კეთილი ვოლსკი
- კოტე ნიშნიანიძე
- Sep 18, 2019
- 2 min read
რუსული მედია ზეიმობს. პირადად მე, ხელი მხოლოდ ინტერნეტრესურსებზე მიმიწვდება და მინდა გითხრათ, ყოველი მათგანი, აქვეყნებს „ახალი ვარსკვლავის“, გია ვოლსკის ფოტოს და მოჰყავს მისი სიტყვების სხვა და სხვა ინტერპრეტაციები. საბოლოოდ კი, ზეიმი იმის გამოა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ჩააგდო „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა და რუსეთის, ანუ მტრული სახელმწიფოს წინააღმდეგ რბილი პოლიტიკა, ოკუპაციის მსხვერპლი სახელმწიფოს, საქართველოს მოქალაქეთა კეთილდღეობაზე ზრუნვად გამოცხადა.
ცხადია, აღარავის გაუკვირდა არც „ოცნების“ ეს პოზიცია და არც ის, რომ ეს ამ ადამიანმა, გი ვოლსკიმ თქვა.
„ევროპელებმა“ თავისი ინიცირებული დადგენილების პრექტის დასაბუთებისას, ძირითად არგუმენტად საერთაშორისო დღის წესრიგში, საქართველოს, როგორც განხილივის საგნის, დაბრუნება დაასახელეს.
არგუმენტმა არ გაჭრა. დააკვირდით, ინიცირებული დადგენილების პროექტი სამ საკვანძო მუხლს მოიცავდა: 1. აშშ-ისა და ევროკავშირი მიმართ თხოვნას, რათა მოსკოვისადმი სასანქციო კრიტერიუმთა ჩამონათვალს, დამატებოდა საოკუპაციო ჯარების გაყვანის მოთხოვნა, რაც რუსეთის მხრიდან 2008 წლის შეთანხმების სრული იგნორირებით იქნებოდა დასაბუთებული, და ეს, ისედაც, საყოველთაოდ აღირებულია.
2. მოთხოვნა, რათა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, რუსეთის წინააღმდეგ, პერსონალური სახის სანქციათა ჩამონათვალში შესულიყო 3. მოთხოვნა, რათა აშშ-ის და ევროკავშირის სანქციები დაუწესდეს ყველა კომპანიას, რომელიც ოკუპირებულ ტეროტორიებზე უკანონო საქმიანობას ეწევა.

ისმის კითხვა: რა შეიძლება ამის საწინააღმდეგო ჰქონდეს ეროვნულობაზე პრეტენზიის მქონე პოლიტიკურ ძალას, თანაც მაშინ, როდესაც რუსეთს მტრად, ხოლო ტერიტორიებს - ოკუპირებულად, თავადაც აღიარებს; ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას იჩემებს და თუ თავად არაა რაღაც შავ-ბნელი საქმეებით დაკავებული, ან არ „კრიშავს“ ვინმეს, სისხლხორცეულად უნდა იყო დაინტერესებული, რომ უკანონოდ მოქმედი კომპანიები, სანქციებში მოყვნენ... რა არის ასეთი? ცხადია, ვოლსკის რიტორიკა, წმინდად ლინგვისტურ, სამანტიკურ ნაწილში არაფრით გახლდათ განსხვავებული. დიდი ცვლილებები არც განმარტებით ნაწილში იყო. საბოლოოდ, მან განაცხადა, რომ ყველა, ვინც აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს, ისედაც ხვდება სანქციებში და მეტი რაღა საჭიროაო. თანაც, მისი კეთილი გული ვერც იმას შეეგუება, რომ ამის გამო, რუსეთი საპასუხო ზომებს მიიღებს და ისევ ჩვენი მოსახლეობა დაზარალდებაო.
აი აქ, შესაძლოა, რაღაც ლოგიკას მიაგნოს კაცმა, მაგრამ ამ მიმართულებით გამოვლენილ ყოველგვარ ენთუზიაზმს, ამ ტირადის დასასრული ჰკლავს: ეს ყველაფერი განსახილველად შემოიტანა სწორედ იმ ძალამ, ვინც საქართველოს ყველა ის უბედუირება დაატეხა, რასაც ჩვენი ხელისუფლება, აგერ, შვიდი წელია ასწორებს და ჯერაც ვერ დაუსრუოლებიოა. ძალიან სასაცილოა. ნუ, აი, ძალიან. #გიავოლსკი #ევროპულისაქართველო
Comentarios