Tрупопоклонники
- კოტე ნიშნიანიძე
- Jul 17, 2019
- 6 min read
Updated: Jul 18, 2019
ბოლო წლებია, ერთ-ერთი „გარნირი“, რომლითაც რუსეთს აქტიურად გვტენიან, ეს მისი ვითომ და მართლმადიდებლობა და ჩვენთან სულიერი კავშირია. ახლა, აქ აღარ მოვყვები ყველასთვის ცნობილ ამბებს - უშუალოდ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წიღაში რუსეთის ანტიქართული ქმედებები, მათი კასკადურობა ასწლეულები გრძელდებოდა და კვალი ჩვენში თვალშისაჩემია, ხოლო რუსეთში, ეს ყოველივე სრულ სურათს წარმოადგენს. ახლა კი ამბავი, რომელიც ჩემთვის სულ ახლახანს გახდა ცნობილი (აქ სხავსაც ბევრს ნახავთ). პირადად მე, ამ მონასტრის შესახებ არ მსმენია, მაგრამ ალბათ რომელიმე თქვენგანმა იცით იგი. 1397 წელს აუგიათ.. აი ის, რასაც ეს ჩვენი „ერთმორმწუნე ძმანი“ რეალურად წარმოადგენენ. ოჰ, ეს მათი „ბაწიუშკები“.. რომელთაც ღვთის სახლში ათასგვარი კოცონი აუგიზგიზებიათ. ამასწინად, მოვისმინე და სულაც არ მიკვირს: ამ „ღვთისმშობლის სახლად“ გამოცხადებულ რუსეთში, არამც თუ სხვა დღეებში, კვირაობითაც, ტაძრებში ლამის სიცარიელეა და იმ მათ ოქროში მოტივიტვე სვეტების სიელვარეშიც, კანტი-კუნტად თუ შენიშნავთ მლოცველს. ჰოდა, აი ზნეობის „მცველთა“ და საქართველოში მათი დამქაშებისთვის, თვალსაჩინოება.. - ითაყვეთ!
რა აღმოჩენა ეს გახლავთ და, ბოლო რამდენიმე ასწლეულია, კაცობრიობას რუსეთზე საუბარი უწევს და დღესაც, ბევრს ვსაუბრობთ ამ სახელმწიფოზე. ბუნებრივიცაა - ის ჩვენი მტერია, ჩვენს გარდა, ათობით სხვა ხალხის მტერიც გახლავთ და იგია სწორედ, ვინც, სულ ცოტა ბოლო 100 წელია, კაცობრიობის განვითარების მუხრუჭსაც წარმოადგენს. ამ ბოლო მოსაზრებასთან დაკავშირებით, შინაურებსა და ნაცნობ-მეგობრებში ხშირად ვსაუბრობთ და, საბოლოოდ, კითხვაზე - რატომ ხდება ასე? - ..მარტივი პასუხი, რომელიც ამ მომენტისთის „მიგნებულია“, ამგვარია: თავად კაცობრიობის განვითარებაში არაფრის შემტანს, არ სურს მისი განვითარება, რადგან თავად იგი, ყოვლად უნიჭო შექმნაში და უბადალო მითვისებაში, ფეხს ვერ უწყობს პროგრესს და გარდაუვლად უბრუნდება ბუნებრივ მდგომარეობას - ჩამორჩენილობას.
საყურადღებოა, რომ, თუ კი სამართელბრივ ტერმინოლოგიას ცოტა ხუმრობანარევად მოვიშველიებთ, მკაფიოდ უნდა განვასხვავოთ „დე-ფაქტო ჩამორჩენილობა“, „დე-იურე ჩამორჩენილობისგან“. საქმე ის გახლავთ, რომ ფაქტორივი ჩამორჩენილობა რუსეთისა, აღარავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, მაგრამ ეს ჯერ არსად გაფორმებულა.
