Пожар!
- კოტე ნიშნიანიძე
- Nov 20, 2018
- 1 min read
სულ მაინტერესებდა თუ ვინ ჩაარტყამდა იმ ბოლო ლურსმანს ამ პოლიტიკური კუბოს თავსახურში. ძველ გვარდიას რომ უხმეს, ვიფიქრე ეგ იყო, მაგრამ აშკარად გადავაჭარბე. ამის მერეც, იყო კიდევ რიგი ამბებისა, რაც ასეთად შეიძლებოდა ჩამეთვალა, მაგრამ აღარ ავჩქარდი.

საბოლოოდ, დღეს ეს ამბავი გავრცელდა და თუ კი სიმართლეს შეესაბამება, ის ბოლო ლურსმანიც ეგაა, და საფლავის ქვაც.
საქართველოს პოლიციაში უკმაყოფილებას აღარ მალავენ, ღიად გამოთქვამენ და აცხადებენ, რომ მიუხედავად ზეწოლისა, არც თავად და არც მათი ოჯახის წევრები მისცემენ ხმას სალომე ზურაბშივილს
მაგრამ ახლა სრულიად არაფერია იმგვარი, რაც საბუთად გამოდგებოდა. მხოლოდ მონათხრობი და ისიც დაუსახელებლი პირებისა. საინტერესო კი ის გახლავთ, რომ რეალურად, სულაც არაა გამორციხული ეს სწორედაც რომ ასე იყოს და მეტიც, მოსალოდნელიცაა, რომ ეს ასე მოხდება. და არა მხოლოდ ამ სტრუქტურაში. ვიტყოდი, „ოცნებას“ ალბათ დაავწყდამეთქი, მაგრამ ამ გაერთიანებაში მგონი საერთოდ არც იცოდნენ, რომ ხალხი და სხვა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანები, ერთი და იგივე ხის ტოტებია. და თუ ხალხი იმდენად არ გენდობა, რამდენადაც დღეს საქართველოში „ოცნებას“ არ ენდობიან, ვეღარაფრით მოახდენ ზემოქმედებას და ახლა, თუ უნდა ისევ იძახოს კალაძემ, რომ ვიღაცა ერთი ხის ორი გამხმარი ტოტია. დღეს ამას დომინოს პრინციპს ეძახიან, თუმცა ეს „დომინოს პრონციპიც“ სხვა არაფერია, თუ არა ჯაჭვური რეაქცია და ერთიც ვნახოთ, პოლიციას მთელი სახელმწიფო აპარატი მიჰყვა. საქართველოს სასაზღვრო დეპარტამენტის თანამშრომლებს, ძველი ქართული ტერმინით, „მონაპირე ჯარებს“ ვეძახი ხოლმე. დღეს ეს „მონაპირე ჯარები“ შსს სტრუქტურული დანაყოფია. არ ვიცი ამჟამად რა განწყობები და ვითარებაა, მაგრამ ვეჭვობ საზღვრები ჩასაკეტი გახდება - გამქცევი დეფიციტში არ იქნება და სახელმწიფოს ერთგული მესაზღვრე არასოდეს გვაკლდა. სახელმწიფოსი და არა პიროვნებისა თუ ჯგუფთა.
Comments