოვის ზღვაში შეყვანის გადაწყვეტილება, უკვე მიღებულია. ამჟამად, ამ ყოველივეს დოკუმენტური გაფრომება მიმდინარეობს. პარალელურად, მუშაობა იმპლემენტაციისა და მედიამხარდაჭერის მიმართულებითაც გაჩაღებულია. უკრაინელი სამხედრო ექსპერტი, ვინმე სურკოვი აცხადებს, რომ ამ წუთებისთვის, ვითარება რომლიც აზოვის ზღვაშია, მართული ქაოსია, რომელსაც უკრაინა, თავს წარმატებით ართმევს. მაგრამ ქაოსი არ შეიძლება მუდმივად კონტროლირებადი იყოს, ვინაიდან მისი ბუნება, ამას გამორიცხავს. ეს კი, რეალურად, ნიშნავს იმ რომ შესაძლოა ახლა ხდება ის, რასაც არათუ ექსპერტები, მეც კი წლებია გავიძახი: ომი კი არ გვიახლოვდება.. ომი კი არ მოგვადგა.. არამედ ომია! უბრალოდ, როგორც უკვე ყველას კარგად მოეხსენება, ომმაც, ისევე როგორ უამრავმა რამ ამ დროში, სახე იცვალა და აღარ გამოიყურება ისე, როგორც, ვთქვათ, 30 წლის წინ - სანგარი სანგარზე და არტელერიის დუელები დღეს მხოლოდ დეტალია და არა ფაქტორი. აქ უკვე სულ სხვა კომპონენტები მოქმედებენ. სუფთად სამართლებრივად, უკრაინამ ჯერ ყველა ის ხელშეკრულება უნდა გაწყვიტოს, რომელიც რუსეთთან აზოვის ზღვასთან მიმართებაში აქვს. აქ, პირველ რიგში, იმ შეთანხმების დაზაუირება იგულისხმება, რომლის თანახმადაც, აზოვი რუსეთ-უკაინის შიდა ზღვადაა აღიარებული და ორივე ცალკეულ მხარეს, მეორესთან შეთანხმების გარეშე, მესამე ძალის მის წყლებში მოპატიჟები, ეკრძალება. ბუნებრივია, მისი გაფორმებისას, ყველა ხვდებოდა, რომ რუსეთი იქ არავის მომწვევი არ იყო და ყველაფერი უკრაინის კონტექსტს ატარებდა. უფრო ზუსტად კი პირდაპირ უკავშირდებოდა კიევის დასავლურ მისწრაფებებს და რუსეთის გამუდმებულ შიშს, რომ მის საზღვრებს NATO უახლოვდება. ეს შეთანხმება გაეროშია რეგისტრირებული და ვიდრე მოქმედებს, ყველა რუსულ-უკრაინული საკითხი, რომელიც ამ ზღვასა და მის აკვატორიებს შეეხება, მხოლოდ მხარეთა შორის რეგულირდება. გაუქმების შემთხვევაში კი, საქმეში სრულფასოვნად ჩართვის შესაძლებლობა, უკვე საერთაშორისო სამართლის ნორმები ამოქმედდება და ეს რუსეთს, კარგს არაფერს ჰპირდება. ახლა, მთავარია უკრაინის ამ ხელშეკრულებიდან გასვლის რისკი იყოს სათანადოდ შეფასებული. მაგრამ ეს, ასე რუსეთის აგრესიის აშკარა გამოვლინებებამდე იყო. მერე კი იყო პროტესტი და იანუკოვიჩის დაპანჩურება, „მწვანე კაცუნათა“ მოქმედებები, ახალი სეპარატისტული ანკლავები და ბოლოს, ყირიმის ოკუპაცია.
ახლა კი, იმ ფონზე, როდესაც მოხშირდა საუბრები რუსეთის ახალ სახმელეთო ოპერაციაზე, როდესაც ამან და ქერჩის სრუტეში შექმნილმა კრიზისმა უკრაინა სრულ სამხედრო მზადყოფნაზე გადაიყვანა და როდესაც პუტინს არგენტინაში ზურგი აქციეს, ხოლო ამერიკელები პორტების ბლოკირებასა და რუსეთის ფედერაციის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვაზე ალაპარაკდნენ, მუსკულების თამაში ყველაზე ლოგიკური გაგრძელებაა. მაგრამ შემოიფარგლება კი ყოველივე მხოლოდ ძალის დემონსტრირებით?
საეჭვოა, რადგან ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ძალათა შავ ზღავში კონცენტრაცია, ლამის უპრეცედენტო ხდება. ასე რომ, „საჩვენებელი გამოსვლები“ უკვე იყო. რუსეთს კი ახლა სწორედ ის აწყობს, რაც კაცობრიობას აიძულებს დაუჯდეს მოლაპარაკების მაგიდაზე. და ამდენად, მოვლენათა ნებისმიერი სხვა განვითარება, გარდა ოლიგარქიული იმპერიის ან თავის ადგილას მიბმისა, ან მისი სრული ნგრევისა, ნიშნავს რუსული ინტერესების გატარებას. და თუ ეს „გამოჟონვები“ რაიმე კომბინაციის ნაწილი არაა, ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ დასავლეთი დაიღალა გორდიას კვანძის გახსნის პერმანენტული მცდელობებით და გაჭრას აპირებს.

რუკაზე ზერელე დახედვაც ნათელს ხდის, თუ რა არის შეგდებული სასწორზე. და უკვე აღარაა რთული მისახვედრი, რომ ამჟამინდელ „ქართული დავიდარაბა“, მხოლოდ და იმდენად ადგილობრივი პოლიტიკური თუ ინტერესჯგუფების „თამაში“ არაა, რამდენადაც დიდი საკაცობრიო. და ერთადერთი, რაც სანუგეშოდ აქ გამოგვადეგება, ის გახლავთ, რომ კვლავაც როლში ვართ, ისევე, როგორც ბოლო ათასწლეულებია.
Comments