ცხადია, ასეთ პრაქტიკას საერთაშორისო სამართალი ალბათ არ იცნობს, მაგრამ იმის სადემონსტარაციოდ, რისი თქმაც მსურდა, გამოდგება. და არც ის მეჩვენება შორეულ პერსპექტივად, რომ ერთხელაც, სწორედ ამ ჩვენი ცხოვრების მანძილზე, რუსეთი ოფიციალურად იქცეს ე. წ. მესამე ქვეყნად - როდესაც ეკონომიკის ზომა, ვეღარ უზრუნველჰყოფს ე. წ. G20-ის წევრობას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მისი იმ სახით შენარჩუნება, რომელსაც რუსეთი ამჟამად ატარებს, ამ შესაძლებლობას სრულიად გამორიცხავს. ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც თავისსავე ერს განასახიერებს, შეგვიძლია გავაინდივიდუალუროთ და გონების თვალით, წარმოსახვაში, ერთი რაიმე ნიშნით სახასიათო ადამიანთან გავაიგივოთ. როგორ იქცევა ადამიანი, როდესაც შეკრებილთა შორის თავს აშკარად ამოვარდნილად გრძნობს? ვერ იკვეხნის ვერაფრით, ვერ მონაწილეობს წამყვანთა შორის და უხეშ ძალად, ანუ შავ მუშად უნდა დარჩეს, ვერ გენერირებს ახალ იდეებს, ვერ უზრუნველყოფს არა თუ სხვათა, არამედ საკუთარი კეთილდღეობასაც კი.. და გული ბოღმით ევსება - საკუთარი თავის სრული არარაობის გამცნობიერებელი და შემხედვარე, ჯერ ეგოსადმი ზიზღვით იმსჭვალება, და შემდეგ ყველა იმის მიმართაც, ვინც ან მოწმეა მისი არარაობისა, ან ხვდება, თუ ვისთან აქვს საქმე. ასეთ დროს, კომპლექსების მთელი თაიგულით შეპყრობილი ადამიანი, ცდილობს გააფუჭოს ყველაფერი, რასაც მიწვდება. ამტვრევს არა იმიტომ, რომ ეს ჭირდება, არამედ იმიტომ, რომ შეუძლია. და შეუძლია იმ დრომდე, ვიდრე გასდის - ანუ ვიდრე ეს ქმედება დამახასიათებელ თავზეხელაღთებულობად და ძალის დემოსნტრირებად საღდება. რუსეთი ზომით გამორჩეული სკოლის მოწაფეა, სხვათა მჩაგვრელი, რომელსაც, საკმარისია წინააღმდეგობა შევხდეს, რომ ოდესღაც მთა და კლდე, სულ ფუნთუშად გადაიქცევა.
აი, დააკვირდით ამ ტიპს - როგორც აღმოჩნდა, ეს რუსთათვის ცნობილი შუომენი, სტანისლავ ბარეცკი ყოფილა.

ჩემი ყურადღება იმით მიიპყრო, რომ გამოუცხადებია, ვიდრე გიორგი გაბუნია ბოდიშს არ მოიხდის, შიმშილობას ვაცხდებო.
სიმართლე გითხრათ, ვუცქერ და არ ვარ დარმწუნებული, რომ ჯანმრთელია.. და ვშიშობ, რაიმე უმსგავსობა და შეუფერებელი არ წამომცდეს.. მაგრამ აი, ახლა ეს ფაქტი, ნიშანდობლივი არ გახლავთ? ეს შიმშოლობს? და გამომდინარე მისი მოთხოვნის არა თუ შეუსრულებლობის, არამედ აბსურდულობის გათვალისწინებით.. ალბათ, ბოლომდე მიჰყვება ეს თავდადებული ესა!..
გჯერათ? ეს კაცი თავის ქვეყანას განასახიერებს და აბ ბოლო ხანს, არაფერი ესოდენ მსგავსი რუსეთისა, არ მინახავს. რუსეთისა, რომლის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოშიც, მთელი სამი დღე მიუძღვნეს დამოუკიდებელ სახელმწიფოში, კერძო ტელეკომპანიის წამყვანის საქციელის დაგმობას.
