ქართული ფონტის ისტორიიდან
- კოტე ნიშნიანიძე
- Nov 1, 2017
- 1 min read
Updated: Apr 20, 2019
მას შემდეგ, რაც საქართველოში პირველი პერსონალური კომპიუტერი გამოჩნდა, სამ ათეულ წელზე მეტი გავიდა. ასეთი, სულ ათი ცალი იყო. რვა მათგანი, მინისტრთა საბჭოს რომელიღაცა გასაიდუმლოებულ განყოფილებას გადასცეს. ორიც, მეცნიერებათა აკადემიას და ერთ-ერთი მათგანი, მაშინ „საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელს, მომავალში კი, საქართველოს პრემიერმინისტრს, ბესარიონ გუგუშვილს ერგო.

დააკვირდით მონაცემებს: 1987 წლის გამოშვება, ტაივანი IBM 5160CPU: INTEL 8088 / 4.77 MHZ RAM: 640KHD: 20 MB (!). მაუსი არ ჰქონდა!
აი, რას მოგვითრობს თავად ბესარიონ გუგუშვილი:
პირველი საეკრანო ფონტები, ფონტების ჩასატვირთი მოდულის „.FON“ ბინარულ კოდში დავამზადე ბიტმაპ სახით იმისთვის, რომ მომეძებნა საიდან იწყებოდა „.FON“ კოდში ასოების ბიტმაპი — ბინარული კოდის ედიტორით თითო-თითო ვცვლიდი კოდის ბიტებს (ამის მერე ყოველ ჯერზე მიწევდა კომპიუტერის გადატვირთვა) და ბოლოს…„A“ დამახინჯებულად გამოჩნდა ეკრანზე!ვიპოვე, საიდან იწყებოდა საკუთრივ ლათინური ასოები!მერე, უჯრედებიან ქაღალდზე ცხრილად დავხაზე ყოველი ასოს გამოსახულება ნოლიანები-ერთიანები და გადავიტანე ეს კომპიუტერის „.FON“ ბინარულ კოდში (უმეტესობა, ლათინური „პატარა“ ასოების ადგილებზე და ზოგიც „დიდი“ ასოების ადგილებზე).გარკვეულ უხერხულობას ის ქმნიდა, რომ OS-ის ინგლისური სისტემური ტექსტებიც ქართული ასოებით იბეჭდებოდა.პირველი ტექსტი, რომელიც ფონტის გაწყობის შემდეგ დავბეჭდე, ესაა:იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი,მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ-მრავალი, ყმიანი,მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი,თვით მეომარი უებრო, კვლა მოუბარი წყლიანი.“ასე დაიბადა ერთი-ათას-ცხრაას-ოთხმოც-და-შვიდ წელს ქართული კომპიუტერული ფონტი და კომპიუტერული გამომცემლობა.შემდგომ (1998 წ.), AT კომპიტერის მივიღე, რომელზეც ქართული უფრო იოლი ასასახი იყო. ამ კომპიუტერზე (1987-88 წ.) შეიქმნა პირველი ქართული საეკრანო და საბეჭდი ფონტი - „ChiWriter“ გრაფიკული ტექსტ-ედიტორისთვის. ქართული ასოები ლათინურზე იჯდა ზუსტად ისე, როგორც ეხლაც ზის ხოლმე…“
Comments