top of page

ადელაიდას ელექტორატი

კი ამბობენ, მათ შორის ბევრი გულწრფელი მამულიშვილიაო და.. რა გითხრათ - მე არ მჯერა, თუმცა თეორიულ შანსს, ცხადია ვერსად წაუხვალ და ვუშვებ. და აქ, ერთადერთი გრძნობა, რაც მათ მიმართ მიჩნდება, სიბრალულია, ვინაიდან ისე დაბრმავებულან, დაყრუებულან, რომ „ალიანსის“ მოსაწამლი გაიხადეს გული და გონება. „ტაბულა“-მ აშშ-ის საელჩოსთან გამართული უსაგნო აქციის ფოტომასალა გამოაქვეყნა და ეს პირველი გახლდათ, რაც მაშინ აღმომხდა:

ეს რა ვნახე... არ ვიცი - შემძრა! ესეც ჩვენი ხალხია.. მეგობრებო, მოდით ვაღიაროთ, რომ მიუხედავად უფლებრივი თანასწორობისა, სოციალური დიფერენციის გვერდით, რაც გარეფაქტორია, არსებობს ინტელექტუალური ხრამი და ხშირად ეს უფსკრული არაა მხოლოდ სიტყვებში, შეხედულებაში, მზერასა და, ზოგადად, ჰაბიტუსშია გამოხატული, არამედ ზოგად სახეში, რასაც ამ ხალხის „ედემში“ დასახლებულნი образ-ს უწოდებენ. და მოდი და ნუ იტყვი: что за безобразие!?

თუ კი ვინმეს ვიზუალურ მხარეზე ჩემი ლაკონური რეპლიკა მაინც ზემდმეტად მოეჩვენოს, კიდევ და ხაზგასმით მსურს განვუმარტო, რომ ამაზე საუბრისას, მხედველობაში მაქვს, რომ ეს ყოველივე იმ დუხჭირი ცხოვრების ანარეკლია, რომელიც ქვეყანაშია.

მოდით და, ასეთი ადმიანის, იქნებ ოდესღაც წარმატებულის, დაბეჩავებული გუნება, გაუკუღმართებული გონება და ბოღმით სავსე გული წარმოიდგინეთ და მერე, ამას ზემოდან დაამატეთ ადა მარშანიას მსგავსი შარლატანები, თავისი დაუღალავი მცდელობებით, გამოსავლის ძიებაში მყოფი მოქალაქეს, მისი შეხედულებებს და გონებას, ამ „ყოველი უბედურების“ იმგვარი ახსნა შეტენონ, რომ კუთხეში მომწყვდეული ადამიანამდე, გზას იოლად პოულობს.

ცალკე უბედურება რა არის იცით? ის, რომ მარშანიას მსგავსი შავ-ბნელი ელემენტები საკენკს უხვად აყოლებენ „გარნირს“, რომ ეს მათი მხარდამჭერი უმცირესობაა სწორედ ის, ვისაც ჯერ კიდევ შემორჩა უნარი შეიცნოს რეალობა, მთელი მისი დამღუპველობა და ამას, სრულიად ობიექტური ახსნა აქვს - დანარჩენი საზოგადოება, ეს დეგენერატების ქაოტური მასაა. აი, ადა მარშანიას აზრით, ასეთია ჩვენი მტერი:

მან, რეალურად, შეიძლება ითქვას, თავისი მხარდამჭერი აღწერა. აქციას რომ დავუბრუნდეთ. იმ დილით, სადარბაზოში გასვლისთანავე თვალში მეცა წითელი ფლაერები, რომელიც ბლომად მიმოეფანტათ. აქციაზე მოწვევა იყო. ლოზუნგი ძალადობას გმობდა და ეს, აქციის ლოკაციას უკვე გაუგებარს ხდიდა.

მე მაინც ვთვლი, რომ შესაძლოა ინაშვილი და კამპანია სადღაც, ივანიშვილის რაღაც თამაშს უკვე თამაშობს, მაგრამ ამ ეტაპზე, ის ჯერ მაინც ცდილობს, კრემლის მესვეურები დაარწმუნოს, რომ საჭირო და ღირებულია. ეს მისი ელექტორატია და არა გაბღენძილი ბურკჯანაძის, რომელსაც პარტიაც კი აღარ ჰყავს, რეალურად.


Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page