თქვენ გესმით? - ზესახელმწიფო, რომელსაც მსოფლიო პულოსობაზე აქვს პრეტენზია, რაში იხარჯება? ესეც დასტურია იმისა, რომ სიკვდილი დადგა, უბრალოდ პათოლოგოანატომს ჯერ ბლანკის შევსება არ დაუსრულებია..
ამასვე ადასტურებს იმ ჯგუფების რაობა, იერი და შინაარსი, რომელსაც ის საქართველოში ეყრდნობა. ესეც ხომ თვალსაჩინოებაა იმისა, რომ რუსეთში მხოლოდ რეგრესული აზროვნება პოულობს ნოყიერ ნიადაგს?
აკი ადრეც მითქვამს, რომ ეს ხალხი, თავისი სახელმწიფოიანად, სხვათა ჯინაზე არსებობს. ჯინაზე ყოფნა კი, როგორც წესი, არ მთავრდება კარგად. საბოლოოდ, მეც იმათ ბანაკში ვარ, ვისაც მიაჩნია, რომ რუსეთის ძლევამოსილებიდან მითაღა დარჩა და ამ სახით არსებობას, ის წარმოსადგენზე ადრე შეწყვეტს. ჩემი აზრით, ჩვენ არ უნდა ველოდოთ ისტორიის „ტრადიციულ“ ვადებში განვითარებას. ეს ძალიან ბევრ დროს მოთხოვს სამყაროში, რომელშიც დრო, უკვე ყველაზე დიდი კაპიტალია - სადაც ყველაფერი იმდენად აჩქარდა, რომ ისტორიული პროცესები, ხანდახან ერთ-ორ ათეულ წელს იკავებენ. ხოლო ოც წელიწადში ერთხელ, რაიმე გიგანტური ნახტომი, იმდენად ჩვეულებრივი ამბავი გახდა, რომ ლამის გარანტირებულია. ჩვენი შანსიც სწორედ აქ არის.
შეიძლება ითქვას, ისტორიული ქარტეხილების გამოისობით, რიგ ეპოქალურ ცვლილებებს ან ავცით, ან კოლინიალურ პირობებში ვიყავით და მაჩანჩალობა გვრგებოდა. ახლა კი, ჩვენს წინაშე უპრეცედენტო სამყარო ყალიბდება და იხეირებს ყველა, ვინც დასასწყიშივე ჩაებმება. ამ სამყაროში აღარ აქვს მნიშვნელობა ზომას და რესურსების სიმდიდრეს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უძვირფასესი - წყალი, ესოდენ უხვად გაქვს. მაგრამ ეს ყველაფერი, აქ ითქვა მხოლოდ და მხოლოდ ერთ კონტექსტში - რუსეთს, როგორც ყოველგვარი წინსვლის მოწინააღმდეგეს, არაფერში აწყობს თანამედროვე და მოწინავე საქართველო მეზობლად - ამით კავკასიას კარგავს და, შესაბამისად კარგავს ყველაფერს. რა გასაკვირია, რომ ჩამორჩენილი და ამ თავისი ჩამორჩენილობის სადარაჯოზე მდგარი რუსეთი, უთუო მარცხისთვისაა განწირული. და თუ კი ზემოთქმული გაფორმება მაინც შედგა, ეს რუსეთის ფედერაციის დაშლის აქტი იქნება. ახლა სრულიად წარმოუდგენელია და არც ღირს ვარაუდი იმისა, თუ როგორ და რა ვითარებაში, ვისი მონაწილეობით და რა ვალდებულებებით მოხდება ეს დაშლა თუ გადანაწილება, მაგრამ მოსახლეობის 98%, აღარ მოითმენს პლანეტის 1/6-ის, 2%-ის მიერ ფლობას. და ეს მართლაც ასეა: თუ კი უხეშად ვიტყვით, რომ პლანეტის მოსახლეობა 7 მილიარდია, 140 მილიონი „როსიანე“ სწორედ მისი 2%-ს შეადგენს.
