top of page

Баба-яга-ს ტექნოლოგია

გახსოვთ, ზაფხულში „როსკოსმოსი“ სახელმწიფო ღალატზე ალაპარაკდა. ერთ-ერთი გასაიდუმლოებული სამეცნიერო ორგანიზაციის შეფის კაბინეტში, ლამის პარკეტის აყრისას გაახსენდათ, რომ ამ პირს საიდუმლო მასალებთან წვდომა არ ჰქონდა. ეს უკვე იმდენად „კოჭლი“ ტყულია, რომ მთელი ისტორიაც სიცრუეს დაემსგავსა. პრინციპი მარტივია - ერთი წვეთი საწამლავი, მთელ ფლაკონს შხამად აქცევს.

საუბარი ეხებოდა მანქანათმშენებლობის სამეცნიერი-კვლევით ინსტიტუტს (ЦНИИмаш), რომელიც „როსკოსმოსის“ მთავარი სამეცნიერო ბაზაა. საქმე აღძრეს ფედერალური კოდექსის 275 მუხლით - სახელმწიფო ღალატი. დაიკარგა მილიონჯერ დაანონსებული და მზეთუნახავი ჰიპერხმოვანი ტექნოლოგიის უმნიშვნელოვანესი საპროექტო მასალები. ცხადია, დასავლელი სახელმწიფოების აგენტების გავლენა, ტრადიციალუად, „აშკარა“ გახდათ. მაშინ ყველა შეთანხმდა, რომ ეს სიცრუეა, თუმცა აქაც, ორი დაჯგუფება გამოიკვეთა - ერთნი თვლიდნენ, რომ, რეალურად, რუსებმა ვერაფერი შექმნეს, რადგან ამის არც ფინანსური, არც ინტელექტუალური და არც ტექნოლოგიური რესურსი აღარ გააჩნიათ და სწორედ ამის „გასაპრავებლად“ მოგონეს და შეკერეს ის საქმე. ისინი კითხულობენ: როგორ წარმოგიდგენიათ, რამდენად მაღალი იქნებოდა იმ საგამომწიებო ჯგუფის ხელმძღვანელის კომპეტენცია, რომელსაც ამგვარ საქმეზე და ამ ტიპის ორგანიზაციაში ჩხრეკისთვის გააგზავნიდნენ? ფაქტია, მან, ამ თავისი კომპეტენტურობით გადაწყვიტა, რომ ლამის მარტივ მამრავლებად დაშლამდე გაეჩხრიკა იმ პიროვნების კაბინეტი, რომელსაც დაკარგულ მასალებზე ხელი არ მიუწვდებოდა, ანუ, არ იცოდა იმ პირთა სია, ვისაც ამგვარ მასალებზე წვდომა ჰქონდა? საცირკო ნომერია. მეორე ჯგუფი თვლიდა, რომ რუსეთი აკეთედა ე. წ. სტრატეგიულ ცრუმოძრაობას, რათა ყველას ერწმუნა, რომ ზემოაღწერილი, პირველი ვერსია სწორია. საბოლოოდ, მგონი სწორედ ეს ვერსია აღმოჩნდა უფრო რეალური, რადგან, სულ რაღაც სამიოდ დღის წინ, რუსებმა მთელი დუნიის გასაგონად შემოსძახეს, კამჩატკაზე გამოვცადეთ, წამში 7 კმ.-ს ავითარებს - აქ რა ქნა და იქ, რაღას იზამდაო. „შინაურობაში“ მას „ნაკეთობა 4202“ უწოდეს, ისე კი, ოფიციალურად, კოდიფიკაციაში 15Ю71 ეწოდება, ხოლო erT-erTi „სამომხმარებლო“ დასახელება გახლავთ „ Кинжал“. ამ მოდიფიკაციის რაკეტა მფრინავი ობიექტიდან იგზავნება, თუმცა მისი გადადდგილების სიჩქარე, გაშვებიდან 2-4 წამში, უკვე მნიშვნელოვნად აღემატება თავად გამანადგურებლისა თუ ბობდამშენის სიჩქარეს. ფედერაციის თავდაცვის სამინისტორომ, გამოცდის წარმატების შესახებ ოფიციალურად განაცხადა. რუსეთი თვლის, რომ ჰიპერხმოვანი სიჩქარეების ათვისებაში, უპირობო ლიდერია, ვინაიდან ჩინური და ამერიკული მიღწევები, რომლებიც კოსმოსის ათვისების მიმართულებით მუშაობაში დაფიქსირდა, არაა იმდენად შთამბეჭდავი, როგორიც თავდასხმისათვის განკუთვნილი სარაკეტო კომპლექსების შემთხვევაში. ამ ახალი ტიპის რუსული რაკეტების ძირითადი ნიშანთვისება ის გახლავთ, რომ ფრენისას, ის არ იყენებს ბალისტიკურ ტრაექტორიებს, რითაც, დღეს არსებული ანტისარაკეტო სისტემებისათვის, ხელმიუწვდომელს ხდება. დასავლეთი, ამასაც მშვიდად შეხვდა. ოფიციალური განცხადებები მგონი არც ყოფილა, ხოლო ექსპერტული წრეები საუბრობენ მეხუთე თაობის რუსული გამანადგურებლების ანალოგიურ ისტორიაზე. როგორც გახსოვთ, რუსეთმა ერთადერთიი მეტ-ნაკლებად გამართული მოდელი შექმნა, ავიაშოუზეც წარადგინა თითქოს, თუმცა შემდეგ, პროექტი დახურა, რადგან ახალ და საბოლოო გამოცდებს, სერიულ წარმოებას, სასწავლო პროგრამებს და სარაკეტო ძალების გადაიარაღებას, ფინასურად ვერ გაწვდა. მიიჩნევა, რომ ახლა რუსეთი ამ ახალი ტექნოლოგიური მიღწევის დანერგვასაც ვერ შეძლებს და მიზეზი ანალოგიური იქნება. სანქციებით შეჭირვებულ და რამდენიმე კონფლიქტში ჩართულ რუსეთს, ელემენტარულად, დრო არ ეყოფა, რომ ეს ყველაფერი თავისი ინტერესების სამსახურში ჩააყენოს.


 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page