top of page

Tamiflu „გაუფასურდა“

დავით სერგეენკომ გვაცნობა - პრეპარატი Tamiflu უფასო გახდა. წუხელ გადაუწყვეტიათ პრემიერთან. კარგია, თქმა არ უნდა, მაგრამ ახლა? ანუ, როდესაც პიკმა გადაიარა, ხალხმა ერთი კვირა იჯახირა, ზოგმა, რომ იტყვიან, ურიას ვალი აიღო, რათა შეეძინა.. ვიღაცამ მილიონები იშოვნა..

ახლა, ხელისუფლება ხალხზე მზრუნველის როლს „შოულობს“?..

ree

მაგრამ, მაინც კარგია და არა მხოლოდ იმის გამო, რომ ბევრისთვის შეღავათი იქნება, არამედ იმის გამოც, რომ თებერვალში, ახალ პიკს ველით.

მაგრამ, როგორ მოხდება გაცემა? რეცეპტით? ანუ პრევენციის მიზნით ვერ მოვიპოვებთ? ცნობაში, რომელიც ინტერპრესნიუსმა გაავრცელა, პრეპარატის გაცემის პროცედურებზე არაფერი იყო ნათქვამი. და ეს არცაა გასაკვირი, თუ კი შესაბამისი განკარგულება გუშინ საღამოს გაიცა, მაგრამ ვეჭვობ, აქაც რაღაც აირევა - დიდად დახელოვნებულნი გახლავართ ამაში. ისე კი, ასეთი გადაწყვეტილების მიღება, იმითაც ხომ არაა განპირობებული, რომ, რეალურად, ვითარება იმაზე საგანგაშოა, ვიდრე გვიყვებიან?


 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page