top of page

Известия: Почему в Тбилиси болели за Реал?

აი, ახლა უნდა ჩაკვეტაძეს კარგი აგენტი! მჯერა, დონეს შეესაბამება და ზიდანზე უკეთეს ოსტატს, ჩაკვეტაძის დარი ნიჭის შეგირდი, სად მიაგნებს? თანაც ახლა, ამ ვითარებაში, როდესაც ფრანგს რევოლუციის მოწყობას ლამის შეევედრნენ. ერთი-ორი გამოცდილი დუელიანტი, მაღალი დონის კიპერი და თავნება ახალგაზრდათა გვარდია - სწორედ რომ „რეალურია“, სამეფოა.

ახლა მთავარია გაირკვეს - ზიზუმ ფეხბურთი უნდა გადაარჩინოს, თუ ფული.
ree

სპარტაკი vs რეალი „დინამოზე!..

ვის გახსოვთ? მე, არა - ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ მთელი ცხოვრებაა, ეს ამბავი მესმის და რაც ნიშანდობლივია, ყოველგვარი ვარიაციების გარეშე - ყველა ყვება ერთი და იმავეს, რაც ამბის ნამდვილობაზე მიუთითებს. მით უმეტეს, რომ „იზვესტია“-ს ის ნომერიც, რომელიც მატჩის მეორე დღეს გამოვიდა და რომლის პირველ გვერდსაც სწორედ ამგვარი სათაურით „ამშვენებდა“, მოპოვებადია - დარწმუნებული ვარ, ინახება ძველი გულშემატკივრების კოჰორტაში და, ეგეც რომ არ იყოს, არსებობს არქივები. ერთი სიტყვით, 70-იანი წლების შუაწელს, როგორც იქნა და „სპარტაკი“, რომელიც გუნდებს მსაჯებიანად ეთამაშებოდა, სადღაც ევროპულ ტურნირზე გააძვრინეს. რაღაც ეტაპე, აჯანყებული მონის სახელობის გუნდს, სამეფო გუნდი გადაეყარა. ეს მატჩი, წლის იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც მოსკოვური გუნდები, საშინაო შეხვედრებს მზიან სამხრეთში მართავდნენ. არ ვიცი, რატომ შეჩერდა არჩევანი თბილისზე. ორი ბოთლი „ვარციხის“ გაკეთებულ საქმეს არ ჰგავს - სომხური კონიაკის მთელ ვაგონს არ დაიშურებდნენ (გვარს არ დავასახელებ).. შესაძლოა საქმე „დინამოს“ ფაქტორმა მოაგვარა, რადგან მას უკვე იცნობდნენ ევროპაში და უშალოდ რეალშიც (თუ არ ვცდები, 3-2 დავმარცხდით, მაგრამ აქ ბურთს თავისი სიმრგვალე გაახსენდა, თორემ „დინამო“ უკვე სწორ გზაზე იდგა).

ასეა თუ ისე, მატჩი მაშინდელი ლენინის სახელობის „დინამოზე“ შედგა. ყველაფერი გუნდების გამოსვლის წამიდანვე დაწყებულა.

ესე ყელში ამოსული წითელისა და სალდაფონური ნაბიჯის პირისპირ, სრულიად თეთრი „რეალი“ მინდორზე სირბილით შემოვარდა და ტრიბუნებზე თეთრი ვარდები შეყარა.

ის, რომ იქ „სპარტაკ! სპრატაკ!“-ს არავინ იყვირებდა, ყველას თავიდანვე მოეხსენებოდა - მოსკოვშიც, თბილისშიც და იმავე გულგასიებულ ერევანშიც, სადაც, თუ კი ხატოვნად თქმას ვცდი, მუდამ მზად არიან განუდგენ მეფეს და შეეკრან მონას. „სპარტაკს“ თბილისში ალბათ ფეხბურთისადმი ჩვენი დამოკიდებულების იმედი ჰქონდა. აი იმის, რასაც ერთ დროს, ინგლისში საოცრება უწოდეს. ერთმა სპორტულმა ჟურნალისტმა, რომელიც რეპორტაჟებს ალბათ ბრიტანელთა გამაყრუებელ ყიჟინის პარალელურად წერდა ხოლმე, „დინამოს“ პუბლიკა შეადარა მაღალი წრის საზოგადოებას სპექტაკლის ცქერისას - სადაც წარმოგენა მიმდინარეობს დუმილის ფონზე და მხოლოდ დახვეწილი საშემსრულებლო ხელოვნების შემთხვევაში, ეგებ ხანმოკლე, თავშეკავებული აპლოდისმენტები გამოიმეტონ. ანუ, სხვაგვარად რომ ვთვათ, რუსის ჭკუით, სამეფო გუნდის მიღება, მხოლოდ „არისტოკრატიასთან“ ღირს - სხვა თუ არაფერი, ეს მაინც თბილისია, სადაც „ქალბატონები ბაზარში დადიან ისე შემოსილები, როგორც მილანელი ქალები VIP წვეულებაზე“ სხვა მხრივაც, საქართველო, გარდა იმისა, რომ მის დედაქალაქს ქურდიანების სპორტული არქიტექტურის შედევრი ამშვენებდა, იმითაც იყო გამორჩეული, რომ ოფიციალურ სიმბოლიკას და პროპაგანდისტულ აქცენტებს თუ არ გავითვალისწინებთ, ეს არ იყო საბჭოეთი - საქართველო იყო ძალიან მდიდარი რესპუბლიკა, რომელიც რკინის ფარდის მიღმა იყო „მოდის კანონმდებელი“, სტილის დამამკვიდრებელი, ქცევის ეტალონი და რა ვიცი კიდევ რა. ერთი სიტყვით, ეს კავკასიის „ორსახა იანუსი“, მაინც სხვა დონეა, პეწი აქვს - ამას, ალბათ, გულში ამოცრიდა, ვინმე შუშისთვალება რუსი ჩინოვნიკი. მაგრამ 80.000 საბჭოთა მოქალაქე მოიქცა ისე, როგორც არც ჭეშმარიტ კომუნისტს ან კომკავშირელს ეკადრებოდა და არც „ძმობას“. Известия: Почему в Тбилиси болели за Реал? ამ ამბის ირგვლივ, აკი მოგახსენეთ, ძირითადად ყველა მთხრობელი ერთი და იმავეს ყვება, მაგრამ ერთი საკითხი მაინც იწვევს კამათს - ვარდები მატჩამდე იყო, თუ მატჩის შემდეგ, ამგვარი მხურვალე გულშემატკივრობის საპასუხოდ. ასე რომ, თუ კი ვინმემ დანამდვილებით იცით ეს ამბავი, კომენტარები არ დაიშუროთ და დავსვათ წერტილი. მანამდე კი..

აი, ახლა უნდა ჩაკვეტაძეს კარგი აგენტი!

ჩვენ კი, კიდევ ერთი ფინალი „დინამოზე“ - ანუ ჩვენი „რეალი“. და ჯანდბას - იყოს რეალი vs სპარტაკი, რაც ბუნებრივია, მხოლოდ თეორიულადაა შესაძლებელი.

 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page