ჰოდა, ამას მოგახსენებდით.. რუსეთის სახელმწიფოზე საუბრისას, კარგად დავფქირდეთ: საერთოდ, სახელმწიფოსთან გვაქვს საქმე? არის კი რუსეთი დღეს სახელმწიფო თუ ის საბოლოოდ იქცა ინტერესთა საძოვრად რამდენიმე ათასი კაცისა, რომლებიც მხოლოდ საკუთარი გეგმების სარეალიზაციოდ ქმნიან სახელმწიფოს ამ იმიტაცის - ყველაფერი, რაც შიდა ან/და გარე პოლიტიკას ეხება, იმართება სწორედ ამ პრინციპით - გადარჩეს „შაიკა“. ცხადია, დღეს საუბარი სახელმწიფო ინსტიუტუტების სრულ მოშლაზე ნაადრევია, მაგრამ ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს იმისა, რომ ვამტკიცოთ: ყოველივე, რაც ამ მეოცე საუკუნის სამოციანი წლების გადმონაშთს უკავშირდება, მოშლის პირასაა.

ეს არ გახლავთ აღმოჩენა - ყველამ, ვინც რუსეთის უტყარი დასასრულისა სწამს, ჰეროიკულ და რომანტიზმით აღსავსე წარმოსახვებს მოწყდა და უკვე გააცნობიერა, რომ ეს პროცესი ვერ იქნება უმტკივნეულო. ამიტომაც ვაცხადებდი, რომ რუსეთი კი არ უნდა მოკლა, არამედ თვითმკლელობამდე მიიყვანო, რათა თავად მოისწრაფოს სიცოცხლე და ყველა დაასვენოს. და ეს პროცესი, ჩარევითა თუ მის გარეშე, უკვე მიმდინარეობს და დაკვირვებული თვალი, ამას ლამის ყოველდღიურად აღმოაჩენს. რაც შეგვეხება ჩვენ.. და როგორი აღვწერდით ჩვენს ამჟამინდელ ვითარებას, თუნდაც მოსკოვის მონათა იმპერიის გამო? რუსეთზე საუბრისას, ვის არ შეხვედრია „არგუმენტი“, რომელიც, ერთგვარად, გადაულახავ ზღუდედ იქცა - რუსი ხალხი, რომელიც ქართველებისადმი ძმური სიყვარულითაა გამსჭვალული. საერთოდ, ხალხთა შორის მეგობრობა თითიდან გამოწოვილი რამ გახლავთ და, თუ დააკვირდებით, ეს „პოსტულატიც“ რუსული აღმოჩენაა. ის უბრალოდ, კარგად ახდენდა რუსეთის რეალური მიზნების კომუფლირებას და დრომდე, ამან იმუშავა. მაგრამ ახლა, როდესაც რაღაც რკინის ფარდით ჩაკეტილ და იზოლირებულ საზოგადოებას კი არ წარმოვადგენთ, არამედ თავისუფალი კაცობრიობის წევრები ვართ, დროა მივხდეთ, რომ ეს მტრული სახელმწიფო ისაა, რასაც ჩვენი „მეგობარი“ რუსი ერი ითმენს.
რითაც ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს ყველა იმ უმსგავსობას, რომელსაც კრემლი ჩადის. მაშ, რუსი ერი ჩემი მეგობარია? მსურს ხაზი გავუსვა - ცალკეული ინდივიდები, მათი განსჯანი და დამოკიდებულებები და, უბრალოდ, მათი კაი კაცობა, აქ მხედველობაში არ მიიღება - საუბარია ერზე, რომელის სახელმწიფოც, თუ კი მას ასე შეიძლება ეწოდოს, „გაცნობის“ დღიდან, ცდილობს მიღალატოს, იძალადოს, ამითქვიფ-შემიზილოს, მომპაროს, მიითვისოს, დამაბრალოს, მჩაგროს და პირი შეკრას ყველასთან, ვინც კი ჩემი დაცემის მწველი სურვილით სულდგუმობს...
