top of page

აბაშიძეს გააწნეს

პრაღაში ე. წ. „აბაშიძე-კარასინის ფორმატით“ მოლაპარაკების მორიგი რაუნდი შედგა. თუმცა, რაღა დაგიმალოთ და, ამ ყოველივესთვის მოლაპარაკებების და, მით უფრო, მოლპარაკებათა რაუნდის შერქმევა, ღიმილისმომგვრელია. ასეა თუ ისე, ფაქტია, მიუხედავად არაეფექტურობისა, ფორმატს ჯიუტად არ აუქმებენ და ყველას კარგად მოგვეხსენება, რატომაც - იქმნება ქართუილ-რუსული მოლაპარაკებების, პოზიტიური მოლოდინის მულიაჟი. რეალურად, ბატონი აბაშიძე დავალებათა და მომავალ ამოცანათა შესახებ დირექტივების მისაღებად მიდის ხოლმე - ამაში ხარჯავს ჩვენს ფულს.

ree

ასე იყო ამჯერადაც - ზოგადი ფრაზები, რომლითაც ქართველმა დიპლომატმა განსახილველ სკითხთა რიგი აღგვიწერა, ვერ აქარწლებს გამოთქმულ ეჭვებს.

მაგრამ ამ მოლაპარაკებათა ფინალურმა სცენამ, ყველაფერი თავდაყირა დაყენა. კარასინი ყოველგვარი შელამაზების გარეშე დაგვემუქრა. დიპლომატიაში, ამაზე პირდაპირ უკვე ომის გამოცხადების ნოტაში თუ იტყვიან. აბაშიძის კომენტარმა ცხადჰყო - მოლაპარაკებებზე, არაფერი მიუთითებდა, რომ კარასინს ამგვარ რამეს განაცხადებდა.

შესაძლოა, იყო კიდევ რაღაც საკითხი, რაც იხილებოდა, თუმცა სიდუმლოდ დარჩა.

ბევრმა ეს NATO-ს მოახლოვებულ წრთვნებს დაუკავშირა, მაგრამ ნებისმიერ ვარიანტში, ზურაბ აბაშიძეს, როგორც დიპლომატს, პიროვნებას, კოლეგას, პარტნიორს სილა გააწნეს. ამიტომაც, მას სხვა არა დარჩენოდა, გარდა იმისა, რომ აპელირება რუსეთის საერთაშორისო ავტორიტეტე გაეკეთებინა.

კარასინის იმ განცხადება, სადაც არის აშკარა მუქარის ტონი საქართველოს მიმართ, უკრაინის მიმართ, ეს არის ყოვლად მიუღებელი. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და მე ვფიქრობ, რომ ეს სერიოზულ ზიანს აყენებს რუსეთის საერთაშორისო ავტორიტეტს

ვგონებ, ესეც მხოლოდ იმისთვის ითქვა, რომ რაღაც ეთქვა, თორემ როგორ აღელვებს რუსეთს საერთაშორისო ავტორიტეტი, აბაშიძეს მშვენივრად მოეხსენება.



 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page