Соломинка
- კოტე ნიშნიანიძე
- Aug 7, 2019
- 1 min read
Держи меня соломинка, держи!
გაჭირვებული, ხავს ეჭიდებოდაო, ისეა ჩემი საქმე. ბევრს მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პრეზიდენტის სავარძელში ჩასმული სალომე ზურაბიშვილისადმი, მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს. ერთხანს, მცირე, სოციალური კამპანიაც (ერთკვირიანი ) ვაწარმოე, დევიზით „წადი“.
ცხადია, არ ვიკვებებოდი ილუზიით, რომ ეს შედეგს მოიტანდა, მაგრამ ჩემი პოზიცია კარგა გვარიანად კი ჩავაბეტონე.

არ მგონია რაიმე ისეთი „გვემუქრებოდეს“, რაც მის მიმართ გულს მომიბრუნებდა - მასში ამის პოტენციალი უბრალოდ არ არის. არადა, იყო დრო, როდესაც მას სასვებით სწორი პოზიციები ეკავა. როგორც ჩანს, ეს მხოლოდ თვალის ასახვევად იყო საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან რთულია იმის დაჯერება, რომ ქვემოთ მოყვანილი სიტყვების ავტორი და „პრიზიძენწი“ სალომე ერთი და იგივე პროვნებაა:
სანამ რუსეთს და საქართველოს შორის არ დადგინდა ახალი საზღვრები ორივე სახელწიფოს შეთანხმებით, საერთაშორისო სამართლის თანახმად ორსახელმწიფოთა შორის ბოლოს აღიარებული საზღვრები რჩება ძალაში. ანუ ის, რაც 1920 წლის „ტრაქტატით“ იქნა აღიარებული. იმ დროისთვის, სოჭი საქართველოს საზღვრებში შედიოდა და დღესაც ეს იურიდიულად ძალაში რჩება ... (რაც სხვათა შორის სერგეი ლავროვს 2005 წელს მოლაპარაკებების დროს შევახსენე, რათა ბაზებზე მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, საზღვრების საკითხზე მოლაპრაკების აუცილებლობაში დამერწმუნებინა იგი...) მგონი ეს არის ყველაზე პრინციპული საკითხი..
ეს 2013 წელს ითქვა. მართლაც ასეა და არც ის დროა შორს, როდესაც ეს საკითხი დადგება, მაგრამ ვინაა ამის დამყენებელი, სალომე ზურაბიშვილი? სიტყვა „მეეჭვება“-ც კი აქ სასაცილოდ ჟღერს. დღეს ეს პოლიტიკოსი, ძირითადად ტკბილ პენსიას ირგებს და სულაც არაა მზად.
Comments