ამ სახელმწიფოს ხალხია ჩემი მეგობარი? ცხადია ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთში პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები არ არიან. ეჭვგარეშეა, არც ასე დიდიან-პატარიანა ვძულვართ, მაგრამ ფაქტია: ეს ძალები ამინდს ვერ აკეთებენ და ისღა დარჩენიათ, პუტინი თბილისში გააპროტესტონ.
არ ვიცი, რა გეგმები აქვს ამ ახალგაზრდა ხალხს თბილისიდან გამგზავრების შემდეგ, მაგრამ ფაქტია, მათ რუსეთში შეიძლება პრობლემები შეექმნათ და ისინიც, ალბათ, თავშესაფარს ჩვენ გვთხოვენ.

ნებისმიერ შემთხვევაში, პუტინთან ბრძოლა, რომელსაც საერთაშორისო ნიშანი არასოდეს აკლდა, უკვე მისივე მოქალაქეებისთვისაც ასეთი გახდა და ეს შეუქცევადი პროცესია. და თუ ის ტემპში რევოლუციასა და რევოლუციურობას მნიშვნელოვნად ჩამორჩება, ევოლუციის ტემს აშკარად აჭარბებს და ეს სისწრაფე, მზარდია. ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ დღეს, ეს ყოველივე ძალიან ლოგიკურად გამოიყურება, მაგრამ სულ რაღაც ახლახანს, იმაზე ფიქრისას, თუ რა გაამარჯვებინებდა საღ აზრს დაბნელებული აზროვნების სამყოფელში, ამ შესაძლებლობას არავინ ასახელებდა. ამ პროცესის უნიკალურობაც ამაში მდგომარეობს - ის სპონტანური, დაუგეგმავი და თავისთავადია. გახსოვთ, სოციალურმა ქსელებმა შესაძლებელი გახადეს „არაბული გზაფხული“, რომელიც დღეს, მხოლოდ და მხოლოდ თავისუფლების ამოძახილად კი გამოყურება, მაგრამ მაშინ, ლამის პლანეტარული მოვლენა იყო. მაგრამ უნდა გვესმოდეს ერთი მნიშვნელოვანი სხვაობა, რომელიც ნამდვილს, არსებულსა და ფაქტობრივ არაბულ სამყაროსა და სრულიად მოგონილ, მხოლოდ მათსავე ტირაჟირებულ „რუსულ სამყაროს“ შორის პირღია უფსკრულივით გაჭიმულა. არაბები ჩვენი საკაცობრიო კულტურის, ცივილიზაციის ფორმირებაში აქტიურად მონაწილეობდნენ - ჰქმნიდნენ ლიტერატურას, მედიცინას, არითმეტიკას, ასტრონომიასა და ასტროლოგიას.. „რუსული სამყარო“, რომლის სათავეში მოგონილი რუსი ერია, სავსეა ასევე მოგონილი ხალხებით, ჩაგრული ეთნიკური ჯგუფებით, გარუსებული ინდივიდებით, მითვისებული ისტორიით და, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო - წარმოადგენს ტიპიურ დეკორაციას, სადაც ყველაფერი ისე ბუნებრივად გამოიყურება.. თუმცაღა, სინამდვილეში, მუყაოსაგან დამზადებული გახლავთ. „მართლმამდიდებელი“ ხალხი, რომელსაც ტაძარი ცარიელი აქვს, ხოლო გვამთან პატივის მისაგებად, კაი ხაჯივით, ცხოვრებაში ერთხელ მაინც მიდის, არ წარმოადგენს ერს, ვინაიდან არც ერთი იმ თვისებათაგან, რომელიც ერს ერად ხდის, მასში არ შეინიშნება. #რუსეთი #საქართველო
Comments