top of page

აკაკი საპყრობილეში

ამასწინად, რადიოსადგურმა „თავისუფლება“, ჩაატარა ტესტი, რომლის მიზანიც იყო გავრკვეულიყავით, თუ რამდენად კარგად ვიცოდით ჩვენი დედაქალაქის ისტორია და აქაური ამბები.

ერთ-ერთი შეკითხვა, აკაკი წერეთლის მიერ თბილისის საპყრობილეში გატარებულ ვადებს ეხებოდა. სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ ვიცოდი, რომ მგოსანს ტყვეობის სიმძიმე ჰქონდა გადატანილი.

ree

როგორც აღმოჩნდა, აკაკის ე. წ. „მეტეხის ციხეში“ ღამეც კი გაუთევია.

აი ეს ისტორია​:

აკაკიმ, თავის იუმორისტულ ჟურნალში „ხუმარა“, გამოაქვეყნა სატირული ლექსი, რომელშიც დასცინა თბილისის გუბერნატორ ფონ რაუშ-ტრაუნბერგს:

„დიდ-ყურაანთ ყროყინას ჩვენები ეჯავრება,

საიდანაც მოსულა, იქით მიეჩქარება“...

და ა.შ.

ჟანდარმერიამ აკრძალა ჟურნალის გამოცემა, ხოლო რედაქტორი - აკაკი წერეთელი, 1907 წლის 16 თებერვალს დააპატიმრა. ი. გრიშაშვილი „ლიტერატურულ ნარკვევებში“ ისხენებს: „როცა აკაკი ციხეში მიიყვანეს, მთელი ციხე აფორიაქდა. პატიმრები, განურჩევლად მათი დანაშაულისა, გამოვიდნენ ეზოში, მთელ ციხეს აზანზარებდნენ და მოითხოვდნენ საყვარელი პოეტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. სამხედრო გუბერნატორის ხელმოწერილი გათავისუფლების ქაღალდი დაბინდებისას მივიდა ციხეში, მაგრამ აკაკიმ არ მოისურვა ღამით გამოსვლა ციხიდან: არა, ქაჯან, ნუ მაწუხებთ, ამაღამ აქ დავრჩები და ხვალ დილით წავალო და მეორე დილით გამოვიდა დიდის ზარზეიმით.



 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page