top of page

Не виноватая я, он сам пришел!

ამასწინად, სადღაც მოვისმინე, პრემიერ მამუკა ბახტაძეზე საუბრისას ითქვა, - უჰ, მაგას სარკეც აღარ ირეკლავსო. არ ვიცი, ირეკლავს თუ არა სარკე მინისტრ ზალკალიანს, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, თავად ის რისი ანარეკლია...

მაგრამ ვერ მოგახსენებთ, მერიდება.

ამ ბოლო დროს, ერთგვარი შეჯიბრია, თითქოს ცდილობენ არა თუ არ ჩამორჩნენ ერთმანეთს სისულელის როშვაში, არამედ საგრძნობლად გადაუსწრონ კიდეც. აი, გეკითხებით, საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ელჩებს ვერ ცნობს და აცხადებს

„..მახსოვს გერმანიის ელჩი და იყვნენ კიდევ სხვა ელჩები, რომლებიც თავისით მივიდნენ და ადგილზე გაეცნენ სიტუაციას“.

ატმოსფეული მოვლენა ხომ არაა, ანდაც სტიქია, რომ ვერაფერი მოიმოქმედო და ღმერთის იმედად მდგარი, უსუსურად ელი დასასრულს.. ეგრეა?

ახლა ის ამგვარ ვითარებაშია, თუმცა, შესაძლოა ჯერ არც კი იცის ამის შესახებ. სხვა კომენტარი, უბრალოდ არ მომაფიქრდა. #დავითზალკალიანი

 
 
 

留言


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page