Social Descent - რუსული „ომი“ შტატებში?
- კოტე ნიშნიანიძე
- Oct 31, 2018
- 2 min read
აი, როდესაც საქვეყნოდ გაიძახი, რომ შესაძლებლობათა, ასპარეზის, ოცნებათა ასრულების, დოვლათის, ჭირნახულ-სიმდიდრის ალაგი ხარ და ეს, დედამიწის ყველა კუთხიდან ჩასული ადამიანების, მიგრანტების ნახელავია, ადრე თუ გვიან წააწყდები იმას, რასაც ახლა ამერიკა ებრძვის და ჯერ, ვერ უმკლავდება.

ე. წ. ქაოტური მიგრაცია, როგორც პრობლემა, რიგ სრულიად მოულოდნელ საკითხებს უკავშირდება. სულ უფრო მკაფიო ხდება მინიშნებები, რომ თურმე, სინამდვილეში, ეს კარგად დაგეგმილი ოპერაციაა და, ცხადია, არა ამერიკის ინტერესების სასარგებლოდ. აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი, მაიკ პენსიმ საკითხის საფუძვლიანი შესწავლა გადაწყვიტა. საბოლოოდ, მივიდა დასკვნამდე, რომ ეს პროცესი ე. წ. მესამე თუ მეოთხე ხელით იმართება.
ყველაფერი იმ ქარავანის დაკავებით დაიწყო, რომელიც გონდურასიდან მოემართებოდა. როგორც პენსიმ FOXNEWS-სთან თქვა, ის ესაუბრა სამხრეთამერიკელ კოლეგებს და დარწმუნდა, რომ აღნიშნული ფაქტი მთელი პროცესის შემადგენელი ნაწილია:
როგორც გონდურასის პრეზიდენტმა განმიცხადა, ამ კარგად ორგანიზებულ პროცესს, სათავეში პოლიტაქტივისტები უდგანან და ის ქვეყნის მემარცხენე ძალების ჯიბიდან ფინანსდება. მეტიც, ხშირად, ვენესუელის მემარცხენეებიც ხარჯავენ ფულს“.
ესეც, კიდევ ერთი სახე თანამედროვე ომისა. არსებობს თუ არა ამ მოქმედებების გამომხატველი ან აღმწერი ტერმინი, არ ვიცი, რადგან მოვლენა სრულიად ახალია. ეს არ არის უკვე საყოველთაოდ ცნობილი ჰიბრიდული ომი. სულ ცოტა, ეს მისი ცალკეული სახეობაა. ჩემთვის, მას სოციალური დესანტი (Social Descent) დავარქვი, ვინაიდან რასაც ვაკვირდები, სწორედ ეგაა. ამ დესანტში იარაღი შეიძლება რაღაც დოზით და რაღაც ფორმით ფიგურირებდეს, მაგრამ სამხედრო კომპონენტი, აქ თითქმის არ ჩანს. ჯერჯერობით ე. წ. ტერიტორიის ათვისება მიმდინარეობს. საზღვარი იმდენად გრძელია, რომ აბსოლუტური კონტორლი გამორიცხულია. ხალხთა მასები კი აი, თურმე უკვე ორგანიზებული და დაფინანსებული ქარავნებით დადიან. მკვიდრდებიან, ადაპტაციას გადიან, შავ სამუშაოს ასრულებენ.. ანუ, რეალურად, დასაწყისში დაახლოებით იმავე სოციალურ-ფინანსურ საფეხურზე დგანან, როგორ ის ძველი მიგრანტები, მაშინდელი მსოფლიოდან. შვილი, ცხადია მეტი შესაძლებლობით ისარგებლებს, ხოლო იქ გაჩენილი კი, მთლად ბაჟეში იქნება ჩალაგებული. მოკლედ, ეს ბომბია და პირველრიგში სოციალური, თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ ქაოსია მათი ჰობი. საკმარისია სტიქია, რამდენიმე ბოროტ გონებაში მოფიქრებული და დაგეგმილი, შემდეგ კი ბოროტი ხელებით შესრულებული ტერაქტი და ამ Social Descent-ის მიერ ქუჩების დაკავება, ორგანიზაციათა და უწყებათა პარალიზება... ყოველივე ეს ერთდროულად, დაგეგმილად! ცხადია, ამერიკა ყველაფერს ისე გაუმკლავდება, როგორც ჰოლივუდში, მაგრამ პირველი შოკი, შესაძლოა, საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდეს და მერე, რაღა გააჩერებთ ბოროტ გონებასა და ბოროტ ხელებს? რა მაგის პასუხია და ვინმეს ხომ არ დაავიწყდა, თუ ვისი „კლიენტები“ არიან ზემოჩამოთვლილი ქვეყნები და, განსაკუთრებით კი, მათ ტერიტორიაზე მოქმედი მემარცხენე მიმდინარეობის რადიკალები? ცხადია, ამ ოპერაციებში კრემლის მონაწილეობა ამ ეტაპზე მხოლოდ ჰიპოთეზა და თამამი ვარაუდია, მაგრამ არ გამიკვირდება. ან, ვისღა გაუკვირდება, ამ ჩვენს დროებაში, მსგავსი რამ?
Comments